"ლევანტემ" ქოჩორაშვილის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა - ქართველი ფეხბურთელი უკეთეს გუნდს იმსახურებს

AutoSharing Option
ესპანური estadiodeportivo-ს ინფორმაციით, "ლევანტემ" გუნდის ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა და ამით ფინანსური პრობლემების მოგვარებას აპირებს.

ვალენსიელები იმედოვნებენ, რომ ჩვენებურის წასვლით 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ და თანაც, სახელფასო ჭერს შეამცირებენ.

გუნდმა ახლახან მთავარ მწვრთნელად 53 წლის ესპანელი სპეციალისტი ხულიან კალერო დანიშნა, ქოჩორაშვილის გაყიდვის შედეგად კი რამდენიმე ახალ მოთამაშეს დაიმატებენ და კლუბის ლეგენდა ხოსე ლუის მორალესსაც ოფიციალურად დაიბრუნებენ.

ჯერჯერობით არ კონკრეტდება იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც 24 წლის ქართველით არიან დაინტერესებული, თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე მისი ბრწყინვალე ასპარეზობის შემხედვარე, ქოჩორაშვილს კარგი კლუბის
პოვნა არ უნდა გაუჭირდეს და ის ამას აშკარად იმსახურებს.

შეხსენებისთვის, გიორგის ვალენსიელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მინიმუმ 20 მილიონი ღირს, რა 4 მილიონი, მაგ ფასად ყველა დაიმატებს
ლევან მაღლაკელიძე.
21:47 26-06-2024
3
ნამდვილად იმსახურებს კარგ გუნდს, გარდა იმისა რომ ნიჭიერი ფეხბურთელია, კარგი თვისებების, ძლიერი ხასიათის სპორტსმენიცაა.
(მახსენდება ერთი ეპიზოდი თურქეთთან, როდესაც ჩაკვეტაძის შეცვლა გადაწყვიტა სანიოლმა, ალბათ გახსოვთ ჩაკვე ამით უკმაყოფილო იყო და სტადიონი ნელი ნაბიჯებით დატოვა, არადა თურქეთთან ვაგებდით და დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა, ქოჩორა მივიდა ჩაკვესთან და მეგობრულად ორივეე ხელით მიაწვასავით, ანუ ძმურად დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობსო, ჩაკვეტაძე ნაკრების აშკარად ლიდერია, მაგრამ მიუხედავად ამისა ქოჩორამ - რა თქმა უნდა ძმური სიყვარულით მიუთითა რომ დროზე დაეტოვებინა სტადიონი)
იკა
18:19 26-06-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული