რატომ მიაღწია საქართველომ წარმატებას და ბელარუსმა - ვერა... რა შანსები აქვს სანიოლის გუნდს ევროზე - დრაგუნმა ბელარუსულ პრესასთან ისაუბრა

AutoSharing Option
ბელარუსულმა Smartpress.by-მ მომავალი ევროპის ჩემპიონატი მიმოიხილა და რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

გამოცემას ექსპერტად მათი ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც 2012 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე "ჯვაროსნებთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის კარიც აიღო.

დრაგუნს კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, რა შეიცვალა ამ 12 წელში, რატომ მიაღწია საქართველომ ამხელა წარმატებას და ბელარუსმა - ვერა.

"ეს კითხვა სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. ძალიან ბევრ რამეზე დაკვირვება და დაფიქრებაა საჭირო.

იგივე ხდება საკლუბო დონეზეც... 2018 წელს "ბატემ" ჩემპიონთა ლიგაზე
"ყარაბახს" უმასპინძლა, მაგრამ სად არიან ახლა ეს გუნდები?!

"ყარაბახი" ახლა ერთი ნაბიჯით წინაა! სამოთხე და დედამიწა! ახლა ჩვენ შორის სწორედ ეს განსხვავებაა.

ზოგი წინ მიიწევს, ზოგიც უარესდება. როგორც ჩანს, საქმე ფეხბურთელების მომზადებაშია. მე არ ვარ ექსპერტი, ეს თემა წამოვწიო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ სახლში ვრჩებით, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატზე მიდის".

დრაგუნს კითხვა ბოლო სამი ნაკრების (საქართველო, უკრაინა, პოლონეთი) შესახებ დაუსვეს, რომლებმაც დარჩენილი 3 საგზური მიიღეს და ყოფილ ფეხბურთელს აზრს დაეკითხნენ, აქვთ თუ არა ამ ქვეყნებს ჯგუფიდან გასვლის შანსი.

"ვფიქრობ, სამივეს გაუჭირდება და განსაკუთრებით, საქართველოს. მათ გამო შეწუხებული ვარ, რადგან გარკვეულ საკითხებში ვგავართ ერთმანეთს.

უკრაინელებს კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ, მაგრამ ახალგაზრდებს არასტაბილურობა ახასიათებთ. თუ მათ თავიანთი ფეხბურთი ითამაშეს, ჯგუფიდან გავლენ", ‐ ამბობს დრაგუნი.
მკითხველის კომენტარები / 19 /
საქართველოს ერთადერთიო ხსნა არის ევროპასთან ინტეგრაცია და რუსულ ჭაობს დავაღწიოთ თავი.
ეს გაიაზრეს ჩვენი ნაკრების ფერხბურთელელებმა.
პირველ რიგში იმიტომ რომ ევროპაში თამაშობენ და კარგად იააზრებენ განსხვავებას.

რა ხდება საქართველოში. ნაკრების საბაზისო ზონა არის თბილისი?
რა რეგიონებში არ იბადენიან ნიჭიერები?
კი მარა იქ არის სრულად მოშლილი იმფრასტურქტურა.
ფოტს და ზუგდისდ სტადიონიც არ აქვს.
და ესენი თბილისში აშენებენ ახალ სტადიონს პიარისთვის.
წარმოიდგენით რა სიმაღლეზე ავა ქართული ფეხბურთი როცა ყველა რეგიონი ჩაერთვება ამ საქმეში.
მოკლედ მარტო ევროპული გზა. და დროზე მოვშორდეთ ამ ჭაობ რუსეთს :)
d
24 აპრილი 2024 13:47
17
რუსეთის ბლატავი უნდა დასრულდეს მაგრამ დღევანდელ ევროპასთან ინტეგრაცია ერთი ადგილის მიცემის და ლჭპტს გარეშე. საქართველო უნდა იყოს ძლიერი სახელმწიფო, მართლმადიდებლური პირველ რიგში და შემდეგ ევროპული. ღირსეული ნამდვილი ევროპული, აი ისეთი როგორიც იყო ნამდვილი ევროპა ლჭპტ მდე. რაც მართლა კარგია და
ევროპულია ნამდვილად ის არის გადმოსაღები მხოლოდ. ასევე კავკასიური ალიანსი სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე რეალური და სხვებთან სამათხოვრო რომ არ გვქონდეს. ევროპამ უნდა აღიაროს და საკადრისი პატივი სცეს საქართველოს, პრივილეგიებს არ ვითხოვთ მაგრამ შეზღუდვები და დაბრკოლებები არ შეგვიქმნან. სპორტის და კულტურის სფეროში განსაკუთრებით. მოგვცენ საშუალება, ჩვენი შრომით ნიჭით და უნარებით გავაძლიერებთ და უკეთესს გავხდით ევროპას.
ქართველი
25 აპრილი 2024 09:13
0
ვინც სტადიონები და ინფრასტრუქტურა დაანგრია,გაყიდა,იმათ მოჰკითხეთ.ვინც მათ დანგრეულს კვლავ აშენებს და საქართველოს ნაკრები,154 ადგილიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა,იმათ რატომ აგინებთ?თანაც იმ პარტიის მხარდამჭერები რომ აგინებენ,ვინც ანგრევდა და ჰყიდიდა. ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთის ფედერაცოას და რაგბის ფედერაციას შესთავაზა დიდი ინვესტიციები,რომლითაც აშენდებოდა მოსამზადებელი ბაზები.სტადიონები,მოედნები,სამედიცინო ცენტრები და სხვა.ერთადერთი პირობა,რომელიც მოითხოვა,იყო ის,რომ მის წარმომადგენელს,ამ ფულის მოხმარებაზე,ინფორმაცია უნდა ჰქონოდა.რაგბის ფედერაციამ თანხმობა განაცხადა და უკვე იმ დროიდან დაიწყო,რაგბის სწრაფი განვითარება.ფეხბურთის ფედერაციამ კი,ფულის მოხმარებაზე ცივი უარი განაცხადა.სწორედ ის დრო იყო,ნაცებმა სპორტული ბაზების დანგრევა გაყიდვა რომ დაიწყეს.სტადიონების დანგრევით,ფეხბურთი ვერა,მაგრამ მათი პირადი ქონება იზრდებოდა.ფულის მოხმარებაზე კონტროლი რომ მის ეფექტურად გამოყენებაზე დადებითად აისახება,ამ ორი ფედერაციის ისტორიამაც დაადასტურა.ეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონიც,პირველ რიგში შემოსული ფულის ხარჯვის კონტროლს გულისხმობს და ვისაც მისი დაფარვა უნდა,ესე იგი,სხვა მიზნები უნდა ჰქონდეს.არავისთვისაა საიდუმლო,რომ არასამთავროები,სხვადასხვა დახმარებაზე საკმაოდ მოზრდილ "ატკატებსაც"იღებენ.აქაურებიც და დონორებიც.ალბათ ფულის გათეთრებაც ხდება და ასე ტკბილი შემოსავლების დაკარგვა,რა თქმა უნდა არავის მოუნდება.არც პოლიტიკური მიზნებით შემოსული ფულის კონტროლს მოინდომებს ვინმე და ისინიც წინააღმდეგნი იქნებიან.მათი დამსაქმებლებიც რა თქმა უნდა წინააღმდეგნი იქნებიან,მათი საქმიანობის გასაჯაროებაზე.რა ამბავია ატეხილი და ვინ ყვირის,კი ვხედავთ.1991 წელს რაჭის მიწისძვრამ,დიდი ნგრევა და მსხვერპლი მოუტანა საქართველოს,მაგრამ არც რუსეთი და არც ევროპა,ან ამერიკა,ქვეყანას არაფრით დახმარებია.არა და ძალიან გვჭირდებოდა.დამოუკიდებელი ქვეყნის მაშენებელი ქვეყანა,არავის სჭირდებოდა და ის მთავრობა სისხლში ჩაახრჩვეს გარედან დაფინანსებულმა ძალებმა.ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს,რადგან უფასო ყველი,მხოლოდ სათაგურშია და რაიმეს რომ გვაძლევენ,გაცილებით მეტი თუ არ წაიღეს,თითს არავინ გაატოკებს,შენ დასახმარებლად.
სოსო
24 აპრილი 2024 21:43
0
ყველა გამოხმაურება
ჩვენი ამჟამინდელი თაობა ნიჭიერებით აღემატება უკრაინელებს.გარღვევა უკვე მოვახდინეთ და აწი ქართული ფეხბურთი სულ აღმავლობის გზაზე ივლის,რამეთუ ჩვენში ტალანტები უამრავია.სწორი ხედვით,მიდგომითა და ეფექტური მხარდაჭერით ისინი უამრავჯერ გაახარებენ ქართველ ქომაგებს.ღრმად მწამს და მჯერა ამისა.
წინ,საქართველო!
ბრაზი
24 აპრილი 2024 13:26
2
ჩვენ, სლოვაკეთს და კიდევ ვიღცას ყველაზე მაღალი, 1/500 კოეფიციენტი გვაქვს ბუქმეკერებში. ანუ თვლიან რომ უპირობო აუტსაიდერები ვართ. იმედია ჩვენები უკეთ ითამაშებენ ვიდრე ტოტალიზატორების მოლოდინია.
სიმართლის მოყვარული
24 აპრილი 2024 13:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული