ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი: რუსებს ვთხოვ, თავი დაანებონ ჩვენ დახმარებას

AutoSharing Option
ბატესა და ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველმა სტანისლავ დრაგუნმა თავის ქვეყანაში მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი.

"გამარჯობათ, მე სტას დრაგუნი ვარ, ბატესა და ბელარუსის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი! უკვე ერთ კვირაზე მეტია ძალიან ცუდად მძინავს, რადგან გული მტკივა და მრცხვენია იმის გამო, რაც  ჩვენი ქალაქების ქუჩებში ხდება, როდესაც უდანაშაულო ხალხს აპატიმრებდნენ. ცუდად მძინავს უმწეობის გრძნობის გამო.

რუსეთში 5 წელი ვცხოვრობდი, რამდენიმე გუნდში ვთამაშობდი და სახალინიდან კალინინგრადამდე მთელი რუსეთი შემოვიფრინე. იქ ბევრ შესანიშნავ ადამიანს შევხვდი. ისინი ჩემი ნამდვილი მეგობრები გახდნენ და მუდამ მზად იყვნენ
ერთმანეთის დასახმარებლად. თუმცა, ახლა გთხოვთ, არ არის საჭირო ჩვენი დახმარება, უბრალოდ მხარი დაგვიჭირეთ იმაში, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი.

სანაკრებო მატჩების წინ მე ხშირად მთხოვენ, ილია შკურინის მსგავსად მოვიქცე, რომელმაც ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. მე ნაკრებში ერთი კონკრეტული ადამიანის ან ორგანიზაციის გამო კი არა, არამედ ჩემი მშობლების, ახლობლების, მეგობრებისა და შესანიშნავი ბელარუსი ხალხისთვის ვთამაშობ. ამიტომ მე ვთამაშობდი, ვთამაშობ და ვითამაშებ, რადგან ჩემი ბელარუსობით ვამაყობ!", - წერს დრაგუნი "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული