ქუთათელაძეს საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა

AutoSharing Option
"ნიჟნი ნოვგოროდის" 23 წლის ნახევარმცველმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაში ძალიან სურს.

"ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩემი ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა და ამას ძალიან დიდი ხანია ველოდებოდით. ეს ნებისმიერი ქართველის ოცნება იყო და რა თქმა უნდა, ამ ტურნირზე ასპარეზობა ძალიან მსურს.

როგორ შევაფასებდი ჩემს შანსებს? - არ ვიცი... ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან არ მისაუბრია. სია მალე იქნება და ყველაფერს ერთად ვნახავთ.

საქართველო მზადაა, ევროპის ჩემპიონატზე სენსაცია შემოგვთავაზოს! ძალიან კარგი შანსი გვაქვს, ჯგუფიდან გავიდეთ", - აქვეყნებს ქუთათელაძის
სიტყვებს Match TV.
მკითხველის კომენტარები / 49 /
მეორ კვარაცხელია ჩვენ არსად გვყავს, რომ გუნდი უსაშველოდ გააძლიეროს, ჩვენი მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლაა და თუ გუნდს ეს არ შეუძლია არავის დამატება არ უშველის, ამიტომ მეცამეტე გოჭივით ფეხის გამოყოფისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს და ბიჭებმა, რომლებმაც გუნდი ევროზე გაიყვანეს შეცვლას არ იმსახურებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
10:29 09-05-2024
0
სეზონში 2 გოლი აქვს გატანილი და წინა წელს საფრანგეთის ლიგა 2ში სკამზე დაალპეს. ტიპიური რუსი, სულ რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ, საქართველო დაბალი ღობე ეგონება, საიდანაც რუსეთის მეორე ლიგიდანაც შეიძლება მოხვედრა. გააფუჭეს მაგრად რუსეთში გადასვლით. ბავშვობაში პსჟს ახალგაზრდულში ძალიან ბევრი გოლი გაჰქონდა
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული