ქუთათელაძეს საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა

AutoSharing Option
"ნიჟნი ნოვგოროდის" 23 წლის ნახევარმცველმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაში ძალიან სურს.

"ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩემი ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა და ამას ძალიან დიდი ხანია ველოდებოდით. ეს ნებისმიერი ქართველის ოცნება იყო და რა თქმა უნდა, ამ ტურნირზე ასპარეზობა ძალიან მსურს.

როგორ შევაფასებდი ჩემს შანსებს? - არ ვიცი... ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან არ მისაუბრია. სია მალე იქნება და ყველაფერს ერთად ვნახავთ.

საქართველო მზადაა, ევროპის ჩემპიონატზე სენსაცია შემოგვთავაზოს! ძალიან კარგი შანსი გვაქვს, ჯგუფიდან გავიდეთ", - აქვეყნებს ქუთათელაძის
სიტყვებს Match TV.
მკითხველის კომენტარები / 49 /
სადაც არ უნდა იყვნენ რუსეთში თუ სადმე, ჩვენს ქართველ თანამოქალაქეებს გაუმარჯოს! ლანძღვა კი მდაბიო სულის მატარებელი არსებების საქმეა!
ქართველი.
21:05 08-05-2024
13
არ ვიცი ფეხბურთელი როგორია და თუ იმსახურებს ნაკრებში თამაშს. მაგრამ კომენტარებმა გამაღიზიანა. რუსეთში თამაში რა შუაშია? ნაცისტების ქვეყანა გავხდით რა. თუ კარგი ფეხბურთელია არ უნდა დავკარგოთ სადაც არ უნდა თამაშობდეს. თუ ნაკრების დონე არაა სხვა საკითხია. თითქოს ნაკრების ფეხბურთელების 80% რუსეთ გამოვლილი არ გვყავდეს რა. ან ჩვენი საამაყო ხვიჩა რა რუსეთში არ თამაშობდა?
გიორგი
17:03 08-05-2024
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული