საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
Qvilitaias da meqvabishvils ro caikvan da azarovs da arabidzes ara ,imito. Vart kai dgeshi,qecbaia gvinda vinme ver ukarnaxebs vin gamoidzaxos da vin ara
Vano
23 მაისი 2024 10:04
4
ტურისტები ევროზე: "მექვაბიშვილი, ტაბიძე, შენგელია, კანკავა, ქვილითაია, გველესიანი!"
მწვრთნელი
23 მაისი 2024 10:02
8
))))))))) 100%
სვანსკი
23 მაისი 2024 10:23
4
ჯიმი ტაბიძის გამოძახების და აზაროვის არგამოძახების გარდა ყველაფერი ლოგიკურია!! აზაროვის არ გამოძახება 100% -ით უსამართლობა მგონია!!!
Pepelu
23 მაისი 2024 09:59
3
მექვაბიშვილი თუ ლოგიკური გგონია ფეხბურთს აღარ უყურო
ზორო
23 მაისი 2024 14:50
0
რაც არ უნდა იფილოსოფოსოს კაცმა აზაროვის დატოვებას ვერანაირ გამართლებას ვერ მოუძებნი. თუ სათამაშო დროით, ფორმაში ყოფნით, პროდუქტიულობით და პერსპექტივიულობით აზაროვი არ იმსახურებს ნაკრებს, თან მაშინ როცა ამპლუით მარცხენა მცველი საერთოდ არ არის გუნდში ეს როგორ უნდა შეფასდეს?! თან კვარასაც როგორ ესაჭიროება კარგი მარცხენა მცველი ვიცით ეს.. ცენტრალურ მცველებზე ვთქვათ- ნუთუ საზონოვს ამ შემთხვევაში ტაბიძე ჯობია ან მითუმეტეს ირანში მოთამაშე დებიუტანტი და უკვე ვეტერანი გველესიანი?! რავიცი, ამიხსენით ამის ლოგიკა.. ასევე ძალიან ეჭვი მეპარება სიგუას ალთუნაშვილმა ან მექვაბიშვილმა აჯობონ, სატრანსფერო ფასსაც გადახედეთ და შედეგიანობას, თან მისი ასაკი გაითვალისწინეთ. ნებისმიერი შემადგენლობით წარმატება საქართველოს ნაკრებს,თუმცა ამ კონკრეტულ ბიჭებს უსამართლოდ ექცევიან ჩემი აზრით.
ალექს
23 მაისი 2024 09:30
5
აზაროვი, არაბიძე და ყაზაიშვილი რომ დატოვეს, ნეტა რას ფიქრობენ. იმედი რისი აქვთ, ლუქსებს კი არ ეთამაშებიან. ფრანგს რა ენაღვლება, რამე რომ იყოს, მოტყდება სახლში, კობი და თავისი რაზმი?
კახი
23 მაისი 2024 09:29
20
აზაროვია ის ფეხბურთელი რისთვისაც ფეხბურთი მოგვწონს,ტექნიკა,პასი,მოედნის ხედვა,სისწრაფე. კვარასთან ერთად კარგად კომბინირებს და კარგ პასებს აწვდის. რა აწყენია ასეთი სანიოლს რომ დასაჯა ასე მწარედ და დაგვსაჯა ჩვენც გულშემატკივრები!
Რერო
23 მაისი 2024 09:05
6
ისეთ გუნდებს ვხვდებით აზაროვი მგონია დაიჩაქრებოდა, პირველ რიგში ფიზიკურად,, წინ კი პროდუქტიულია მაგრამ დაცვაში მართლა სუსტია, მწვრთნელს მონახაზი ექნება და შიდა სამზარაულოც ჩვენზე უკეთ იცის, ასევეა სხვებიც, გეთანხმებით ზოგი ტურისტებად მიყავს, მაგრამ ესეც მწვრთნელის და ფედერაციის გემოვნების და დამსახურების საკითხია, ნუ განსჯით, მომავალ თამაშებში გამოჩნდება სწორ-მართალი, თუნდაც სიგუას ნიჭი და მონდომება, ვნახოთ ....
გუსანი
23 მაისი 2024 11:56
4
ლუკა გაგნიდზე რატო არ გამოიდზახეტ დზლიერი ფეხბურტელია ჯკვიანი
david
23 მაისი 2024 08:56
19
აზაროვი, საზონოვი, სიგუა და ყაზაიშვილი? ტრამვა აქვთ ყველას ხოჭოლავასავით?
ვახო
23 მაისი 2024 05:53
9
ისე იტყვიან მწვრთნელმა თუ თქვა ე.ი. სუკეთესო ასე ყოფილაო, თითქოს მართლაც და უდიდეს მწვრთნელებს ოდესმე სისულელე არ მოსვლიათ. მითუმეტეს სანიოლი ფეხბურთელი დიდი იყო, მაგრამ ბოლო ორი წლის უმუშევარი და არანაირი წარმატების მქონე მწვრთნელი გახლდათ, როცა ჩვენთან ჩამოვიდა. მას დახვდა ჩვენი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო თაობა. სულაც არ მგონია რომ უკვე ვნახეთ ჩვენი ნაკრების სრული პოტენციალი. არცთუ დიდი ხანია რაც ახალგაზრდულმა ევროზე ურთულესი ჯგუფი დაძლია. სამწუხაროდ ახალგაზრდულიდან დიდ ნაკრებში დაწინაურებული თითქმის არავინაა. ხორვატიას არავინ მოითხოვს, მაგრამ საშუალო ევროპული გუნდის პოტენციალი (სატრანსფერო ღირებულება თუ გნებავთ)ნამდვილად გვაქვს. სიმართლე არის ის , რომ მიუხედავად ერთა ლიგიდან ბოძებული შანსის გამოყენებისა, სანიოლს ჰქონდა არაერთი უხეში შეცდომა კონკრეტულ თამაშში შემადგენლობისა და ადექვატური სათამაშო სქემის შერჩევისას. ამას ვამბობ ნანახიდან, კონკრეტული შედეგიდან გამომდინარე და არ დამიწყოთ ეხლა ზოგიერთმა ამას ვილიზე მეტად ჰქონიაო ფეხბურთის ცოდნაზე პრეტენზიაო. გული დამწყდა, რომ არ მიეცათ ევროპაზე შანსი აზაროვსა და არაბიძეს, საზონოვს . ექვსი ცენტრალური მცველია გამოძახებული და სიმართლე ის არის , რომ დვალის გარდა საზონოვი არცერთ მათგანს არ ჩამოუვარდება, ზოგიერთს აშკარად სჯობია. აზაროვის ამბავი საერთოდ ნონსენსია! მარცხვნივ გამოკვეთილი, ნაღდი ლატერალე უბრალოდ არ გვყავს. კი ბატონო პოზიციაზე არიან წიტაიშვილი და შენგელია საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ ისინი არა არიან ამ ამპლუის. მათი გამოყენება თავისუფლად შეიძლებოდა იგივე მექვაბიშვილის პოზიციაზე (წიტაიშვილს უკრაინაში უთამაშია). შენგელია აქ ვილის ნოუჰაუა. იგივე ამბავია კანკავას შემთხვევა. გასაგებია, რომ ვილის სურს ცენტრში ჰყავდეს რამდენიმე ქოჩორაშვილის მსგავსი და მისი შემცვლელი ე.წ. ჩამშლელი(ალთუნიშვილი, მექვაბიშვილი, კანკავა) ის თვლის რომ იმპროვიზაციისთვის საკმარისია ჩაკვე-კიტე ცენტრში. მაგრამ მხოლოდ ამის იმედად ყოფნა ხომ არ გაგვხდის მეტისმეტად პროგნოზირებად გუნდად. ფაქტია , რომ აქცენტი არ კეთდება ბურთის ფლობაზე, კომბინირებაზე.ვართ კონტრშეტევების იმედად, მაქსიმუმ ცენტრთან აწეული დაცვის ხაზით, პრესინგის უგულველყოფა ნებისმიერ შემთხვევაში. ევროპის მასშტაბით ერთერთი საუკეთესო ვინგერი გვყავს და მეორე თავდამსხმელად ვიყენებთ. მარჯვნივ დავითაშვილი, ლობჟანიძე , არაბიძე გვყავს და ფაქტიურად კაკაბაძის გარღვევების იმედად ვართ. დანარჩენი ან სკამზეა, ან საერთოდ არ მიგვყავს(არაბიძე). რა თქმა უნდა ბევრი თქვენგანი სხვა აზრზე იქნებით, მაგრამ რა ვქნა... ძალიან მინდა ვიხილო შემტევი, ლაღი , სანახაობრივი ფეხბურთის მოთამაშე საქართველოს ნაკრები. იქნებ იმიტომ რომ ოდესღაც, ბავშვობაში მინახავს სწორედ ასეთი ფეხბურთის მოთამაშე ქართველები. პ.ს. აი მწვრთნელის მაგარი ნამუშევარი: გასპერინიმ აჩვენა ფეხბურთი, რომელიც ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია.(არც მახსენდება ატალანტას ასეთი მაღალი პრესინგი ეთამაშა) აი ეს იყო სიურპრიზი! სრულად დაჯაბნა სეზონის მთავარი ვარსკვლავი მწვრთნელი - ალონსო! მწვრთნელის დიდებულ ნამუშევარს აი ასეთი სახე აქვს. კონკრეტულ თამაშში ათამაშა გუნდი სრულიად განსხვავებულად იმიდან, რასაც მთელი სეზონია თამაშობენ.
ამატაკი
23 მაისი 2024 03:33
8
ლაღ შემტევს რო ითამაშებ 7:0 წააგებ.
ამიტომ აირჩია ეს შემადგენლობა
გენა
23 მაისი 2024 08:41
6
აზაროვი ნამდვილად უნდა წაეყვანა, უსამართლობაა. ამ ილია ლონდარიძეს რატო აღარ იძახებენ? დაასრულა კარიერა ალბათ
გულადი
23 მაისი 2024 02:54
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული