საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
ქვილითაია იმიტომაა რომ საჭიროა ტანმაღალი ფორვარდი,შეიძლება გუნდი დაღლილია უკვე,შედეგი საჩვენოა და წინ ვიგერიებთ ბურთებს-ამ შემთხვევაში ვინმე გინდა წინ ტანმაღალი და თავით მოთამაშე გუნდი რო ამოასუნთქოს.
მეც არ მომწონს ქვილითაია,მაგრამ ბუდუს გარდა ვინაა სხვა მეორე?
ის ბიჭი ხაბულიანი იზრდებოდა, თურქეთში წაიყვანეს,მაგრამ მაგის გატანილი გოლი არ გამიგია რაც ძალიან სამწუხაროა.
ისე გაგუას წაყვანა ხო არ ჯობდა ქვილითაიას განოძახებას ვითომ?
რამხელა სტიმული იქნებოდა,მაგრამ არც ეგ თამაშობს ალავესში
Levani
23 მაისი 2024 02:30
6
ქვილითაიას თავში თუ მოხვდება გადაგდებული ბურთი, თორე ისე....
ვაჟა
23 მაისი 2024 23:21
0
მაინც და მაინც სანიოლის მიღებული გადაწყვეტილება არ მგონია აზაროვის დატოვება
David
23 მაისი 2024 01:42
5
მართალიხარ ეგ გამოჩნდა ტაბიძე რომ წაიყვანა საიდან იყოვეს ტიპი გონზე არაა ფეხბურთის და საზანოვი და აზარა დატოვეს სასაცილოა )))
ვაი შენს პატრონს
23 მაისი 2024 02:05
5
საერთოდ არ მესმის რა გვინდა ამ ევროპის ჩემპიონატზე? საშიშია ევროპაში ქართველი ფეხბურთელების საერთოდ ჩასვლაც( გეიდაავადება არ დაემართოთ), უტვინო არაპროფესიონალმა ვენეციის კომისიის წევრებმა არ მოახდინონ გავლენა ჩვენს პატრიოტ და დამოუკიდებელ ფეხბურთელებზე. სასწაული რომ მოხდეს და ამ გუნდმა რაიმე შედეგი დადოს,მერე პეკოვსა და ლავროვს როგორ შევხედოთ თვალებში?
ჩემის აზრით უნდა ბოიკოტი გამოვუცხადოთ...ჩავატაროთ საკუთარი "ევროპის ჩემპიონატი" რუსეთის,ბელორუსიისა, ირანის და ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით. მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გარანტირებული გვაქვს და თანაც საპატრიარქო დაგვლოცავს.
Walter White
22 მაისი 2024 23:53
43
შენ თუ გგონია იმ ევროპაში ირანელის და თურქის გარდა ვინმე გელოდება ამცდარი ხარ რეალობას.
და აჯიმანიები აკეთე-არ გცემონ ევროპის ქუჩაში შემთხვევით მუსლიმებმა,შენნაირ ტიპებს სცემენ ხშირად ეგენი
Levani
23 მაისი 2024 01:00
13
აგერ ნახეთ, აზაროვი იტყვის სანამ სანიოლი იქნება ნაკრებში, მანდ ჩამომსვლელი არა ვარო. ისე მართლა გული დამწყდა რომ არ ჩასვეს. ბოლო 7 თამაში დაფრინავდა შახტარში და საგოლე პასრბსწც აძლევდა ტიპებს და საცოდაობაა რო დატოვეს.
კახა
22 მაისი 2024 23:50
4
მექვაბიშვილი საჭიროა
ვაჟა
22 მაისი 2024 22:27
20
ქვაბი საჭიროა ქუხნაში. ძალიან სუსტია ფიზიკურად.
niko
23 მაისი 2024 09:31
3
აბა რა , ხო უნდა გაიყიდოს უფრო სარფიანად . რა , ალთუნაშვილი არაა საჭირო ? ))
ტარიელი
22 მაისი 2024 23:01
2
თურქეთთან ეს შემადგენლობა იქნება:მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, კაკაბაძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი ჩაკვეტაძე, ჯორდანო ბრუნო, კვარაცხელია, მიქაუტაძე
ვაკე
22 მაისი 2024 22:21
14
ატეხეთ ამბავი აზაროვზე.
ვინ უნდა დადტოვებინა მაშინ ეს რომ წაეყვანა? დაწერეთ ერთი.
ან ამ საზონოვზე. ვის ადგილზე ჩაესვა?
გენა
22 მაისი 2024 22:07
20
მაგალითად ტაბიძე, გველესიანი, დვალი
!
23 მაისი 2024 03:33
3
ნუ პანიკობთ.
ყველა აქედანაც ვერ წავა,ვინც ვერ წავა 2024 ივლისში არ მთავრდება ქართული ფეხბურთის ისტორია.
ნაკრები ევროზე ღირსეულად უნდა გამოვიდეს და მერე უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივი შესარჩევიდან პირდაპირ მუნდიალზე გასვლით.
ასე რომ ვისაც ამბიციები გაქვთ გააგრძელეთ ვარჯიში და დაამტკიცეთ თქვენი კლასი ბიძიკო.
კიდე ერთი-მრქვაბიშვილზე გეთანხმებით
არ არის სანაკრებო,
ალთუნაშვილი კიდე კანკავაზე და კვეკვეზე მეტად სანაკრებოა
Levani
22 მაისი 2024 22:04
8
მექვაბიშვილი ვისი ვინ არი? რამდენი წელი შეილება ათამაშონ ყველგან ეს სრულიად უნიჭო ფეხბურთელი? რა ვერ გაყიდეს სადმე? სირცხვილია არაა??????? აზაროვი დატოვა და ეს მიყავს? ტფუი
Rezo
22 მაისი 2024 21:56
7
მექვაბიშვილის ფეხბურთი მეც ვერ გავიგე. ტიპი ნოლია
ვაჟა
22 მაისი 2024 22:23
3
აზაროვი და მექვაბა სხვადასხვა პოზიციებია. ერთმანეთს არ ცვლიან. ეს არ წაიყვანა და ის წაიყვანა სისულელეა ამიტომ
გენა
22 მაისი 2024 22:04
9
azarovi,koxreidze,sigua,arabidze,beridze,sazonovi(axalgazrdebi) eg bichebi ar unda daetovebiat da vis vxedavt nakrebhi:shengelia ori tve ar utamashia tramvis mere, tabidze saidan gamochkrikes shokshi var, altunashvili da mekvabishvili zalian dabali donis orive, kankava da kashia zlivs dadis tipebi, dangratebi chirdebat.
fexburtis experti
22 მაისი 2024 21:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული