საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
უნამუსობა და სირცხვილია არაბიძის არ გამოძახება.მაგრამ უსინდისო ფედერაცია როა მაგის ბრალია.დავიჯერო მექვიბიშვილი ჯობია აზაროვს?გრცხვენოდეთ ფედრეაციის ხელმძღვანეობა.თუმცა ნამუსი და სინდის როდის გქონდათ ეხლა რო გქონდეთ
ჯარჯი
22 მაისი 2024 13:56
3
ხალხო , არაბიძეს რო არ იძახებთ , მივეჩვიეთ , მაგრამ აზაროვი რომ არ გამოიძახეთ , ნამუსი არღარაა ???ღმერთმა ხელი მოუმართოს , მაგრამ მექვაბიშვილი ? - კარგით რა !ანდა საზონოვი ასე გამოუსადეგარია ? ღმერთმა ხელი მოუმართოს საქართველოს ნაკრებს ! მაგრამ , უკეთესი მწვრთნელისა და სამწვრთნელო სტაფის ხელში , უკეთესი შედეგი და თამაში შეგვეძლო გვეჩვენებინა . ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს .
zaza
22 მაისი 2024 13:43
6
5 ჩამშლელი ცოტა კიდე დაგემატებინა ვინმე შემტევის მაგივრად
ემიგრანტი
22 მაისი 2024 13:26
3
ოქრი სადაა ტოო..ეხა არ დამარეკინოთ
იფფფ
22 მაისი 2024 13:25
11
დინამოში
სინა
22 მაისი 2024 13:34
2
შემადგენლობა იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძირითადის 17-18 ფეხბურთელი სანიოლის არჩეულია, დუბლები კი ფედერაციამ აარჩია და იმიტომაც იწვევს ბევრის განცვიფრებას ზოგიერთი ტურისტის წამსვლელთა სიაში ყოფნა.
ჟორა გაბრიჭიძე
22 მაისი 2024 13:19
4
ლოჩოშვილი და მექვაბრიშვილი! ოკ. ყველაფერი გასაგებია! (მამუჩაშვილიც უნდა გამოგეძახათ ბარემ, ეგ როგორ გამოგრჩათ) ახალი გუნდები გინდათ მოუძებნოთ ხო? რომელი იმსახურებს მაგ ორიდან და რატომ? იქნებ მიპასუხოთ ვინმემ? აზაროვი არაო, საზანოვი არაო, არაბიძე არაო,
TT
22 მაისი 2024 13:10
4
აზაროვის დატოვება სხვა ყველაფერთან ერთად უსინდისობა და უმადურობაცაა. ამ შემადგენლობიდან 30% ხომ ტურისტია? ჰოდა ერთი ტურისტის ნაცვლად ეს დამსახურებული კაცი რომ შეეყვანათ, რა დაშავდებოდა?
ჟორა
22 მაისი 2024 13:09
2
პენსიონერები ახალგაზრდების ნქცვლად არადა პირიქიტ უნდა ყოფილიყო ჰმ...
ემიგრანტი
22 მაისი 2024 13:04
3
ამ შემადგენლობას ველოდებოდი დაახლოებით, მაგრამ ტაბიძის გამოძახება სურპრიზი იყო ნამდვილად სანამ წითელ ბარათს მიიღებდა ბოლო 4 თამაში ძირითადში კი ითამაშა მაგრამ მაგით როგორ დაიმსახურა გამოძახება ვერ მივხვდი, მიუხედავად იმისა რომ ერთ პოზიციაზე 3 ფეხბურთელი ებევრა ტაბიძის მაგივრად მართლა ჯობდა აზაროვის გამოძახება, თუ კანკავა დამსახურების გამო მიყავს აზაროვსაც ეკუთვნის ნამდვილად არ გაუკეთებია ცოტა რამ ნაკრებისთვის.
არაბიძეს რომ არ გამოიძახებდა ეგეც ცხადი იყო, ძალიან მომწონს მისი სტილი მაგრამ ქუთაისის თამაშებს რომ ვუყურებ შთაბეჭდილება მრჩება რომ ბოლომდე არ იხარჯება და ხშირად დასეირნობს მოედანზე როცა ტორპედოს უტევენ და თავს იცავს გუნდი.
საზანოვსაც აშკარად ჩაყვარდა სეზონი მარტის მერე ხო საერთოდ სულ სკამზე იჯდა მეორე ნახევარშიც აღარ შეყავდა ხოლმე მწვრთნელს.
მექვაბიშვილის დონეც არაა მაღალი ამ ეტაპზე ისეთი რომ თუნდაც გუნდის გასაძლიერებლად შეიყვანო მეორე ტაიმში და რავიცი მისი გამოძახებაც რამდენად სწორია, რუმინეთშიც საშუალო დონის არაფრით გამორჩეულ შეხვედრებს ატარებს და რავიცი. აშკარად შეიძლებოდა აქედან რამოდენიმე ფეხბურთელის არ გამოძახება მაგრამ დაველოდოთ იმედია მოულოდნელად ბედნიერი სიურპრიზები გველოდება წინ.
ნიკა
22 მაისი 2024 13:02
2
საზონოვი უნდა შეეყვანა შემადგენლობაში
gio
22 მაისი 2024 12:56
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული