"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
ნაცები ქოცები მე არ ვიცი, მაგრამ გუნდში რომ რაღაც კომუნიკაციის პრობლემაა და ეს ძალიან ცუდია, აშკარაა! ((
როგორ შეიძლება, შემადგენლობის დასახელების შემდეგ ფეღბურთელი იძახდეს, რომ მე ვეღარ გავქაჩავ და სხვა ნახეთო.ეხლა პირდაპირ ხომ არ იტყვის მასე, და ტაქტიანად ეგ თქვა! ((
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამწვრთნელო და სასელექციო ბორდისგან ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იკვეთება, უფრო სწორად, "ინდიფერენტულობა სანაკრებო შემადგენლობის დასახალების დროს", ასე გამოჩნდა.
ესეიგი ტიპებმა, დაკეცილი თაბახის ფურცელი (ერთი/ორი კვირის ჯიბით ნატარები) გაშალეს ჟურნალისტებს დაუძახეს და შემადგენლობა დაასახელეს, ისე რომ არც არავისთან გაუვლიათ (დასახელებულ ფეხბურთელებს ვგულისხმობ და იმათ ვინც შემადგენლობაში მოხვედრასთან ახლოს იყვნენ) კონსულტაცია, მაშინ როცა იგივე პროცესი გაიარა უკვე უამრავმა ნაკრებმა, და სანაკრებო ფეხბურთელების კონკრეტულ მატჩებს ესწრებოდნენ და ეს მართლა ვარსკვლავი მწვრთელნელები ქალაქიდან ქალაქში დარბოდნენ, რომ მატჩებს დასწრებოდნენ, აქ მთავარი ის კი არ არის რომ თამაშებს აკვირდებოდნენ?, არა. დიდი ალბათობით მოთამაშეებსაც ხვდებოდნენ უშუალოდ და ესაუბრებოდნენ საჩემპიონატო სიის შედგენის და წასაყვან არწასაყვან ფეხბურთელებზე, ერთი სიტყვით ყველაფერზე ესაუბრებოდნენ რაც მომავალ საჩემპიონატო ბატალიებს ეხებოდა, არ გამიკვირდება პროცესში უკვე ფსიქოლოგები დიეტოლოგები ფიზიოთერაპევტები და აშ იყვნენ ზოგიერთის სანაკრებო ბანაკაში ჩართულები! (((
კარეკა
24 მაისი 2024 17:05
9
ნაკრებში ახლა რომ არის, ისეთი გარემო არასდროს ყოფილა. ეგეთი ვარაუდები, კომენტარები და ჭორების გავრცელება უფრო აფუჭებს გარემოს. კითხულობენ ბიჭები ამ კომენტრებს და შეეშვით ამ პოლიტიკანობას. ვკონცენტრირდეთ ფეხბურთზე და წარმატებაში რა წვლილის შეტანაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ.
guga
24 მაისი 2024 17:58
0
აქ ბევრი წერს ვითომ მთავრობამ აიძულაო, მაგრამ ეს არის დიდი ტყუილი. ჯაბას ვერავინ ვერაფერს აიძულებს, მის საწინააღმდეგოდ რამე ქმედებას. ვინც იცნობს მის ხასიათს დამეთანხმება. რა თქმა უნდა ღირსეულად მოიქცა.ასაკს ვერ მოატყუებ.თვითონაც ხვდება ამას. ბევრ ცნობილ ფეხბურთელს დაუმთავრებია (ნახევრად ნაადრევად )კარიერა და უთქვამთ არ მინდა ტრიბუნებიდან მისტვინონო
დავით 67
24 მაისი 2024 16:52
1
ძალიან დიდი ფეხბურთელი და დიდი პიროვნება ხარ, კაპიტანო!
სტუმარი
24 მაისი 2024 16:49
2
ადამიანობის გამოვლინების უმაღლესი დონე. ბრავო.
ჯაბა
24 მაისი 2024 16:49
1
მადლობა კაპიტანო! ყველასთვის გასაგებია შენი გადაწყვეტილება. და საქვეყნოდ ღვთის წინაშე გიხდი ბოდიშს რომ ერთ ერთი წინააღმდეგი მე ვიყავი შენი ფლეიოფებში გამოძახების რადგან გულწრფელად სიხისტის და ჯარიმების მეშინოდა თუმცა შენ რო მინიიმუმ გასახდელში საჭირო იყავი ეგ არ მიფიქრია ამიტომაც გიხდი ბოდიშს შენ გეკუთვნის ისეთი დაფასებული გაცილება როგორი დაფასებულიც ხარ ჩვენს თვალში და დაიმსახურე!
T.q
24 მაისი 2024 16:17
2
იშვიათი კაცია ჯაბა - ღირსეული, მებრძოლი სულისკვეთების. ეტყობა ზოგიერთის ავყია კომენტარმა გული ატკინა და ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე ვფიქრობ, რომ ჯაბა არავისზე ნაკლები არ არის და მარტო მისი საბრძოლო განწყობა გამოადგებოდა ნაკრებს, თუ გინდ, ერთი ტაიმი. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ უნდა იყოს და კიდევ დავფიქრდეთ. ჩემგან დიდი პატივისცემა და წარმატებები ჯაბას.
ღირსეული გაცილება აუცილებლად ეკუთვნის და თბილისში, ნაკრების უახლოეს თამაშზე უნდა მოხდეს.
თენგაბი
24 მაისი 2024 16:06
1
რა ბრიყვული აღტაცებით წერთ მადლობებს?, ნუთუ ვერ ხვდებით რომ ქოცებმა რუსეთის გინებისთვის მოხსნეს გუნდიდან? უბრალოდ ჯაბაა კაცი და აღარ აამღვრია წყალი.
semi
24 მაისი 2024 15:54
34
კაცობის და ღირსების მაგალითი!!გვიმრავლოს შენნაირი კაცები საქართველოში!!!
ლია
24 მაისი 2024 15:42
2
ანუ სანიოლმა იქამდე არ დაურეკა?არ კითXა აზრი?გაფართოებილ სიაში ვაპირებ შენ ჩასმას და წინააღმდეგი ხომ არ ხარო?რავიცი,რავიცი.
დავითი
24 მაისი 2024 16:03
5
იმედია ოქრიშივილი არ ჩაანაცვლებს რაღაც ცუდის მომასწავლებელია ეს!
T.q
24 მაისი 2024 15:58
3
კულისებში რარაც მოხდა როგორც ჩანს.
ორი დღის უკან არ ქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული?რომ სანიოლისთვის ეთქვა?
და ვიზე ნაკლებად ეკუტვნოდა კანკავას ევროპაზე თამაში ამ ნაკრებში,მთელი კარიერის განმავლობაში ეს იყო მისი და ჩვენი ოცნება...
და ნუ პროფესორობთ აქ ზოგიერთი,რომ სწორი ქნა რომ სხვას დაუთმო ადგილიო
ვის ვის და კანკავას არავიზე არ ქონდა ადგილი დასათმობი.მერე რა რომ ისევ ისე ვეღარ თამაშობს.დანარჩენები ხომ რას ამბობთ დაფრინავენ რა...
გვარებს არ ჩამოვთვლი ყველამ კარგად იცით...
Nodar meladze
24 მაისი 2024 15:39
6
ყაველაშვილის ადგილი გამოთავისუფლდა, სასწრაფოდ გამოიძახეთ ნაკრებში.
რუსეთს რაა?
24 მაისი 2024 15:34
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული