"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
მისაბაძი კაცი. ნეტა ყოველი მეორე ქართველი ასეთი იყოს. დაგვეჭიდოს ბარეორი....
ავჭალიდან
24 მაისი 2024 13:55
5
მისნაირი ადამიანი,ყოველი მეათე გვყავდეს და ჩვენ ბედს,ძაღლი არ დაჰყეფდა.ჩემი სიყვარული და უდიდესი პატივისცემა,ჯაბა კანკავას.მწვრთნელები არაფერ შუაში არიან.ავყია, ვითომ გულშემატკივრების მწარე ენებს გაერიდა.ეს უკვე მეორედ.ჩუმი პროტესტია,დაუმსახურებელი შეურაცხყოფის წინააღმდეგ.
სოსო
24 მაისი 2024 19:22
0
ოო, საინტერესოა ახლა როგორღა მოახერხებენ აზაროვის, საზონოვის ან თუნდაც არაბიძის დაბლოკვას )) მარა ესენი ისეთი ნიჭიერებია, მოიფირებენ რამეს... და წაიყვანენ სიგუას, სალიას ან დავიდ' ბლინკენაშვილს, ალბათ ))
jei-jei-jei-jei Okocha
24 მაისი 2024 13:49
8
და სიაგუასთან რა პრეტენზია გაქვს ან რა არ მოგეწონა მაგ ბიჭში??
T.q
24 მაისი 2024 16:05
1
რაღაც უნახავმა რა ნახაო იმასთან გვაქ საქმეე(( ძლივს გავედით და ეხლა რაღაცას ვბოდიალობთ...არ გამიკვირდება თანაშზე რო დავაგვიანოთ...
მირო
24 მაისი 2024 13:46
11
დღეს ვფიქრობდი რო კანკავამ რომ უარი განაცხადოს გასვლაზეთქო და ეს სტატია მხვდება, რავი საღოლ ამ კაცს ჯიგარია სავარაუდოდ აზაროვს დაუძახებენ მიუხედავად იმისა რო პოზიციურად არ ერგებიან, მადლობა ჯაბას რაც ჩვენი ნაკრებისთვის აქ გაკეთებული სამაგალითო პიროვნებაა
ABCABC
24 მაისი 2024 13:27
1
ნეტა ეხლა მაინც გამოიძახებდნენ არაბიძეს .
ტოტტი
24 მაისი 2024 13:11
13
ყოჩაღ,დასაფასებელია შენი არჩევანი,გეტყობა რა ადამიანიც ხარ,შენს მაგივრად არჩევანი მწვრთნელმა შენ უნდა გაგაკეთებინოს ,როგორც ლიდერს და კაპიტანს...ყველასთვის მისაღები უნდა იყოა შენი გადაწყვეტილება..წარმატებები კაპიტანო
დავით მეძველია..
24 მაისი 2024 13:01
1
ვხვდები,რატომაც მოიქცა ასე.ნამდვილი ქართველი კაცი,ვაჟკაცი და კაპიტანია ,ჯაბა,მაგრამ სწორედ აქედან გამომდინარე,ღირსების გამძაფრებული შეგრძნებაც აქვს და როცა უამრავი ადამიანი,ჭილყვავივით დაეხვია,რა პრობლემაა,თუ ზედმეტად მთვლით,წავალო და უკვე მეორედ წავიდა ნაკრებიდან.უსაყვედუროდ,მაგრამ უსამართლო მოპყრობის გამო,გულდაწყვეტილი.არა და სჭირდებოდა ნაკრებს,თუნდაც გასახდელში,მაგრამ სჭირდებოდა.ჯაბას გამოცდილების კაცს,ვერანაირი სიტუაცია ვერ დააბნევს და წყობილებიდან გამოიყვანსამას ხაზს,ნაკრების ფეხბურთელებიც ხშირად უსვამდნენ.ჯაბა ღირსეული კაცია,იმათგან განსხვავებით,მასზეც და ნაკრების სხვა მრავალ ფეხბურთელზე გულისამრევ პოსტებს დაუზოგავად ამრავლებენ და ოცნებობენ,ნაკრებმა სრული ფიასკო განიცადოს.ასეთივე ბულინგის წნეხის ქვეშ აღმოჩენილმა სხვა ფეხბურთელებმაც უარი რომ თქვან თამაშზე,ნეტავი მაშინ როგორ მოიქცევიან?ალბათ იქით დაუწყებენ გინებას,თამაში არ უნდათო.არა და აშკარაა,რომ ეს ყველაფერი,მიზანმიმართულად ხდება.მავანნი,დაიმალებიან,მერე კი ერთბაშად დაატეხენ შეურაცხყოფის ტალღებს ან ამას,ან კი იმას და მერე,კვლავ მიჩუმდებიან,ახალი ბრძანების მიღებამდე.ძალიან სამწუხაროა,ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრებისათვის,თუმცა ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
სოსო
24 მაისი 2024 12:54
1
Poziciit ar jdeba,magram AZAROVI nakrebshi Vili!!!!!
L.J .
24 მაისი 2024 12:51
2
ეს მისი გადაწყვეტილებააა და პატივს ვცემ!
შედეგი იგივე იქნება რაც იქნებოდა კანკავსტან ერთად!
იმედია ერთ თამაშს მოვიგებთ!
წარმატებბები ბიჭებს!
Lobotka
24 მაისი 2024 12:43
4
ეს კაცი ჩემთვის მაგალითია, ქართველი სპორტსმენის და კაცობის!!!
ირაკლი
24 მაისი 2024 12:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული