"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
მიბაძეთ ჯაბას კაცობაში,კობიაშვილო,სანიკიძე,კალაძე და წადით ბინძური პოლიტიკიდან!!!
საქართველო უპირველესად
24 მაისი 2024 12:40
24
ახლა მაინც გამოძახოს აზაროვი. კანკავას წაყვანა და მისი დატოვება საცოდაობა იყო.
Რერო
24 მაისი 2024 12:37
17
კანკავას აზაროვი ამ ეტაპზე ყველა პოზიციაზე აჯობებს კანკავას სადაც არ უნდა დააყენო. პასი, ტექნიკა,სისწრაფე ყველაფერი უკეთესი აქვს.ერთი ეგაა რომ ჭიდაობაში ვერ აჯობებს.
Რერო
24 მაისი 2024 14:58
4
აუუ! და კანკავას ადგილზე ითამაშებდა აზაროვი?
რატომ არ ესმის ზოგიერთს ნათქვამი, რომ აზაროვის ადგილას შენგელია და წიტაიშვილი არიან გამოძახებული, აქ ასევე შეუძლია თამაში გოჩოლეიშვილს და უკიდურეს შემთხვევაში დვალს.
რომ გაიძახით აზაროვიო, მარცხენა შემტევი მცველის გარდა სად შეუძლია მას თამაში და ვინ უნდა ამოეგდო ჩამოთვლილი ბიჭებიდან შემადგენლობოდან? მხოლოდ შენგელია და ისიც იმის გამო რომ უთამაშებელია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სამართლიანი იქნებოდა შენგელიას ამოგდება? რომელიც ნამდვილად ჯობია აზაროვს და თანაც სხვა პოზიციებზეც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში თამაში.
მესმის რომ ირაკლი კარგი ფეხბურთელია მაგრამ თქვენი მსჯელობა არაკომპენტეტურია და მხოლოდ ემოციებია და მეტი არაფერი
Bs
24 მაისი 2024 13:05
14
კაცების კაცი!❤️
ანი
24 მაისი 2024 12:37
3
ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ არაბიძე, ან საზონოვი
გოგა
24 მაისი 2024 12:35
10
და ყველამ ერთად როგორ უნდა მოვითხოვოთ ორი კაცი?
გოგა-ს
24 მაისი 2024 13:50
0
მადლობა კაპიტანო! მადლობა რომ პირადზე წინ ისევ საერთო ინტერესები დააყენე! დიდი კაპიტანი და დიდი ადამიანი!
აზაროვის გამოძახება ალბათ გამორიცხულია რადგან მის პოზიციაზე ორი კაცია უკვე ნაკრებში. უშუალოდ ჯაბას ადგილზე ქოჩორაშვილის გარდა რეზერვად (რამდენად გაქჩავს სხვა თემაა) მექვაბიშვილიც გვყავს, სხვამ ვერავინ ვერ გაამართლა ამ პოზიციაზე და არც იმსახურებენ გამოძახებას.
არაბიძეზე ვეთანხმები სანიოლს. თანაც მის პოზიციაზე ნაკრები შევსებულია საკმარისად.
დაცვის მარჯვენა მხარეს გვაკლია კაცი, და ამ სიტუაციაში ყველა სხვას ისევ საზონოვი სჯობია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში განაპირა მცველადაც შეუძლია და მარჯვენა ცენტრაურადაც, უკეთესი ნაკრების მიღმა ამ პოზიციაზე სხვა არ გვყავს.
ასე რომ საზონოვის გამოძახება აუცილებელი მგონია, უკიდურესად აუცილებელი.
სხვა თუ გამოიძახა ნებისმიერი, მაშინ ჩემთვის და ალბათ ყველა სპეციალისტისათვისაც გაუგებარი იქნება მისი გადაცყვეტილება!
და უნდა მოსთხოვონ ჟურნალისტებმა ახსნა ნებისმიერი გადაწყვეტილების.
Bs- სპეციალისტების აზრი მაინტერესებს და არა ასე ვთქვათ ,,ფანების"
24 მაისი 2024 12:32
1
ეს უკვე საღოლ. . ძალიან ვიყავი გაბრაზებული მარა ამ კაცმა საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა ,განსხვავებით კობიაშვილის ხროვისგან. . . ეხლა ისაა საინტერესო ვის გამოჩხრიკავენ.დიახ სწორედაც რომ გამოჩხრიკავენ,ისე როგორც სულ მცირე 5 კაცი ყავთ გამოჩრეკილი. .
ნაპოლეონი
24 მაისი 2024 12:28
15
თქვენ ნამდვილად ქალი ხართ !(?)
--------------
ამხელა პოლიტიკური ბელეტრისტიკა , ასეთი ზიზღით, ფიზიკური ე.წ. ნაკლის წამოძახება და ა.შ. და ასე ადამიანების ლანძღვა ქალისგან, თუნდაც ვინმეს დაცვის მიზნით ...
და რა ?!


Lizi - ს
24 მაისი 2024 17:16
0
ეე სიმონ ვინაა ხროვა შევმართლა ნარჩენო , კობიაშვილი კალაძე იაშვილი არიან ხროვა? შენ ალბათ პოლიტიკას მიჯაჭვლი კაცი ხარ, კუმირები გეყოლება მელია, ის რა გვარია პატარა გნომი რომ დაყვება, კიდე თვალების ქუთუთოების დამბლა რომ აქვს, ალბათ ეზოში ბურთსაც არ გათამაშებდნენ მარტო მოსატანად გეძახდენ, ეს ზრდილობიანად, დანარჩენი სათქმელი რაცაა შენზე წამკითხველი თვითონ ჩაილაპარაკებს
Lizi
24 მაისი 2024 15:28
10
კანკავამ არაბიძეს დაუთმო, ჯერი კაშიაზეა, გურამ დაუთმე აზაროვს ადგილი, გვჯერა შენი!
სიმენონი
24 მაისი 2024 12:28
16
ვილი, აზაროვი სჭირდება გუნდს. ის მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ჩემპიონატზე.
სიმართლე
24 მაისი 2024 12:22
2
შენს კაცობას ვენაცვალე ვაჟკაცი ხარ ჯაბა! ასეთი კაცები რომ იდგნენ სათავეში არაფერი გაგვიჭირდებოდა
suxumchanin
24 მაისი 2024 12:21
0
ნეტა ყველას ფედერაციაში და სამწვრთნელო სტაფში შენნაირი შეგნება მისცა ჯაბა! ახალგაზრდებს, რო გზა უნდა გაუკვალო და დაუთმო რა ახალია!? ყველამ ვიცით, რომ ევროპის ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ და მის მერე ნახევარი მოთამაშეები გუნდიდან წავა! მიეცით საშუალება იმედისმომცემ ახალგაზრდებს!
მწვრთნელი
24 მაისი 2024 12:21
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული