"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
ფაქტიურად ეს გვითხრა:

“მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!
ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

მადლობა ჯაბა !!!!
DAVE
24 მაისი 2024 12:17
5
აა ძმაო კაცი! ყოჩაღ ჯაბა შენს შეგნებას! აბა ვილი და დანარჩენებო , სიტყვა აწი თქვენზეა და იმედია კიდევ რამეს არ გამოიგონებთ და აზაროვიდან, საზონოვიდან, სიგუადან და არაბიძიდან, რომელიმეს მაინც აღირსებთ ავროპის ჩემპიონატზე წასვლას!
pablo
24 მაისი 2024 12:11
2
Aihet magaliti iashvilo kobiashvilo kaladze yavelashvilo yvelaferi ro dakarget da gulshematkvitrbshi rac siyvaruli qondat haers ro gaatanet
Lasha
24 მაისი 2024 12:10
8
სწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ფედერაციამ არ იცოდა აქამდე ეგ გადაწყვეტილება საინტერესოა? დაამატეთ არაბიძე
ლადო
24 მაისი 2024 12:10
4
ვენაცვალე შენს კაცობას. მადლობა კაპიტანო
საქართველო
24 მაისი 2024 11:59
2
მერედა ეგ მანამდე ვერ შეატანხმეთ სანამ სიას ოფიციალურად წარადგენ ჰო უნდა უთხრა თითეულს პირადად
ნოდო
24 მაისი 2024 11:56
11
შენ გენაცვალე, ჯაბა! კაცი ხარ კაცური და ნამდვილი პატრიოტი ხარ, რაც იმაში ჩანს რომ ახალ თაობას უხსნი გზას (ყოველგვარი პოლიტიკური ინსინუაციები ზედმეტია)
fani
24 მაისი 2024 11:51
3
ყოველთვის ღირსეული კაპიტანი იყავი და დარჩები სამუდამოდ! მადლობა ყველაფრისთვოს კაპიტანო!
დიმო
24 მაისი 2024 11:50
3
მეუცნაურია
bd
24 მაისი 2024 11:49
13
ჯაბა, შენ ნაკრებს დაუდექი გვერდით, მაშინ როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა პლეიოფებში, თუმცა იმდენი შეგნება და ადამინური მორალი გაქვს, რომ ხვდები სხვებმა მეტი გაიღეს მაქამდე მისასვლელად და ფაქრტიურად ადგილს უთმობ მას ვინც ამისთვის მთელი 4 წელიწადი იწვალა. მადლობა ჯაბა, ნამდვილი და მისაბაძი კაპიტანი იყავი ხარ და დარჩები ჩემთვის.
DAVE
24 მაისი 2024 11:47
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული