"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
Kedis moxrit kapitano axal taobas ro dautme asparezi sheni gamocfileba nagdad gamoadgeboda nakrebs bolomde brdzolis jini.mtavaria sheni safexburto karieris dros moxda sruliad sakartvelos gulshematkivarta gulis gaxareba.margaleb iro mangareb
Manu
27 მაისი 2024 21:08
1
ჯაბა შენ ის გააკეთე, რაც ცოტნე დადიანმა გააკეთა თავის დროზე, თავის ეპოქაში. ასეთი ქმედება, მხოლოდ სამშობლოზე და მის მომავალზე უსაძღვროდ შეყვარებულ კაცს შეუძლია.
ქედს გიხრი კაპიტანო! მაგარი კაცი ხარ.
მალხაზ ჯობავა
25 მაისი 2024 17:50
0
ყოველთვის ვაჟკაცი იყავი, მოედანსა თუ მის გარეთ.სწორი ნაბიჯია.
პატივისცემა ჯაბას!!!
G.A.L.
25 მაისი 2024 13:30
1
რო მიაწყდით ამ კაშიას და კვირკველიას უნდა წავიდნენო, აი ამ გველესიანს რა უნდა ნაკრებში მაგას, რატომ არ ამბობთ, ტიპს 20 წუთი არ უთამაშია ნაკრებში თან ტრავმირებულიაო, აი ვის მაგივრად უნდა იყოს აზაროვი, ტაბიძეს და ლოჩოშვილს კი ორივეს ჯობს უთამაშებელი საზონოვი და თუნდაც ივა გელაშვილი
ნიკა დავითაშვილი
25 მაისი 2024 01:46
4
ჯაბა, ყოჩაღ, პატივისცემა და მადლობა - საუკეთესო გადაწყვეტილებაა !
???
24 მაისი 2024 22:11
2
ჯაბა უღრმესი მადლობა მხოლოდ იმიტომ რომ ხარ და 100 წელი იქნები კიდევ …ცალკე მადლობა იმ კარიერისთვის რა ფეხბურთიც ითამაშე და ცალკე იმისთვის რომ დიდი ვაჟკაცი პიროვნება ხარ !!! ერთ-ერთი მეც ვარ ვინც დაწერა რომ ( გუშინ) რომ ამ ნაკრებში 7 ზედმეტი ფეხბურთელი დავთვალე -თქო წინაპრების საფლავებს ვფიცავარ ამ შვიდშიც კი შენ არ მიგულიხსმებიხარ იმიტომ რომ ვიცი თუ კი როდის გამოგვადგებოდი როდესაც ანგარიში გვაწყობს და გვჭირდება შენახვა გამოხვიდოდი თუნდაც იმ 15-20 წუთს და მინდორზე დადებდი სულს გულს ნახევარ სიცოცხლეს და გასაკეთებელს გააკეთებდი პლიუს მქონდა იმედი რომ შენი ხათრით ახალგაზრდები მეტს ისწავლიდნენ უფრო კონცეტრირებული უქნებიდნენ და ძველგაზრდები ადრინდელ მაიმუნობებს ( რაც ხშირად ახასიათებდათ შენამდის და შენი თაობის ბევრ ფეხბურთელებს ) არ გაიხსენებდნენ …გამოდის შენ წადი ვინც საჭირო იყავი და ვინც არაფრად არ გვჭირდება პირიქით უკან გვექაჩება არიან ბალასტი ახლა კი არა ახალგაზრდობაში არ გააჩნდათ სიჩქარეები და მაშინდელსას ჩამორჩებოდნენ ახლა ხომ მითუმეტეს თან სიჩქარეებს შევეშვათ არ გააჩნიათ არც პასი არც დარტყმა და ართმევაშიც ხა-ხა გაჭირვებულ სამიანს თუ დაუწერ …ჩემამდის ვერ დადის რა უნდათ ასეთ ხალხს ნაკრებში როგორ უნდა ითამაშონ იმ ტემპში რა ტემპსაც თამაშობს კვარა და ჯორჯი ამ ბოლო დროს ჩაკვე და კიტე პლიუს ფლანგებზეც რაკეტები გვყავს გინდ წიტა იყოს გინდ საბა გინდ გოჩო ( აზარას რას ერჩოდნენ ვერ ვხდები) ასე თუ ისე სირბილი შეუძლიათ შენგელიასაც ქოჩორასაც და ბუდუსაც მცველების დონეზე კვერკვე ( თუ გუშინ ტრამვას გადაურჩა ) ადრე ძაან სწრაფი იყო მაგრამ ახლაც არაუშავს ასევე როგორც კაკაბას და დვალსაც ( სწრაფი მცველებიდან კიდევ ერთი სწრაფი საზონოვიც დავტოვეთ)…რა ვი მგონი ვინც ჩამოვთვალე ან მხოლოდ ესენი უნდა ათამაშოს ალბათ ან დამდგარი ფეხბურთში ტარდება ევროპის ჩემპიონატი …?! ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა იმ მოსიარულე ბებრების მაგივრად წაეყვანათ აზაროვი საზონოვი არაბიძე სიგუა და ორივე გაგნიძე გორელიც და ისიც იმ ღრუსეთს რომ ვერ მოშორდა ხოლო თავდახსმაში ერთი ზედმეტი ტვირთის მაგივრად გულიაშვილს წავიყვანდი …თამაში მართალია არც ამათ მოუწევდათ ბევრი მაგრამ ეს ის ბიჭებია ვინც ხვალ გახდება ( სულ მალე სექტემბერში) ნაკრების ბირთვი და რამხელა გამოცდილებას მიიღებდნენ …და არ მოგვიწევდა ევროპის შემდეგ ახალი ნაკრების შენება …ისე ეგებ ჯაბამ თავისი საქციელით უთხრა მათ აუეეე რა დროს უკვე ნეკრებობაა ზეგ მაინც დაამთავრებთ კარიერას და ჯობს ახალგაზრდებს დავუთმოთ გზაოოო ….რა განა ესენიც ვერ მიხვდნენ რომ ჯაბასგან აიღონ მაგალითი მაგრააამ “ხარბიაა კაცის გუნებაოო “….ოღონდ მანდ სიტყვა კაცი ამოსაღებია !!!! აი ჯაბა კი მაგონებს იმ ბიჭებს ვინც ომის დროს სხვების გადასარჩენად რომ თავს წირავდნენ …!!! ჯაბა მადლობააააააააააააააა
მდაა
24 მაისი 2024 21:45
1
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს
...
სწორ ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს
ცდუნება არა სძირავდეს
გიგლია
24 მაისი 2024 20:31
0
ჯიგარი ხარ ჯაბა ბევრი ესეთ ნაბიჯს არც გადადგავდა ოღონდ წასულიყვნენ დიდი მადლობა ამისთვის რომ გესმის და ყველაფერს ითვალისწინებ…ეხლა რაც შეეხება ივლი სანიოლს შეუძლია აზაროვი წაიყვანოს რადგან ჯაბა შენ გაუხსენი გზა ბიჭს რომელსაც უდიდესი ტალანტი აქვს და მისი ესე დატოვება მართლა არ შეიძლება…
ზურა
24 მაისი 2024 19:56
1
ეს არის ვაშკაცობის მაგალითი,რომლის გაკეტება მხოლოდდა მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ,ჩემი აზრით დროა დავაფასოთ ყველა ღირსეული ვეტერანი ნაკრების წევრი და მოუწყოთ საკადრისი გაცილება და თავი შევიკავოთ ნაკრების ფეხბურთელების უაზრო ლანზღვა გინებისგან.(რა თქმა უნდა ჯანსაღ კრიტიკას არ ვგულისხმობ)წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს.
gio gio
24 მაისი 2024 19:14
0
მინდოდა გუნდთან ყოფილიყავი.... მაგრამ შენი გადაწყვეტილება გასაგებია..... მაგარი კაცი ხარ ჯაბა.... გენაცვალე...
alex
24 მაისი 2024 18:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული