ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. 38 წლის ჯაბა კანკავა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით 101 მატჩი აქვს გამართული, ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა.

ჯაბა კანკავას სანაკრებო დებიუტი 2004 წლის 8 სექტემბერს, ალბანეთთან შეხვედრაში შედგა. თითქმის 20-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში კანკავამ ეროვნული გუნდის მაისურით 101 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. ბოლო შეხვედრა ჯაბა კანკავამ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართა.

ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იძულებით ცვლილებაზე
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ჯაბა კანკავა ნაკრების გამოცდილი და დამსახურებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მარტის პლეი ოფის მატჩებში, მისი ნაკრებთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გუნდში დიდი მუხტი შემოიტანა. ჩემი სურვილი იყო, რომ ჯაბა ევროპის ჩემპიონატზე ისევ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიონალია გუნდისთვის. პირადად ჩემთვის, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამავდროულად მას პატივს ვცემ.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კანკავა იგივე პოზიციის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს და ნაკრები დაბალანსებულად დაკომპლექტდეს. ჯაბა კანკავას ნაცვლად გუნდს შვეიცარიული ბაზელის წევრი გაბრიელ სიგუა შეუერთდება".

Sportall.Ge
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ამხანაგური მატჩისა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან გამართავს. შეხვედრა 9 ივნისს, პოდგორიცაში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 32 /
კარგია,სიგუასთვის სტიმულია,თავი გამოიჩინოს და სამომავლოდ კიდე ერთი ძლიერი ცენტრი გვეყოლება კიტესთან ერთად-თან ეგ მაღალი ბიჭია რაც დიდი პლიუსია,ჩვენი როდრი უნდა გახდეს მომავალში
Levani
25 მაისი 2024 01:02
2
ამხანაგური არ იქნებაო და რამე შეიცვალა?
კირკიტა
25 მაისი 2024 00:29
2
აზაროვის მოვისაკლისე ძალიან. სიგუას ამბავი კი მიხარია. აი, ნახავთ, თუ 2 მაინც არ შეაგდო შეცვლაზე შესულმა. დიდ გამოცდილებას მიიღებს და ეს ნაკრებს სამომავლოდ ძაან წაადგება.
ქომაგი
24 მაისი 2024 23:36
4
არაბიძე დაკარგავს ბურთს შეტევაში და შანსი არაა წამოყვეს მეტოქის შეტევას, დაცვას ნაკლებად ეხმარება. ეგ გამოასწოროს და ნაკრებზე მერე იფიქროს. მეტი მოძრაობა მეტი. დავიჯერო სტივ კინი ვერ ამჩნევს ამას ? ცოტა სიმკაცრე სჭირდება ისეთი ხასიათის ბიჭია.
ტორპედოელი
24 მაისი 2024 23:36
6
მისასალმებელია ახლაგაზდა სიგუას ევროპაზე წაყვან. სანიოლი მართალია პოზიცია არ დაასუსტა და იგივე პოზიციის მოთანაშე მიყავს. თუმცა მე ირაკლი აზაროვი მინდოდა ნაკრებში
G.LA
24 მაისი 2024 23:30
4
ხო ნუ ეს არაბიძე რო პირადულია 100 % თემაა.
ika
24 მაისი 2024 23:14
29
ვინც სიგუას თამაშებს უყურა ალბად პრეტენზიაც არ ექნება სანიოლთან. ძალიან კარგი ბიჭია მშრომელი და ბოლომდე მებრძოლი რაც ცენტრს გაამაგრებს,ქოჩორას დუბლიორად იდეალურია.
რაც შეეხება არაბას ჩემი სიმპატიების მიუხედავად ძალიან დაკარგულია მოედანზე გამონათებები აქვს მაგრამ დაცვას არ ეხმარება და ფაქტიურად სეირნობს მოედანზე და ამ თემაზე არ მეჭიდავოთ თამაშებს უყურეთ უმჯობესია ,ამდენს ევროპაზე არ გაცლიან რასაც ე ლიგაში.. და თუ ე ლიგიდან წიტას ან მამუჩას შეადარებთ გოლები არაა მხოლოდ საქმე ფეხბურთი გუნდური თამაშია.. წარმატებები ნაკრებს!!
თურქეთი- საქართველო 1-1.
ჩეხეთი საქართველო 0-2.
პორტუგალია საქართველო 3-1.
Shavi kaci
24 მაისი 2024 23:10
3
ეგ ვივამედში გითხრეს.
ნაპოლეონი
25 მაისი 2024 09:40
4
შავო კაცო სიზმარი ნახე? ძალიან კარგი სიზმარი ყოფილა!
პლეხანოველი
25 მაისი 2024 02:54
2
საგოლ სანიოლ მართლა სიგუა ამჯობინე
მალადეც
24 მაისი 2024 22:58
4
ძააააააან კარგიაააააააა…..აბა ჰეეე სიგუ შენ იცი …))) 1 გოლი საქართველოს ერთი კი პირადად ჯაბას …))))) აბა როგირააა საქმეები ჯაბას მაგალითს ვინ აიღებს რონ გზა ახალგაზრდა და პერსპექტიულებს დაეთმოს მიდით რა ნუ გრცხვენიაათ ….თორემ ჩვენ დავიწყებთ გვარების ჩამოთვლას ვინებსაც ჯაბას გარეშეც უნდა გეთქვათ ჩემი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე არ არის იმიტომ რომ ვარ ბებერი ვარ უვარგისი ფეხბურთელი და ასე შემდეგ …ტექტსაც გიკარნახებთ აბა ჰე დაიწყეთ იქონიეთ სინდისი !!!! თუმცა საიდან …როგორ იყო მალინოვსკიმ რომ მოგწერა სად გადახვედი ეგეთ ჩემპიონატში შენ რომ გოლი გაგატანინესო …ხომ მიხვდი ვისაც გეხება …?!?!
მდააააა
24 მაისი 2024 22:56
17
ჯაბა მაგარი კაცია, მიხვდა რომ სკამზე უნდა მჯდარიყო და ახალგაზრდა სიგუას მისცა შანსი, სიგუა უნიჭიერესია და ეს შანსი კიდევ უფრო მოტივაციას მისცემს და დიდ ფეხბურთს ითამაშებს აუცილებლად.
Givi
24 მაისი 2024 22:55
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული