ხვიჩა კვარაცხელია: 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას საიტთან ევრო 2024-ის მოლოდინის შესახებ ისაუბრა:

"ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაში ყოველი ქართველი ფეხბურთელის ყველაზე დიდი ოცნება გახლდათ და ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როდესაც ამას მივაღწიეთ. თუმცა აქ მხოლოდ დასასწრებად არ ჩამოვედით, გვინდა ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ. ამისათვის ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი ძალიან კონცენტრირებულია და ტურნირისთვის მზადაა. საქართველოში ჩვენს დებიუტს ყველა ელის. ვფიქრობ, 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ.

სამზადისი მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს, ოცნებამდე -
ევროზე პირველ მატჩამდე, სულ ცოტა დრო დარჩა და ემოციებით გადატვირთულები ვართ, მაგრამ კონტროლირებას ვახერხებთ. ვცდილობთ, პირველი თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანია და ისეთივე განწყობით გავაგრძელებთ, როგორითაც დავიწყეთ.

ისევე, როგორც, ალბათ, ნებისმიერი სხვა გუნდის, ჩვენი მიზანიც ჯგუფური ეტაპის გადალახვაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება და მიზანი მიღწეული იქნება".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქართველო ფეხბურთელებო,
ყველას გსმენიათ ძლევაი საკვირველი! ის იმიტომაც გახდლათ საკვირველი, რომ ვერავინ დაუშვებდა ქართველთა ამ გამარჯვებას. ვინ იდგა ჩვენს მხარეს? ის, ვინც ა-ნიცაა და ჰო-ეც, სამყაროს შემოქმედი.
როცა უფალი ჩვენთანაა, ჩვენ ყველაფერი ძალგვიძს. ჩვენი ჰაკა ჩვენი აღვლენილი დიდება და ლოცვაა უფლისადმი!
ჰოდა, გაითავისეთ თითოეული შეხვედრა დიდგორის ბრძოლაა! ბრძოლის წინ (აღმოსავლეთისკენ სახით მდგარნი) გუნდი აღავლენს მამაო ჩვენოს და უფალს შესთხოვს გამარჯვებას! შემდეგ კი იბძოლეთ, იფრინეთ და იქნება გამარჯვება ჩვენში და ჩვენთან!
სიმართლე
15 ივნისი 2024 17:10
0
ჩემი და ბევრი ჩემნაირის ოცნება ახდა!!! წარმატებები ბიჭებო!!!
რატი
14 ივნისი 2024 12:47
1
ადრე,ყოველი ევროპის ჩემპიონატის წინ,მეკითხებოდნენ,რომელ ნაკრებს ვქომაგობდი და ჩემი პასუხი ყოველთვის იყო,საქართველოს ნაკრებს ვქომაგობ "ბრატ". ეს ხალხი სიცილს იწყებდა და მერე ამბობდნენ,არა,მართლა ვისკენ ხარ... ასეთი სიტუაცია იყო ამ ქვეყანაში,ეწყობოდა სხვადასხვა გუნდის ფანზონები და სხვადასხვა ნაკრების მაისურებით დარბოდა ყველა ქალაქში თუ სოფელში.არ მომწონდა ეს ამბავი,ხშირად გამომიხატავს უკმაყოფილება ამის გამო.წარმოუდგენელია,სხვა ქვეყანას როგორ უნდა უქომაგო და მათ გამო იტირო ან იხტუნო,ეს ჩემთვის ყოველთვის ღალატთან ასოცირედებოდა და ახლაც ასეა. წელს ერთი რამე შეიცვალა,ვუყურებ ევროპას და ამ ევროპაზე ჩემი ნაკრები იქნება,აღარავინ შემაწხებს და აღარავინ მომიშლის ნერვებს უაზრო კითხვებით "ვის ქომაგობ?" ადრე ვთქვი,ვერ ვუქომაგებდი ნაკრებს,რადგან იქ უაზრო ხალხი იყო,მარა ეგ შეუძლებელია,1 დღე შეიძლება გავბრაზდე,მარა 364 დღე ყოვლეთვის ვქომაგობ. ასეა,შენი ქვეყანა ხან გაწყენინებს და ხან გაგახარებს,როგორც ოჯახში,შენი ძმა/და ხან გაწყენინებს და ხან გაგახარებს,თუმცა ის შენია მაინც. მიდი კვარა შეუბერე,ყველგან გქომოგობენ სადაც საქართველოა და ეს პატარა ამბავი არ არის. თუ საქართველო გაერთიანდა,მერე გინდ თურქი მოვიდეს და თუ გინდ პორტუგალიელი. თურქებთან თამაშის დაწყების წინ,გასახდელის კარი ჩახერგეთ და შეუტიეთ,ჩახანოღლუ გააჩერეთ და დამთავრებულია ეგ გუნდი.ისე,დამთხვევა არის თუ ბედისწერა,ევროპელი რაინდიც ქე გვყავს გუნდში და ძლევაი საკვირველი უნდა გამოვაცხოთ.

პ.ს. იხარე ერო,დამარცხდი მტერო
იასონას უდარი
14 ივნისი 2024 06:00
4
გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო!
ამისათვის კი ძალიან უნდა მოინდომოთ, ნუ დაგენანებათ უკეთეს პოზიციაზე მყოფი თანაგუნდელისთვის ბურთის დროულად მიწოდება, ფეხბურთი ხომ გუნდური თამაშია და ის გუნდი იმარჯვებს ვინც ამისათვის ძალას არ დაიშურებს!
აბა თქვენ იცით, გაახარეთ საქართველო და ქართველი ერი!
SOS!!!
14 ივნისი 2024 05:47
2
G.LA
გეთანხმები და ჩემსასაც დავამატებ-
იქნება არ არის საჭირო-ამდენი ემოციურობა,ერთ მუშტად ისედაც შევიკვრებით.
უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ბიჭებმა ზედმეტი პასუხისმგებლობა არ იგრძნონ,ქართველებზე ყოველთვის ცუდად მოქმედებდა.
არ გინდათ ბიჭებო დაძაბვა,ჩვენ თქვენ მაინც გვიყვარხართ.
ვერც აზერბაიჯანი,სომხეთი,ბელარუსი თუ ყაზახეთი ვერ გავა ევროზე შემდეგი 16 წელი მაინც.
თქვენ უკვე დაწერეთ ისტორია,ახლა კიდე დაიძაბავად გადით და ისიამოვნეთ თქვენზე სუსტი თურქეთის და ჩეხეთის დამარცხებით.
ყოველგვარი სტრესის გარეშე,მხოლოდ საუკეთესო თვისებები განოავლინეთ.
არავინ არ დაგძრახავთ წაგების შემთხვევაში.
უბრალოდ თუ ხვიჩა-ჩაკვე-კიტე და კომპანია თავის თამაშს ითამაშებს ვერანაირი არდები და კენან-ილმაზები ვერ დაუდგება წინ.
რა თქმა უნდა როცა ამას ვწერ ეს დღეები მეც დაძინებისას და გაღვიძებისას პატარა ბავშვივით ვითვლი კიდევ რამდენჯერ უნდა დავიძინო 18 ივნისამდე,მაგრამ მაინც
იმედია ბიჭებამდე მივა ეს სათქმელი-
ნუ დაიძაბებიან,ისიამოვნეთ ბიჭები საფეხბურთო ფესტივალით და წინ კიდევ მსოფლიოს შესარჩევია სადაც უფრო გაზრდილებს გელოდებით ჯგუფში პირველი ადგილით და პირდაპირ მსოფლიოზე
Levani
14 ივნისი 2024 01:39
5
აი კვახი
!!
13 ივნისი 2024 21:15
30
აი მართლა კვახი მოგხვდა მაგ გამოშტერებულ თავში, ეს ბოღმა ნახე, წადი გაიარე ან რა გინდა ამ საიტზე
suxumchanin
14 ივნისი 2024 01:25
5
რწმენა და შემართება შეუძლებელს შესაძლებლად ხდის და ამისი ბევრი მაგალითია სპორტშიც, ზოგადად ცხოვრებაშიც. ჩვენ გვჯერა თქვენი ბიჭებო, რომ იბრძოლებთ თავდაუზოგავად და მედგრად. ჩვენ წინაპრებს არავის შიში არ ქონდათ არასოდეს. მათი შთამომავლები ხართ და არც თქვენ გქონდეთ ვინმეს შიში ან რიდი. დაიჯერეთ რომ თქვენ ეს შეგიძლიათ და თქვენ ჩვენ ყველას გაგვაბედნიერებთ უფრო მეტად ვიდრე ეს გააკეთედ 26 მარტს. ჩვენ გვჯერა ჯგუფიდან გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ.
G.LA
13 ივნისი 2024 19:20
4
ჩემი სათქმელი თქვით... )
მანფრედ კალცი
13 ივნისი 2024 21:00
3
უნდა დავივიწყოთ ყველამ ერთმანეთის წყენა და ერთ მუშტად უნდა შევიკრათ თითოეული ქართველი,რათა ჩვენს ბიჭებს გვერდით დავუდგეთ! წინ საქართველო!
ბაში აჩუკი
13 ივნისი 2024 18:49
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული