"ვინ გაიტანს მეტს, რონალდო თუ კვარაცხელია?" - ჯანაშიამ ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი გასცა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ RB Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ შეეკითხნენ, ვინ უფრო მეტ გოლს გაიტანს ევროპის ჩემპიონატზე, კრიშტიანო რონალდო თუ ხვიჩა კვარაცხელია. 

"ვინ გაიტანს უფრო მეტს? - მგონია, რომ რონალდო არა. ვფიქრობ, ხვიჩა უფრო მეტად პროდუქტიული იქნება. ის უმცროსია და თანაც, ქართველია! რონალდო კი უკვე საკმაოდ ასაკშია.

ახალგაზრდა ქართველი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ვეტერანი და ასაკში მყოფი პორტუგალიელი", - თქვა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში საქართველოს ნაკრები სწორედ რონალდოს პორტუგალიასთან, ასევე თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად
იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
უკვე რონალდოსაც ვადარებთ? Სექტაც აღარ ხართ-მკურნალობა გინდათ უკვე თანაც სერიოზული.
waltet white
17:02 15-06-2024
44
ნუ იბოღმებით უსამშობლოებო. დიდება საქართველოს. გამარჯვება ქართველ სპორტსმენებს
ბოღმა-შური
18:44 15-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული