მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა - სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ

AutoSharing Option
გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დ
ამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 42 /
საქართველოს მტრები!
berg
17 ივნისი 2024 03:59
12
რა ხდება? სირცხვილია რა... რა დავწერო არ ვიცი. რატომ ახდენთ ყველაფრის პოლიტიზირებას?
სიმენონი
17 ივნისი 2024 02:17
4
ინტრიგების დრო არ არის, კობი !
544
17 ივნისი 2024 02:03
8
დაანებეᲗ Თავი გიმირობებს,ბიᲭებმა გააკეᲗეს Თავიაი საქმე,ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარული არის,პენლების Შესრულების დროს ხალხი მᲗელი სტადიონი უმᲦეროდა ფეხბურᲗელს ᲨენᲗანა ვარ ნურაფრის ნუ გწᲨინია,Თუ ვინმეს ეკუᲗნის ჯილდო არის ქარᲗველი ხალხი,ამ უსაქმურ Თავის Თავზე Შეყვარებულ პოლიტიკოსებს,რომ ვიტანᲗ,Ძალაუფლებაზე Შეყვარებულ გაზულუქებულ არამზადებს,რომ ვიტანᲗ,ადამიანები ყოველ დᲦე სᲩადიან გმირობას,რომ რამენაირად Თავი გაიტანონ,ფუი Თქვენს კაცობას არ Შეგვარგეს არც სიხარული და არაფერი,ყველა ერᲗმანეᲗზე საზიზᲦრები ხარᲗ ოპოზიციაა და ბანკირები მორალზე გველაპარაკებიან,მᲗავრობა არის და საერᲗოდ გასული არიან მომსახურწბის ზონიდან,მიდიᲗ ჯიჯგნეᲗ ეს ქვეყანა არ გაᲫᲦა Თქვენი სტომაქი,ახლა ჯილდოებზე ატყდა ერᲗი ამბავი რა აიანცეᲗ ყველაფერი,მესი არც ესპანწᲗის გმირიᲐ და არც არგენტინის და რა,გაუმარჯოს ქარᲗველ ხალხს და სრულიად საქარᲗველოს,წარმატებები ევროპაზე,მიდიᲗ ბიᲭებო,ამაᲗ არ მიაქციოᲗ ყურადᲦება,იᲗამაᲨეᲗ Თქვენი ხალხისაᲗვის,რომლებიც Ღირსი არის გამარჯვების და სიხარულის.
გოᲩა
17 ივნისი 2024 00:01
3
სია არავის არ გინახავთ და ისე ჭრით და ისე კერავთ.ჯობდა ეთქვათ(ვინც წუწუნებს) ვინ წარადგინეს და ვისზე თქვა უარი პრეზიდენტის აპარატმა.
თამაზ
16 ივნისი 2024 23:42
4
მთლიანად ფებურთის ფედერაცია და ფეხბურთელები.. საიდანაც პრეზიდენტმა ამოიღო ისეთი ხალხი ვიზეც ზეგავლენას ვერ ახდენენ...რა არი აქ გაუგებარი..
berg
17 ივნისი 2024 04:02
9
ინდივიდები დაჯილდოება არის სრული ბოდვა. . .ზოგადად ეროვნული ნაკრები და მორჩა. . .ისე ესაც სრულად ზედმეტი მგონია. . . ისე კიდე საცა ამდენ მოღალეტეს აქვს ეგ ორდენი ამ ქვეყანაში ,იქ ამათაც ქონდეთ ფასი მაინც არ აქვს. . . მეგის ქარდავას მოკითხვა ორდენოსნებო
ნაპოლეონი
16 ივნისი 2024 23:36
9
არც ფეხბურთელებს,არც მწვრთნელებს,არც ნაკრების მომსახურე პერსონალს თუ ფედერაციას,არავის,ვინც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლისათვის ყველაფერს აკეთებდა,ეს ყველაფერი სახელმწიფოს ჯილდოებისათვის არ გაუკეთებია.იმას აკეთებდნენ,რაც ძალიან უყვარდათ და ფიქრობდნენ,რომ ეს ქვეყანას სჭირდებოდა.ასე რომ ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან, მათგან ზოგიერთის გამოტოვება,მხოლოდ თვითონ პრეზიდენტის ხასიათის არც თუ სასიამოვნო და მოსაწონ მხარეს ააშკარავებს.სხვას ესროლა ლაფი და თვითონ დაისხა თავს ლაფი.სამწუხაროა,რომ საქართველოს ვერც ერთმა პრეზიდენტმა თავისი საპრეზიდენტო ვადა,ბოლომდე ღირსეულად ვერ მიიყვანა.
სოსო
16 ივნისი 2024 23:20
23
მგონი მარგველაშვილი მივიდა ფინიშამდე ყველაზე კარგ ფორმაში, თანაც მასაც არ წყალობად მამა მარჩენალი მარა მაინც მივიდა.
ქორ-პარიკმახერი
17 ივნისი 2024 00:27
7
ნინა წკრიალაშვილს და ლექსენს და კიდე ეგეთ ბევრ არაფრის გამკეთებელ ტიპებს მიანიჭეს და დიდი ამბავი ამათაც თუ მისცეს...
მე უჩა აბაშიძეს და მის ცოლსაც ჩავამატებდი ამ სიაში...
Mourinio
16 ივნისი 2024 22:50
13
ღირსეული პასუხი უღირსობას!
ბრაზი
16 ივნისი 2024 22:48
11
აი, ირაკლიმ (ხუჭუჭამ) განაცხადა: ქოცების მხარდამჭერების IQ გაცილებით აღემატება განსხვავებული აზრის მქონე ხალხისასო. ისეთი პირი უჩანს, რომ განაცხადებენ: ნამდვილი გულშემატკივრები ქოცები არიან, სხვა ყველას წაგება უნდათო.
დაიმახსოვრეთ, ტიპები ამაზე წამსვლელებიც არიან.
ალექსანდრე
16 ივნისი 2024 22:38
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული