მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა - სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ

AutoSharing Option
გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დ
ამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 42 /
მაგ სიის შედგენა თავიდანვე პროვოკაციად იყო ჩემი აზრით ჩაფიქრებული. წინასწარ ცნობილი იყო რომ ქოცების დანიშნული სალომე არ მოაწერდა ხელს რომელიმე საფეხბურთო ტურნირზე გასვლის გამო ორდენების გადაცემას და ამით ფიქრობდნენ რომ გააბანძებდნენ ,პარიჟანკას". თვითონ კი სია არაკორექტულად შეადგინეს, რადგან თუ ყველა შეგყავს სიაში ფედერაციის თანამშრომლების ჩათვლით, მაშინ ვინც კი ითამაშა ერთა ლიგის განვლილ გათამაშებაში ყველა უნდა ჩაწერო.(ნაცების დროს დორბლიანმა რომ კლიპის გადაღებაში მონაწილეებს ყველას ჩამოკიდა ორდენები ის გამახსენდა). სალომემ კიდევ მთლად უარის თქმა ვერ გაბედა და სია დაუმოკლა ტიპებს. მე პირადად მხოლოდ ტურნირზე მოხვედრის გამო ორდენების ჩამოკიდება ზედმეტი გრუზინული პოხონდრიობა და მეტიჩრობა-კუდაბზიკობა მგონია. ღმერთს ვთხოვ რომ ნაკრებმა ისეთი შედეგი აჩვენოს ამ ჩემპიონატზე რომ სექტემბერში დამსახურებულად ჩავთვალოთ ყველამ ორდენების მინიჭება.
Bs
16 ივნისი 2024 22:31
2
რა ხდება ვერაფერი ვერ გავიგე ანუ ფეხბირთელების გარდა მასაჟისტები ბურთის მიმწოდებელი ბავშვები და სტადიონის დაცვაც უნდა დაჯილდოვდეს ?
bejo
16 ივნისი 2024 22:01
22
სალომე ბებოს! გადაწყვეტილება რო ზოგს კი და ზოგს არა, ეს არის შეურაცყოფა იმ პერსონალის მიმართ, რომელთა უდიდესი წვლილიც არის ჩადებული ჩვენი ნაკრების წარმატებაში! ან სუყველა, ან არავინ!
გიგა
16 ივნისი 2024 21:56
24
არავინ, გააუფასურეს ყველაფერი
Nts
16 ივნისი 2024 22:32
3
კაცებად წოდებულნი! ყველაფრის მკადრებელნი! ესენი ამოიღო, მაფიოზები? ჰოო, სალო? შემოგევლეე
იიიფ
16 ივნისი 2024 21:34
22
კაცებად წოდებულნი! ყველაფრის მკადრებელნი! ესენი ამოიღო, მაფიოზები? ჰოო, სალო? შემოგევლეე
იიიფ
16 ივნისი 2024 21:33
19
აზაროვს არ ქონდა წვლილი? თქვენ რა სინდისით დატოვეთ.
გოგა
16 ივნისი 2024 21:05
2
ნუ რუსულ კანონზე ხელმომწერმა კობიაშვილმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აიღოს ეს ქვეყნის ჯილდო და სხვებმა კი ბატონო!
რუსულ კანონზე ხელმომწერი
16 ივნისი 2024 20:40
23
უსახელებია მაგრამ ეხლა სამშობლო გაყიდა და მოღალატეთა სიის სათავეში გადაინაცვლა
ზაკო-ს
17 ივნისი 2024 10:33
2
კობიაშვილს რომ ევროპაში საქართველო უსახელებია და მისი ღირსება დაუვავს, შენ ნეტა მისი მეასედი გაგეკეთებინოს ქვეყნისა და სამშობლოს დასაცავად, ისე სხვათაშორის ერთადერთი ქართველია, რომელსაც ჩ.ლ. ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.
ზაკო
16 ივნისი 2024 23:17
26
ყველა გამოხმაურება
ასეთი პრიმიტიული ნაგლობა გინახავთ???
ზაზა
16 ივნისი 2024 20:38
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული