დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მატჩის დღე - საქართველო VS თურქეთი

AutoSharing Option
მთელი საქართველოსთვის ასე ნანატრი წუთები სულ უფრო ახლოვდება, როცა ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებს და თურქებს დაუპირისპირდება - დღეს, 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

უკვე მესამე თვეა, ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე, შესაძლო სცენარსა თუ მოწინააღმდეგის დადებითსა და უარყოფითზე ვწერთ და თითქოს ახალი რა უნდა ვთქვათ. განსაკუთრებული მოტივირება არც ბიჭებს სჭირდებათ - ვილი სანიოლის გუნდს ყველაფერი გათავისებული აქვს და პირიქით, ამ პასუხისმგებლობამ ზედმეტად არ უნდა დაძაბოთ!..

კვარაცხელიას შეჩერება გაუჭირდებათ...

Sportall.Ge

რა დიდიც უნდა იყოს "კვარას" ცნობადობა, რაც უნდა თქვას
მეტოქის დამრიგებელმა მატჩამდე, დებიუტანტ საქართველოსთან თავს მაინც ყველა ფავორიტად მიიჩნევს და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ!.. მონტელამ კი აღნიშნა, ქართველები კონტრშეტევებზე სახიფათონი არიანო, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად ისინი იერიშებზე უარს ვერ იტყვიან... ამ დაპირისპირებას სხვადასხვა ხასიათი და სიუჟეტები ექნება და წარმატებას მიღწევს ის, ვინც კონცენტრაციას ნაკლებად დაკარგავს. როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთი შესწავლილი ჰყავთ, აქ სიახლის ძალა დიდი შეიძლება იყოს, მაგრამ რას ნიშნავს კვარაცხელიას, მიქაუტაძისა თუ ჩაკვეტაძის "შესწავლა?!" მათ თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ წამს შეუძლიათ! მთავარი მაინც გუნდურობა და ერთსულოვნება იქნება.

რაც შეეხება შემადგენლობას, სანიოლისთვის კიტეიშვილის ბოლომდე მომჯობინება უმნიშვნელოვანესი ამბავი იყო, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. სასტარტოში ველით კვირკველიას. რაც შეეხებათ თურქებს, მათ ირგვლივ გარკვეული საკადრო პრობლემებია. პერსპექტიული ახალგაზრდები - როგორც "რეალის" წევრი გულერი, ასევე "იუვენტუსელი" ილდიზი, სასტარტოში იქნებიან.

სანიოლის მთავარი დანაკლისი კიტეიშვილია...

Sportall.Ge

ესაა მატჩი, სადაც ამ ნაკრებების აქამდე არსებული დაპირისპირებები თუ სხვა დეტალები აზრს კარგავს, ეს მთელი საქართველოსთვის სრულიად ახალი ათვლის წერტილია!..

სავარაუდო შემადგენლობები:

თურქეთი (4-2-3-1) : გუნოკი - აიჰანი, დემირალი, ბარდაქჩი, კადიოღლუ - ოზჩანი, ჩალჰანოღლუ(C)- გულერი, ილდიზი, აქტერქოღლუ - ილმაზი

მწვრთნელი - მონტელა

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია(C), დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი - შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მწვრთნელი: სანიოლი

მსაჯი: ტელო (არგენტინა)

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altსაქართველო-თურქეთის მატჩს არგენტინელი არბიტრი განსჯის

altსაათები საქართველოსთვის ისტორიული ევროს დაწყებამდე - ყველა ნაკრების წარდგენა

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

მკითხველის კომენტარები / 39 /
მსაჯის ფაქტორი არ მომწონს. ეს არგენტინელი ზედმეტად მკაცრია. უამრავ ყვითელ ბარათს იძლევა. წითელსაც არ ერიდება. მაინც ვერ გავიგე ევროპაზე რა უნდა სამხრეთამერიკელ მსაჯს.
დავით 67
18 ივნისი 2024 17:40
2
პირველად მონაწილეობენ
მოედანზე გასვლისთანავე ფეხები მოეკეცებათ. მაგრად ინერვიულებენ.
ამას უნდა შეხვდნენ მაგრად
როგორმე გადალახონ ნერვიული წინააღმდეგობა და მერე ყვწლაფერი კარგად წავა
თენგო
18 ივნისი 2024 17:10
5
დაიმახსოვრეთ ბიჭებო მთელი საქართველო თქვენთან არის ყველა კუთხე კუნჭულში იბრძოლეთ უნდა გავიმარჯვოთ აუცილებლად სხვა ანგარიში გაამორიცხეთ თავი დადეთ იბრძოლეთ უფალიც ჩვენსკენ არის ეს იცოდეთ თუ იბრძოლებთ წარმოიდგინეთ ეს არის ტერიტორიული ომი წააგებ დაკარგავ ტერიტორიას მოიგებ შეინარჩუნებ.........!!!!!!!!
უფალი ფარავდეს ქართველ ერს!
18 ივნისი 2024 16:19
0
დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი ფეხბურთელის (პაიჭაძის თამაში არ მინახავს), დიდი ,,დინამოს" დიდი მაესტროს, დათო ყიფიანის დაბადების დღეა! სიმბოლურია! დღეს ჩვენი დღეა ბიჭებო! კარგს მიგრძნობს გული! დამიჯერეთ!
Bs
18 ივნისი 2024 16:18
0
მე რაც ვუყურე ფავორიტებიდან, მხოლიდ გერმანიამ და ესპანეთმა ითამაშეს მაღალ დონეზე. იმედია რომ ეს ეგრეთწოდებული ფავორიტი თურქეთი ვერ მოგვიგებს. ჩვენი ნაკრები შეიძლება მხოლოდ ფიზიკური მომზადებით ჩამორჩებიდეს თურქეთის ნაკრებს, ვგულისმობ ორივე ტაიმის დაუღლელად თამაშს. ამიტომ პირველ ტაიმში უნდა მოუმთავროთ საქმე. თან დღეს 18 ივნისს ჩვენი ლეგენდის დავით ყიფიანის დაბადების დღეა და მჯერა რომ მისი სული გაიხარებს დღეს. მიდით ბიჭებო თავი არ დაზოგოდ, ყველანი თქვენს გვერდით ვართ!
დავით 67
18 ივნისი 2024 16:00
1
ბიჭებო უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართვრლოსს!!!!!!!!!!!!ბიჭებო მეც მანდვარ და დიდ ომს ვუგებთ ერთად თურქეთს თქვენ ეს შეგიძლიათ უნდა გავიმარჯვოთ!!!!!!!!!
სიმართლე
18 ივნისი 2024 15:45
0
პირველი 15-20 წუთი ფსიქოლოგიურ წნეხს უნდა გაუძლონ ბიჭებმა და ყველაფერი კარგად იქნება. იმედია ამაში ჩვენი გულშემატკივრები მიეხმარებიან. ამ თამაშს მთელი საქართველო 33 წელი ელოდა და მჯერა ჩვენი დროშა ამაყად იფრიალებს. გამარჯვება საქართველოს.
G.LA
18 ივნისი 2024 15:21
3
დაყარეთ ანგარიშები.
3-1.
ვიგებთ, რა თქმა უნდა!
მანფრედ კალცი
18 ივნისი 2024 14:59
1
შანსები ასეთია: 50% - თურქეთის მოგება, 25%- საქართველოს მოგება, ფრე - 25%

იქნებ ღმერთმა გადმოგვხედოს და ჩვენი 25% ახდეს
რეალისტი
18 ივნისი 2024 14:55
1
ხედაავთ ხალხო უკრაინის წაგების სტატიის კომენტარში იმ გადაგვარებულ ნაცს ვიღაცა "ზურას" როგორ წამოსცდა საქართველოს განადგურება თურქებთან @ მთელი სანაცეთი ჩასაფრებულია და ელოდება დღეს საქართველოს განადგურებას @@@ და ჩვენებიდან მაგათი სურვილით მარტო ბუდუმ და ქოჩორამ უნდა გაიტანონ გოლები (გასაგებია რატომაც უნდათ მარტო ის ორი) ანუ ნატრობენ ასე 7-2 10-2 წააგოს ჩვენმა ნაკრებმა და ის ორი გოლი ბუდუმ და ქოჩორსმ გაიტანონ ! წარმოგიდგენიათ რა დონეზე არიან გადაგვარებულები და რა დონის მოღალატეები არიან ?? @@@@
zura222
18 ივნისი 2024 14:34
14
შენი ფანტაზიები უკვე ქოცნახირთა ფანტაზიებს სცდება.
დავით 67
18 ივნისი 2024 16:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული