"გუშინდელი დღით ამაყი ვარ!" - თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ყოფილი და კვიპროსის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის მატჩს, სადაც საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავისი ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე.

ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ.

ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი დღე ასეთი
დასამახსოვრებელი გახადა.

წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს!", - წერს ქეცბაია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხალხო, რაგბის ნაკრები რომ თამაშობს დიდ ტურნირზე და აგებს, მაგრამ თავდადებას ვუფასებთ, ეგ ფეხბურთში არ მოსულა? 40 საფეხურითაა თურქეთი რეიტინგში ჩვენზე წინ, სადებიუტო თამაში გვქონდა თან დიდ ტურნირზე და მთელი მსოფლიოს გულშემატკივრები წერენ, ეს რა სიმპათიური გუნდი ყოფილა, რა საგულშემატკივროო! ქართველებს რა ჭირი გჭირთ ასეთი, რომ მხოლოდ გამარჯვება გაერთიანებთ?! პირად ცხოვრებაში მოგწონთ ის ხალხი, ვინც მხოლოდ ლხინში გიდგათ გვერდში?! ბიჭებმა დაიმსახურეს თანადგომაც, გულშემატკივრობაც და თავგადაკლული ქომაგობაც! მხოლოდ ისინი წუწუნებენ, ვისაც არც ფეხბურთისა გაეგება რამე, არც ქართველობისა და არც ზოგადად ადამიანობის!
ქომაგი
21 ივნისი 2024 17:36
0
ამ საიტზე ყველა ნაკრების მტერი რატო აკომენტარებთ ?
ლშა
19 ივნისი 2024 23:26
7
აბიჯო, გაგვაგებინეთ, ჩვენც რო ვიცოდეთ, ზოგადად წაგებებით უნდა ვიამაყოთ ხოლმე თუ კონკრეტულად თურქებთან წაგება არის საამაყო???
ქომაგი
19 ივნისი 2024 21:57
23
ჰო, კალას საათივით გამართულად ვითამაშეთ.
ჰაიმეეე
19 ივნისი 2024 21:32
6
ვითამაშეთ?კალაც ფეხბურთს თამაშობდა და ეს ბიჭებიც ფეხბურთს თამაშობენ.შენ მათთან არა ხარ.შენ სულ სხვა რამეს ეთამაშები.
.
19 ივნისი 2024 21:46
6
საქართველოს სიამაყე ქეცბა!❤️
დიმო
19 ივნისი 2024 17:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული