გიორგი მიქაუტაძის გოლმა ქართველი გულშემატკივრები კი აღაფრთოვანა, მაგრამ სამწუხაროდ, უფრო მეტი არ გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდს მეტოქის კარისკენ 14 დარტყმა ჰქონდა, რაც დებიუტანტებისთვის სერიოზული ამბავია.
ახლა ქართველების მთავარი ფიქრი პლეი-ოფს უკავშირდება. ჯგუფური ეტაპის პირობებში ორმა ნაკრებმა წაააგო სადებიუტო მატჩი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა - სლოვაკეთმა და ჩრდ. ირლანდიამ. ორივე ეს შემთხვევა 2016 წელს მოხდა. საქართველოს
ბოლო ტურში პორტუგალიასთან ურთულესი შეხვედრაა, ჩეხებთან კი მიქაუტაძისა თუ კვარაცხელიას მახვილგონიერების ძალიან გვეიმედება!..
მინუმუმ ერთი ქულა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ შემთხვევაში ჩეხების იმედიც შენარჩუნდება - თუკი ისინი წააგებენ და თურქეთი პორტუგალიასთან არ დამარცხდება, ჩეხეთის ნაკრები მესამე ადგილზე გასვლის შანსსაც, ფაქტობრივად, დაკარგავს.
ჩეხეთის ნაკრები თურქებისგან განსნხვავებული გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პორტუგალიას თითქმის ფრედ ეთამაშნენ და ბოლოს (1:2) წააგეს, ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ პირველ ტურში ყველაზე ნაკლები ზუსტი პასი გააკეთა.
ცნობისთვის, 1996 წლის ვიცე-ჩემპიონი ჩეხეთი ბოლო სამი ევროდან ორში მერვედფინალში გავიდა.
ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოსალოდნელი არაა. მთავარი სიახლე იქნებ ზურიკო დავითაშვილის გამოჩენა და უფრი შემტევი შემადგენლობა იყოს. პირველივე წუთებიდან ითამაშებს 19 გოლით ჩეხეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი პატრიკ შიკი. დიდი იქნება "ვესტ ჰემის" ფეხბურთელების, ტომას სოუჩეკისა და ვლადიმირ სოუფალის როლი. ჩეხეთის ნაკრების მეკარე ინდრიხ სტანეკს პირველ ტურში ყველაზე მეტი მოგერიება ჰქონდა - 7...
სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე
ჩეხეთი (3-1-4-2): სტანეკი - ჰოლესი, ჰრანაცი, კრეჟჩი - სოუჩეკი - ცოუფალი, ბარაკი, პროვოდი, დუდერა - ჩიტილი, შიკი
მსაჯი - ზიბერტი (გერმანია)
ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან
sportall. ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
ჩეხეთის მწვრთნელი:
შორიდან დავარტყავთ და მამარდას გავუტანთ.
სანიოლი:
ჩავაწოდებთ და ჩეხები ავტოგოლებს გაიტანენ,მაგათი შუა მცველი მომეწონა კაი ავტოგოლოს ალღო აქვს
ისე წინასწარ ერთს ვიტყვი -
ამ ევროზე ასეთი გუნით გამოვედით და რაც დიდხანს დავრჩებით მით უკეთესი,მაგრამ უფრო მთავარია ამ დონეზე დავრჩეთ ევროს მერეც და მსოფლიოზე პირდაპირ გავიდეთ.
აი იქ კიდე ეს 26 ფეხბურთელი ნამდვილად არ გვეყოფა(ზოგი კარიერას დაასრულებს ნაკრებში)
აი მერე უნდა გამოიჩინონ თავი ყველამ ვისაც ფრითენზიები აქვს.
დღეს კიდე წესით უნდა მოვიგოთ
წინ საქართველოოო!!!
უბრალდო კლასი არ ყოფნის.
წიტაიშვილის მაგივრად უნდა დააყენოს გოჩოლეიშვილი და აუცილებლად რაღაც უნდა მოხერხდეს მარჯვენა ფრთაზე.
ფაქტობრივად ნაკრები თამაშობს მარჯვენა ვინგერის გარეშე. რაც არ სეიძლება
უნდა დაიწყოს ძირიტAდაი ლობჟანიძემ. მარა ვის ადგილას არ ვიცი.
3 ცენტრალუი მცველი ნაკრებს ჭირდება. ამის გამოა რომ ფლანგზე გვაკლდება მოთამაშე :)