"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.
რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.
ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.
ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?
საუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?
და ბოლოს - რა თქმა უნდა შესანიშნავია ის რომ ევროპაზე გავედით, ძალიან კარგია ისიც, რომ 3-4 ევროპული დონის მოთამაშე გვყავს, რაც ამდენი წლები გვაკლდა, თუმცა თამაშის ხარისხი მაინც იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთში რაღაც ძირეულადაა შესაცვლელი, როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივ პერსპექტივაში. მცოდნე და კეთილსინდისიერი, მარალკვალიფიციური ხალხი გვჭირდება, რადგან სხვაგვარად თანამედროვეობისთვის ფეხის აბმა გაგვიჭირდება და ერთი ნაბიჯით უკან ვიქნებით დანარჩენ საფეხბურთო ქვეყნებზე. ყველას, ვისაც არ მოგეწონებათ რასაც წაიკითხავთ - ბოდიშს გიხდით, თუმცა გესმოდეთ, რომ უკეთესი მომავალი, აწმყოსთვის ფართოდ გახელილი თვალით ყურების შედეგად მიიღწევა. ბიჭებს მადლობა იმისთვის, რომ ისტორია დაწერეს და წარგვადგინეს იმ ფორუმზე, რომელზე ყოფნას არაერთი თაობა ოცნებობდა. უკეთესი მომავლის იმედით...
იმიტომ, რომ ჩეხებს დავალებული ჰქონდათ, ჩვენი ფეხბურთელების კონტრშეტევა ნებისმიერ ფასად, ბინძური, უხეში ჯარიმებით შეეჩერებინათ და ეს ჩეხებმა შეასრულეს 1000%-ით.
ამის ერთადერთი წამალი არის ერთი შეხებით თამაში და სწრაფი პასები, შეტაკებასაც აიცილებ და უფრო პროდუქტიული იქნება შეტევა.
მხოლოდ ერთში ვერ დაგეთანხმები, ტექნიკა არაა მხოლოდ ის რაც ჩვენ გვგონია, ტექნიკაა სწორი გახსნა და ბურთის ამოტანა რასაც ვერ ვაკეთებთ წლებია. ფიზიკური გამძლეობის გამომუშავება უფრო ადვილია იდეაში ვიდრე ტექნიკა და რა გახდა ეს მოძრავი ფეხბურთელები საყრდენ ზონასა და ფლანგებზე? საყრდენიდან იწყება ყველაფერი დაცვაც და შეტევაც. ფლანგებიდან კიდე ყველა ჩაწოდება. დღეს ჩეხებმა ყველა კომპონენტში დაგვჩაგრეს დს ჩაგვახედეს სარკეში. საბედნიეროდ გვყავდა ტოპ მეკარე და რიგ მომენტებში მაგრად გაგვიმართლა
დიდება საქართველოს!
თვალებში ნაცარს ნუ იყრით ძალით ხალხო ქართველები არ ხართ მოგწონთ ეგ პონტიი ? ტიპმა ფინალში დუბლის შეგდებით მოგვიყვანა აქამდე და გჯერათ სანიოლის სიტყვების ვარჯისი უნდა გააგრძელოსო რო სჯიან ტიპს რად უნდა ამას საუბარი, შესარჩევში სულ ძირითადში იწყებდა და მიქაუტაძე შემოდიოდა შეცვლაზე. ტეხავს მართლა ჩრდილოეთ კორეა ხო არ ვართ რაღაც კანონის გაკრიტიკების გამო ისტორიულ შანსზე ვამბობთ უარს. ისიც ტეხავთ რომ ძალოთ ისულელებთ თავს და აღიარებაც არ გინდათ რო ნაღდად ასეა. რამდენი ცხვარი ხევს დისლაიქს აბა მიდით უნდა დაგთვალოთ კიდევ ერთხელ.