"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.
რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.
ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.
ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?
საუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?
პირველი თამაში: პირველი გატანილი გოლი
მეორე თამაში: პირველი მოპოვებული ქულა
მესამე თამაში: ??????? ??????????
პორტუგალიასთან მოვიგებთ! (ფრეზე თეორიულად გასვლის შანსი: 0.001%)
თქვენ რას ფიქრობთ?
მოწონება ნიშნავს: მოვიგებთ
არ მოწონება: ვერ მოვიგებთ
05.06.2024, უეფას რეიტინგი:
პორტუგალია 7
თურქეთი 9
ჩეხეთი 10
საქართველო 49
ხო, მაგრამ არ გვეშინია!
ამიტომ თუ ბოლო ადგილზე არ გვსურს დარჩენა, პორტუგალია უნდა დავამარცხოთ.
მეორე მხრივ აბა სათითაოდ შეადარეთ ჩვენი და სხვების ფეხბურთელები და მერე ვთქვათ რომ ჩვენ გვაქვს მეტი დონე და რესურსი.
ხომ ვიცით, რომ ეგრე არ არის და მწვრთელიდან ვიწყებთ, რომელმაც პირველმა დაალაგე მეტ ბაკლებად გუნდი. ვაისამდე საერთოდ ქაოსი იყო, მაგრამ ვაისიც შეშინებული აყენებდა გუნდს. ახლა გაგვეზარდა მადა და მწვრნელს მლანძღავთ, იმაზე, რაც ადრე სიზმარი იყოს>
ცოტა რეალობა არ გვაწყენდა