"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

alt"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

altსაუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 95 /
მეორე ადგილზე გასვლის ერთადერთი შანსი:
საქართველო 2 - 0 პორტუგალია
ჩეხეთი 1 - 0 თურქეთი
ვისაც გაინტერესებთ, აი ესდაგუგლეთ: euro 2024 group stage tiebreakers
მოკლედ, ჩვენ უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ, ვიდრე ჩეხეთი მოიგებს. თურქეთმა აუცილებლად უნდა წააგოს, იმიტომ რომ ჩვენთან პირად შეხვედრაში უპირატესობა აქვს.
რეალობა
23 ივნისი 2024 06:05
5
ჩვენ თუ მოვიგეთ პორტუგალიასთან ისეთი სიტოაციაა სხვა ჯგუფებში 99 პროცენტით მესამე ადგილიდანაც გავალთ. კარგია რომ ჩვენი თამაშის წინ გვეცოდინება ზუსტად რა შედეგით გავალთ და რა შედეგით არა.
რეალობას
23 ივნისი 2024 10:26
2
მესამე ადგილიდან ვერ გავალთ. ძალიან ბევრ გუნდს ექნება უფრო მეტი ქულა და ბურთების სხვაობაც.
მეორეზე უნდა გავიდეთ. ამიტომ თურქებმა უნდა წააგონ პატარა ანგარიშით და ჩვენ უნდა მოვიგოთ.
პორტუგალიას არ ეყოლება ლეაო. სხვა ძირითად ფეხბურთელებსაც დაასვენებენ. შეგვიძლია მოგება.
რეალობა
23 ივნისი 2024 10:28
9
Ჩამო ფოთის კოლხეთში.შენი ადგილი აქ არის ჯიმა
G.LA
22 ივნისი 2024 21:00
48
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თურქეთის ნაკრები აგებს ჩეხებთან და რჩება ჯგუფში. ასეთი ინფორმაციაა ზემოდან, ვისაც არ ჯგერათ არ იცნობთ ჩეხეთის ნაკრებს და არც თურქების სუსტ დაცვას.
ჟორა გაბრიჭიძე
23 ივნისი 2024 11:37
6
გეთანხმებით, ჩეხები აუცილებლად მოუგებენ თურქებს თანაც მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით! ჩეხეთი ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური გუნდია!
aburjga
23 ივნისი 2024 12:02
3
ქარლამა, ბექმეზი და ლუქუმი თქვენს ბაგეთ ამ სასიხარულო უწყებისთვის!
კიდევ თაფლი, მურაბა და ბადაგი
23 ივნისი 2024 11:52
2
შენი თამაში აქ არის და ნაპოლი რაც შეგიძლია ეგ არის
ადამიანი
22 ივნისი 2024 21:08
19
ამ დროისათვის უკვე სამი მოწონება -ლაიქი გაქვს , მარა ...
მომწონებლებმა, ალბათ გაიგეს და ამიტომაც მოიწონეს, მარა
მე პირადად ვერ გავიგე რა წერია, რის დაწერა გინდოდა ამ კომენტარში !
ანუ რა, კვარა დაბალი დონეა და "რაც არი, ეგ არი" ?
კვარა ძალიან ნიჭიერი და მაგარი ფეხბურთელია და კიდე ბევრს "იტყვის" და გააკეთებს !
არა და
22 ივნისი 2024 21:32
3
Კვარა შენ რო შიგ ევროპელებს დაგვდგომოდი გვერდით დღეს ასე ცუდათ არ ითამაშებდი
დავით 67
22 ივნისი 2024 21:35
39
პოლიტიკურად რომ გააჭუჭყიანეს იმიტომ ვეღარ თამაშობს
გიო
22 ივნისი 2024 21:44
6
უფრო კონკრეტულად მითხარი. ვერ გავიგეო კვარამ
ვანჩოპე
22 ივნისი 2024 21:43
7
Შენ Თავს მიხედო გერᲩივნოს,"не надо Ля-Ля"!
ვილი
24 ივნისი 2024 15:50
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული