შანსი რჩება - ისტორიული ქულა და მწვრთნელი, რომელიც საკუთარ თავს უმტკიცებს - მხარდაჭერა ლობჟანიძეს!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებისგან ღირსეული თამაში თუ პირველი გოლი რომ აღვნიშნეთ, ჩეხეთთან კიდევ უფრო მეტი იყო - სადებიუტო ქულა! ეს ამბავი უამრავი ქართველი გულშემატკივარის სტადიონზე ყოფნით უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა. შეხვედრაზე მსჯელობის დროს ისევ იქედან ამოვალთ, რომ როგორც ქება, ასევე კრიტიკა მოზომილი უნდა იყოს...

რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით, მაღალი ჩაწოდებებითა და ტანმაღალი ფეხბურელებით უპირატესობის მოპოვება. ჰასე
კის გუნდი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თავი ცენტრში მოეყარათ, შემდეგ კი ფლანგზე თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი პარტნიორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს საჯარიმოში ბურთს სახიფათოდ დაატრიალებდა.

ვილი სანიოლმა სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა, რაც ორი რამით უნდა ყოფილიყო განპირობებული - ზურიკოს მოწინააღმდეგისთვის ფრთებიდან იერიშის განხორციელების საშუალება ნაკლებად უნდა მიეცა და კონტრშეტევებზე მის სისხარტეს გმოვიყენებდით. ამასობაში, ისედაც ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში მოედნის ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთისა და ტემპის გაკონტროლებას საერთოდ ვერ ვახერხებდით. ცენტრალურ მცველებს ამხელა ზეწოლის ფონზე ძალიან უჭირდათ და მხოლოდ მამარდაშვილის იმედზე ვრჩებოდით, რომელმაც "იფრინა."

"კვარა" და "ჟორჟი"

Sportall.Ge

პირველ ტაიმში გუნდის ამოსუნთქვას რის ხარჯზეც ვახერხებდით, ჩეხებს კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ჯარიმის გარეშე შეჩერება უჭირდათ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის მერე, როცა "ჟორჟზე" თამაშის წესები კიდევ ერთხელ დაირღვა, ბურთთან "კვარა" ცოტა გვიან მივიდა, თავდაჯერებულმა თავისთვის "გაისწორა" და მას მოჰყვა ჩაწოდება, რაც ბოლოს პენალტითა და გოლით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალში მოულოდნელი აცილების შემდეგ, მიქაუტაძემ ერთხელაც დაამტკიცა, რა კარგი პენალტისტია.

ჩვენი შემტევებისგან უფრო პროდუქტიულობის მიღება იმ ფონზე, როცა ბურთის სახიფათო ზონაში მიტანას იშვიათად ვახერხებთ, რთულია, ისე კი მათ დიდი განსხვავების შექმნა შეუძლიათ, მოწინააღმდეგეები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავთ.

სხვა დონის მეტოქეები...
საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საკუთარი ხელწერა გამოკვეთა, რაც შანსების კონტრშეტევებზე ძიებას გულისხმობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბურთი დროულად ჩაჭრა, მოწინააღმდეგის იერიში ჩაშალო/მოიგერიო და შენი შანსები შემდეგ იპოვო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, აქ არც "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან რთულია, მასირებულ იერიშებს გაუძლო. ასეთ დროს, პერიოდულად, ინიციატივის მეტად აღებაა საჭირო. თურქეთთან თუ ბურთს შიგადაშიგ ვფლობდით, ჩეხებმა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური პრესინგი გვეთამაშეს და კონტრიერიშებზეც მინიმალური შანსი მოგვცეს.

ეს განსხვავებები, რაზეც ვწერთ ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში იჩენს თავს. რთულია, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებთან ტოლ-სწორად ითამაშო.

სანიოლის "მიგნებები"
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს და ეს უნარი არც ევროზე დაუკარგავს. ამჯერად უფრო შორს აღარ წავალთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამრთლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო ნაკლებადაა. გამოჩნდა, რომ იმის დრო ნამდვილადაა, გიორი გველესიანმა მეტი ითამაშოს (იმ ცოტა კურიოზული გაფრთხილების მიუხედავად).

სხვადასხვა ინსპირაციები საჭირო არაა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძისთვის დროის საერთოდ არმიცემა უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითადის უალტერნატივო წევრია და ტაქტიკური მოსაზრებებით, არც გიორგი ქვილითაიას შემოყვანაა რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვნახეთ მატჩები, სადაც ზივზივაძე-მიქაუტაძის ერთად თამაშმა გაამართლა, ახლა კი ამის მცდელობა არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ აქტიურად შევუტიეთ, ვილის ხელში ჩვენი ნაკრები ჩამოყალიბებული "ბ" გეგმით მაინც არაა და ეს აშკარა პრობლემაა. საბა ლობჟანიძის შემოყვანა და სწრაფი ფებბურთელით მეტოქის "დასჯა" თეორიულად სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც განვითარდა, თუმცა ბოლომდე არ გამოვიდა. აქვე, ჩვენი მხარდაჭერა საბას - ასეთებიც ხდება!..

რა იქნება...
პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ამ დროს პრესკონფერენციაზე რაც არ უნდა თქვან, ვიცით, რომ ფეხბურთელები მაინც მოდუნებულები არიან. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან ზუსტად ამ ვითარებაში დამარცხდნენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრები თავისას უნდა ეცადოს. საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსი 2 ქულითაცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი უნდა დაამარცხოს. თურქებთან არაორდინალურ ვითარებაში გაშვებული მესამე ბურთის გამო ახლა თანაბარ ქულებზე ჩეხებს ჩვენთან უპირატესობა აქვთ. მნიშვნელოვანია, ბიჭებს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარდობა აქვთ, ორი ტურის შემდეგ გადაღლა ჩვეულებრივი ამბავია და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვითაც უნდა ველოდოთ.

შანსი რჩება, გამარჯვება საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგი-ვუპერტალი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 77 /
მე ქუთაისიდან ვარ, 18-ში ას საფეხურიან კიბესთან დიდ ეკრანზე სხვა ქუთათურებთან ერთად ვუყურე თამაშს ჩეხებთან, წარმოუდგენლად დადებითი ატმოსფერო იყო. მხოლოდ ჩემ სუბიექტურ აზრს გამოვთქვამ. შუა ხაზი არ გვყავს - ზედიზედ 2 ზუსტი პასის გაკეთებაც გვიჭირს, დაცვა არ გვყავს - მამარდაშვილის იმედზე ვართ მთელი საქართველო, შეტევაში მიქაუტაძე დიდებულია, თუმცა დანარჩენისგან ამდენი მომენტის განიავება წარმოუდგენელია, ფიზიკურად გვიჭირს როგორც ყოველთვის. ჩემპიონატის დაწყებამდე ითქვა, რომ საქართველო ყველაზე სისტი გუნდია ევროზე, სამივე თამაშს წააგებს და ვერცერთ ბურთს ვერ გაიტანს, თუმცა თავდადების და ბრძოლის ხარჯზე ერთი ქულა უკვე ავიღეთ და 2 ბურთი გავიტანეთ (ისე 4 ქულა მაინც უნდა გვქონდეს - თურქეთთან ფრე ბოლო წუთებზე და ჩეხებთან გამარჯვება დამატებულ მე-5 წუთზე). მჯერა ჩვენი ბიჭების, რომ პორტუგალიასთან საუკეთესო თამაშს ითამაშებენ და ყველას გაგვახარებენ!!!
ჭიჭიკო
24 ივნისი 2024 00:18
2
გენაცვალეთ ქუთათურებო კახეთიდან კერძოდ ლაგოდეხიდან. საინტერესო გამოვიდა ეს ჩემპიონატი, მთლიანად ჯერ არსად არაფერი გარკვეული არ არის რამოდენიმე გუნდის გარდა და ყველას გვჯერა რომ ჯგუფიდან გავალთ.
T.q
24 ივნისი 2024 02:24
0
დაიმახსოვრეთ, პორტუგალიასთან ყველაზე ლამაზ და მაგარ მატჩს ჩავატარებთ, ჩვენ ნაკრებს ყოველთვის უჭირდა ფიზიკურათ ძლიერ გუნდებთან თამაში, ტეხნიკურ გუნდებთან ყოველთვის კარგათ ვთამადობდით. თან ზურიკოს,და წიტეიშვილს პორტუგალია თბილისში ყავთ უკვე დამარცხებული 21 წლამდელები და ეხლა ეროვნული ნაკრების დროა. უფალი თქვენთან ბიჭებოოოოოოოო.
კახა
23 ივნისი 2024 22:51
0
ბუდუს თავიდანვე უნდა ათამაშებდა ჯაიანი მებრძოლი ბიჭია და შეუძლია მეტოქე მცველები დაღალოს არაქათი გამოაცალა აქ კი ჟორჟს მეტი შანსი აქ ს ტექნიკა უფრო გამოიყენოს დაღლილ მცველებმა იგივე კვარაცხელია და შემოტევებს მეტ გასაქანს მისცემდა ამიტომაც გაუგებარია ბუდუს იგნორირება ვილი გამოიღვიძე ეიფორია ჩაშლილი...
კახა
23 ივნისი 2024 22:22
1
საქართველოს ჭირს ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება სახელმწიფოს და საზოგადოებას დაემართოს!! 10 დაქირავებულ კრეტინს და 10 გულწრფელ მაგრამ უჭკუოს შეუძლია ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება. რადგან კოლექტიურად საზოგადოებას უჭირს რეალობის შეფასება!! ინდივიდუალურად დარწმუნებული ვარ ყველა გონიერი და რაციონალური ადამიანია!!!! მაგრამ ერთიანობით აზროვნება გვიჭირს!! იოანე პეტრიწი ამბობდა შენი ფიქრი შენვე უნდა დაბადო!! და ჩემი აზრით ამის შემდეგ კარგად ნაფიქრი და გააზრებული მიაწოდო საზოგადოებას!! ხალხი სერიოზულად განიხილავს ზივზივაძის პოლიტიკოსობის გამო უთამაშებლობას!! მიშა სააკაშვილის დემოკრატობას, ოპოზიციის ევროპულობას!! მითიურ ომის პარტიებს და სხვა მისთანა სულელურ თეორიებს. რატომ უნდა დავიჯერო რომ სანიოლზე მეტი იცის პირობითად ქართველმა გულშემატკივარმა?! უბრალოდ არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიონალიზმი და სწავლა-განათლება არ არსებულა!!! 10 წლის უკან 145 ადგილზე ვიყავით რეიტინგში!!!!!! 145 ადგილზე!!!!!!და ფედერაციის შენობა არველაძის დრინდელ ფედერაციას ბანკში ქონდა ჩადებული ვალების გამო!!!!!! ბოლო 5 წელიწადში ნაკრებმა ერთა ლიგის ჯერ ც დივიზიონი მოიგო მერე დ დივიზიონი ამას გარდა ევროპაზეც გავედით!! საქართველოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და ჰოლანდიას, ბელგიას და პორტუგალიას მოვუგეთ და ჯგუფიდან გავედით!!! ასაკობრივი ნაკრებები ყოველ წელს მინიმუმ ელიტ ლიგაში ხვდებიან და ხშირად ფინალურ ეტაპებზეც!! სტადიონები და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია!! საბოლოოდ შედეგს გამოიღებს ნელნელა უკვე მოაქვს კიდეც!! აქ და სოც ქსელებში ანალიზებს დებთ, თავი მოგაქვთ, ბაქიბუქობთ და ეროვნულ ჩემპიონატზე 200 კაციც არ მიდის არადა უმაგრესი თაობა ყავს თუნდაც დინამოს და საბურთალოს!! ჯადოსნური ჯოხი არ აქვს არავის რომ უცბად ესპანეთი გავხდეთ მაგრამ ქართველებს სისხლში გვაქვს ფეხბურთი და მაქამდეც აუცილებლად მივალთ!!!! დიდება საქართველოს!! მადლობა ბიჭებს!!!!!! და ერთად დგომით ყველაფერი გამოგვივა!!!!!!!!
Pepelu
23 ივნისი 2024 21:54
2
ძალიან მოწადინებული ყოფილხარ. კარგი ბატონო,იყოს ათიანი და მხოლოდ ტენდერში გამარჯვება. მაგრამ შედეგი იგივე გამოდის.
ქოცება მაინც დიაგნოზია, არაფერი გეშველებათ.
ჟორა
24 ივნისი 2024 00:53
8
ბიჭო ჟორა 5 იანებს მარტო მიშა გიწერთ:))))) შეფასების სისტემა 10-ბალზეა გადასული მარა ნაცები ისევე ტყემალზე ზიხართ და ბლის კურკებს ისვრით :)))))))))) !!! ჩვენ შორის სსიპ ააიპ მერიაში ან რაიმე სახ სამსახურში დასაქმებულის ……..!!!! ეს ნაცები ასე ყველა ერთი … რანაირად ხართ ნაკეთები?!!! :))))))))))
Pepelu
24 ივნისი 2024 00:20
0
ყველა გამოხმაურება
დიახ შანსი გვაქვს პორტუგალიის მოდუნებული მოტივაციით..პლუს ლეაო არ ეყოლებათ..იმედია კიტე ითამაშებს..გამოჩნდა რომ ცენტრი სუსტია..თუ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა სანიოლმა..ბიჭრბის მჯერა..ვიმსახურებთ 4 ქულას და გასვლას..ყველა ქართველი დღეს ფეხბურთით ვცხოვრობთ..იმედი გავქვს და მიდით ბიჭებო..
კიეზა
23 ივნისი 2024 20:51
2
რატომღაც დღემდე არ ნელდება ხბოს შეძახილები, რომ თოთქოს სანიოლმა ჩაიდინა რაღაც სასწაული, ჯერ რომ ევროზე გაგვიყვანა და მერე თავად ჩემპიონატზე თამაშით. ამასთან დაკავშირებით მინდა ფაქტები მოგიყვანოთ: ყველა მონაცემი ტრანსფერმარკეტიდანაა (ამაზე კომპეტენტური შემფასებელი ღირებულების ჯერ არ არსებობს, რომ იქნება იმით შევაფასებთ). ევროზე მონაწილე გუნდების ღირებულება ვისაც საქართველო ( 161.05 მლნ) აღემატება: სლოვაკეთი (156.4 მლნ.) სლოვენია (141.55 მლნ.) ალბანეთი (111.6 მლნ.) რუმინეთი (92.13 მლნ.) უნგრეთი თითქმის თანაბრად ფასდება (165.45 მლნ.) მინდა შეგახსენოთ ეს ქვეყნები ყველა შესარჩევის ჯგუფებიდან მოხვდნენ ევროზე, ზოგიერთმა საერთოდ მოიგო ჯგუფი. ამ ჩემპიონატზე ჯერ უნგრეთს არ აქვს ქულები(ჯერ ლიდერებს შეხვდა) , სხვებს უკეთესი შედეგი აქვთ ნაჩვენები. საქართველო შესარჩევ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე , ხოლო ევროზე ერთა ლიგიდან გავიდა. ამ ტურნირზე გამოთიშა ლუქსემბურგი (12.75 მლნ.) არცთუ დამაჯერებლად და საბერძნეთი ( 134 მლნ.) პენალტების სერიით. იმავე ტურნირის პლეიოფს საქართველომ ვაისის დროსაც მიაღწია. მაშინ საქართველოს მთლიანი ღირებულება დღევანდელი მამარდას ფასის ტოლი იყო, თითქმის 46 მლნ. და დამარცხდა ფინალში გუნდთან - ჩრდილო მაკედონია, რომელიც მაშინ ფასდებოდა -71.43 მლნ-ად. ამ ციფრებიდან გამომდინარე სანიოლის მღაღადებელი იტყვის, რომ ჩვენი ნაკრების ფასის ძირითად ნაწილს წამყვანი ფეხბურთელების (პირველი3-4 ) ღირებულება განსაზღვრავსო. საპასუხოდ გეტყვით, რომ სხვა ნაკრებებშიც თითქმის ანალოგიური სიტუაციაა, მეტნაკლებად პირველი 3-4 ფეხბურთელია გდამწყვეტი მთლიანი ნაკრების ღირებულებაში. აქვე აღსანიშნავია რომ ამ ნაკრებებიდან სხვადასხვა მიზეზების გამო ( ჩემპიონატის დონე, მენეჯმენტი, მდებარეობა, არაევროკავშირი და სხვა) საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელის ღირებულება არ შეესაბამება მათ პოტენციალს. ეს ყოველივე აჩვენებს, რომ როცა გვაქვს ნაკრებიდან კარგი ფეხბურთის მოლოდინი, არ გვაკმაყოფილებს მაჩანჩალა პოზიციები და ვითხოვთ გამართულ თამაშს, გამოვდივართ ნაკრების რეალური შესაძლებლობებიდან და გულისამრევია ზოგიერთის მუდმივი წამოყვედრება, თითქოს სანიოლს ძეგლებს უნდა ვუდგამდეთ, რადგან ევრო გვაღირსა. ჩვენი ევროპაზე მოხვედრა კანონზომიერია. თუ მწვრთნელი და ფედერაცია ადექვატურად გაუძღვებოდნენ საქმეს, ჩვენ ბიჭებს ძალუძთ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ევროპულ ფეხბურთში.
ამატაკი
23 ივნისი 2024 19:48
13
კანონზომიერება სწორმა მუშაობამ მოიტანა და არა თქვენნაირმა ენაყრანტალებმა!
ლუკა
24 ივნისი 2024 14:34
0
მაგას რასაც წერ ინტრიგნობა ქვია!! ახლა უმაგრეს ესპანურ ხამონზე და სზვა გემრიოლობებზე რომ არ ვიყო დაპატიჟებული კი გაგცემდი პასუხს:)))))) მაგ ციფრები რაც გიწერია და ანალიზი ყველაფერი ტყუილია!!! ხბო კიდე შენს გარშემო მოიკითხე!!!! :)))))
Pepelu
23 ივნისი 2024 22:00
1
ყველა გამოხმაურება
იმის გათვალისწინებით რომ პორტუგალიელები სამხრეთელები არიან, და შეიძლება გერმანელებივით მაქსიმალისტები არ არიან,- იმ ვითარებაში რომ გუნდი გასულია, შესაძლებელია სწორი ტაქტიკით მათი დამარცხება, ჩვენ ათჯერ დიდი მოტივაცია გვაქვს და ყველაფერი შესაძლებელია, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბურთი მრგვალია
იკა
23 ივნისი 2024 19:43
2
ქართული ფეხბურთის პრობლემების სანიოლზე დაბრალება, სირცხვილია და ქართველებს არ გვეკადრება. რაც სანიოლმა ექსპერიმენტები ატარა, რაც მაგან ფეხბურთელები გამოცადა. მე მგონი არ დარჩენილა ტაქტიკური სქემა რომ არ გამოეცადა. ჩვენ ქართველები უმადური ხალხი არ ვართ. რადგან აზაროვი ან არაბიძე არ წაიყვანა ამიტომ არ შეჭამეს? სამაგიეროდ გუნდი ყავს შეკრული.
პ.ს. ზოგიერთს გონია სანიოლი "ოცნების" ჭკუაზე დადის და ამიტომ ბუდუ არ ათამაშა. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, რომ სანიოლი ევროპელია, ცნობილი თავისი პრინციპულობით. ჰოდა, თუ ეგრეა აუცილებლად იტყოდა სათქმელს, იმიტომ რომ თქვენნაირი რუსულად მოაზროვნე არ არის და სამსახურის შოვნაც არ გაუჭირდება.
მწარე
23 ივნისი 2024 19:40
5
მწარეჯან
უმუშევარი იყო როცა კობიაშვილმა მიაკითხა
პრინციპულობით ცნობილია? სად? როგორ? იქნება და ცხელ ხინკალს არ მიირთმევს არავითარ შემთხვევაში?
რაც არ უნდა წეროთ ამ საბიუჯეტო სტრუქტურების დაბალჩინოსნებმა,ყველას ყველაფერი ესმის და ნუ გაგვიხურეთ სამი გადაღებილი სტადიონით და შეჭმული 200 მილიონით.( რეალობაში ნაღდი ციფრები დაიდება როცა ფედერაცია სასამართლოში ჩვენებებს მისცემს)
ჟორა
23 ივნისი 2024 23:57
5
ჩვენი ნაკრები ისტორიულად უფრო კარგად თამაშობენ გრანდებთან,
თან ეს ნაკრები დისი პოტენციალისაა.
ბუდუ და კიტე თუ შემოემატებათ, ღვთის შეწევნით, მაშინ იმედი უნდა ვიქონიოთ.
თენგო
23 ივნისი 2024 19:38
2
ისევ იგივე,ცრუ მოლიდინების შექმნა არ შეიძლება.ჩვენ ვერ მოვუგებთ პორტუგალიას,ამის შანსიც არ გვაქვს.რის საფუძველზე ვფიქრობთ რო მოვუგებთ,სადღაც სამ. კორეასთან წაგების გამო? პორტუგალია როტაციას განახორციელებს და ათამაშებს ჟოტას,რამოშ და ფელიშს,სხვებსაც და რომელია საჩუქარი? თან ამ სამიდან ყველა ფიქრობს რო სასტარტოს იმსახურებ,ხოდა მოტივაცია არ ექნებათ? თან მარტინესის მოსვლის მერე,გადახედეთ სტატისტიკას,საშუალო და დაბალი დონის გუნდებთან არ აგებ,რაღა ჩვენთან გამოიმნაირდებიან?

რაც შეეხება შემადგენლობას,ყველა უნდა მიიღო დრო,თუ საშუალება იქნება და თან ზივზივაძეს არც არაფერი გაუკეთებია ისეთი რო უპირობოდ ის უნდა შემოსულიყო.ეს არის პირველი დიდი ტურნირი,გამოცდილება ყველამ უნდა მიიღოს. თქვენ რო რაღაცას მოელით ან გინდათ,არ ნიშნავს რეალობას.ნუ უსმენთ ამ ვითომ ჟურნალისტებს,პოპულარობის ამაღლება სურთ და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის.
იასონას უდარი
23 ივნისი 2024 19:16
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული