პორტუგალიის ნაკრებმა F ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და 26 ივნისს საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩს მათთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. პორტუგალიელთა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კი განაცხადა, რომ გარკვეულ როტაციას მიმართავს.
ჯერ უცნობია, რამდენად შეცვლილი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან ლუზიტანები ჩვენს გუნდს და რამდენად მოტივირებულნი იქნებიან, თუმცა, ცხადია, ვისაც შანსი მიეცემა, თავის წარმოჩენას შეეცდება.
პორტუგალიელთა კაპიტანმა რონალდომ თავის სოციალურ ქსელში ვარჯიშის სურათი გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: "სრული სიმძლავრით ვემზადებით!".
კაპიტანო-შენ უნდა შეჰკრა დაცვა, როგორც დუღაბი...
ქოჩორ, კიდევ მეტი ჟინი და თავდადება...
ხვიჩა, ხვალ შენ საკუთარ თავსაც უნდა გადაახტე...
კაკაბა, შენ ხვალ გოლი გაგაქვს...
გიორგი, ბუდუ, ჟორჟი, ბიჭებო...
აბა თქვენ იცით...
საქართველოსთვის, ბიჭებო, წინ, საქართველოსთვის, ბიჭებო, გოლი...
ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები...
ბედმა გაგვწირა კი არა ბედი გვაქვს მაგარი.