რონალდო საქართველოსთან მატჩზე: სრული სიმძლავრით ვემზადებით!

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრებმა F ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და 26 ივნისს საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩს მათთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. პორტუგალიელთა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კი განაცხადა, რომ გარკვეულ როტაციას მიმართავს.

ჯერ უცნობია, რამდენად შეცვლილი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან ლუზიტანები ჩვენს გუნდს და რამდენად მოტივირებულნი იქნებიან, თუმცა, ცხადია, ვისაც შანსი მიეცემა, თავის წარმოჩენას შეეცდება.

პორტუგალიელთა კაპიტანმა რონალდომ თავის სოციალურ ქსელში ვარჯიშის სურათი გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: "სრული სიმძლავრით ვემზადებით!".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბებერო შენთან ერთად უნდა დაგამარცხოთ მაგას აქვს მუღამი.
კვარა საუკეთესო თამაში უნდა ითამაშო.
მამარდ!!
G.LA
03:48 25-06-2024
3
სასწაულის მჯერა, იმედით ცოცხლობს ადამიანი
გოგა
08:45 25-06-2024
2

სიახლეები პოპულარული