"იმედია, რონალდოს მაისურს მე მივიღებ" - კვარაცხელია

AutoSharing Option
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:

"რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, რადგან მათ გარანტირებული აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. ყველაფერი შესაძლებელია, შანსის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვეცდებით, ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ.

რონალდოსთან შეხვედრის გამო ღელვას არ ვგრძნობ, პირიქით, ვოცნებობდი, მის წინააღმდეგ მეთამაშა. რონალდო ბოლოს ევროპაშიც აღარ თამაშობს და სასიამოვნოა, სანაკრებო დონეზე რომ შევხვდები. მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, მის
მაისურს მივიღებ.

პეპეს წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიტანოთ! თოთოეული ფეხბურთელი მზადაა, მაქსიმუმი დადოს. ბევრჯერ მოგვიგია ან მოგებაც შეგვეძლო. ხვალ მოსაგებად გავალთ!..

ბოლო წუთებზე გამოუყენებელი მომენტები ცუდად გვახსოვს, მაგრამ ისიც ვიცით, გარდატეხის შეტანა ყოველთვის შეგვიძლია. ლეაო ჩვენ წინააღმდეგ რომ ვერ ითამაშებს, ეს სამწუხაროა, ამავდროულად კი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. უფრო მეტს ვიმსახურებდით, შესაძლებელი იყო, უფრო მეტი ქულა გვქონოდა.

ჩეხეთთან ვგრძნობდით, რომ თითქოს საქართველოში ვთამაშობდით. სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ. ზოგადად, ძირითადად, ფლანგზე ვთამაშობ. ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი პორტუგალიასთან გამომივიდეს".

ღვთისავარ ანთაძე გელზენკირხენიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.


მკითხველის კომენტარები / 41 /
ხვიჩა, კარგი იქნება თუ თავის დაფასებას ისწავლე. შენ არ ხარ იმ დონის ფეხბურთელი რომ ვინმეს მაისურზე იოცნებო.
ჟორა
26 ივნისი 2024 22:35
1
ეხლა რაღას იტყვი?????სირცხვილიააა!!!!!!!
თიკო
27 ივნისი 2024 03:59
0
მიმართვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და მთავრობას, ასევე ყველაზე მაგარ ქართველ მოქანდაკეებს!
საქართველოში უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ მე და ჩვენი ასოციაცია დიდი ხანია ვმუშაობთ შავ ზღვაში წყალქვეშა მუზეუმის მოწყობის და სხვა მეტად მნიშვნელოვან პროექტებზე. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ შარშან მეღვინეობა ხარებას მხარდაჭერით, ზღვის ფსკერზე პირველი წყალქვეშა ღვინის მარანის მოწყობა და ამ კომპანიის ყველაზე საუკეთესო (პრემიალური კლასის) ღვინის დაძველება დავიწყეთ.
უკვე ძალიან მალე (ორ თვეში) ზღვაში დავარგებულ ერთი წლის ღვინოებს ამოვიღებთ, რომელიც მესამე განზომილებაში სულ სხვანაირ გემოს და განსაკუთრებულ (ეგზოტიკურ) ელფერს იძენს!
ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ რას ნიშნავს დღეს თითოეული ქართველისათვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ნაკრების კრიშტიანო რონალდუს პორტუგალიასთან გამარჯვება და მითუმეტეს ჯგუფიდან გასვლა!
აღნიშნულიდან გამომდინარე გამოვდივართ წინადადებით და მზად ვართ საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, ყველა გოლის გამტან ფეხბურთელს მეღვინეობა ხარებას ზღვაში დაძველებული ერთი ბოთლი საუკეთესი წითელი ღვინო
გადავცეთ! გარდა ამისა, გამარჯვების გოლის გამტანს, გონიო-კვარიათის სანაპირო წყლების ზღვის ფსკერზე ძეგლი დავუდგათ და საფუძველი ჩავუყაროთ პირველ წყალქვეშა სკულპტურულ მუზეუმს!
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი ნაკრების გამარჯვების, რადგან კვარას, მამარდას, ჟორჟს, ჩაკვეს, ბუდუს, ქოჩორას და სხვებს საქართველოსთვის კიდევ უფრო დიდი ისტორიის დაწერა ნამდვილად შეუძლიათ!
ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე ძლიერი ქართველი მოქანდაკეები გამოგვეხმაურებით (რა თქმა უნდა დაგვჭირდება სპონსორებიც). საქართველოს ხელისუფლება კი შავი ზღვის ფსკერზე პირველი წყალქვეშა მუზეუმის და ასევე ღვინის მარანის სათანადო დონეზე მოსაწყობად და დასაცავად, ბოლოს და ბოლოს თუნდაც 1-2 ჰექტარ საზღვაო აკვატორიას გამოგვიყოფს!

დავით ნიკოლეიშვილი
საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე
Tel/Viber/whatsApp: +995.577.124979. https://www.youtube.com/watch?v=XDPwTak-Is8&t=422s
დავითი
26 ივნისი 2024 19:42
0
ვაააააააა ამის მაისურმა ხომ წამიხდინა ხასიათი. მთელი საქართველო თქვენ შემოგყურებს რონალდოს მაისურს გავკარი მაკრატელიიიიიიიიიიი.............ბიჭოოოოოოოოოოოო
გუჯა
26 ივნისი 2024 18:45
0
აი ჯუღელი
!!
26 ივნისი 2024 15:53
1
არა რა ამხელა ბიჭი ხარ და კიდევ დასაღვინებელი ხარ. რეებზე ფიქრობ გულში რო გქონდეს ხმამაღლა არუნდა თქვა არაა ლამაზი. რამდენს უნდა მისი მაისური და წინასწარ ჯავშნი? ან რადროს მაისურზე ნადირობაა გაანძრიე ერთი ადგილი რო დასეირნობ მოედანზე. შენ კონტე მოგხედავს გაგწურავს აბაზანის პირსახოცივით!!!
რონი
26 ივნისი 2024 15:35
8
ოᲦონდ არ გარეცხო!)
მარგალი
26 ივნისი 2024 14:44
2
რა დროს ეგაა, ჯიმა! მესმის, რომ ბავშვობის ოცნებები სულ სხვაა, მაგრამ ხომ უნდა გაიზარდო?! ბოლ-ბოი არა ხარ უკვე, ნაპოლის და ნაკრების ჯილა ხარ, რა მაისური, გონს მოდი, კაცი ხარ უკვე. იმაზე ისაუბრე, რომ მაისურისთვის კი არა, მოსაგებად გადიხარ, რონალდოს ფანი კი არა, ღისრეული მოწინააღმდეგე ხარ და ამას მინდორზე დაამტკიცებ! მაისური არც ახსენო! მაისური თვითონ მოვა, ოღონდ ეგ არაფერი უნდა იყოს გამარჯვების სიხარულთან შედარებით!
ქომაგი
26 ივნისი 2024 14:04
3
მეგრული ზახოდია საჭირო,
მიდი და უთხარი თამაშის დროს -შენი და მევასება,მარა არც მაიკაზე ვიტყვი უარსთქო.
ან მაიკას მოგცემს და ან თავს გხევს და გააგდებენ
Levani
26 ივნისი 2024 13:59
4
დღეს ვნერვიულობ, და... შენც და შენი ქვეყანაც მაგრად რომ 'არ ადარდებს', ეგეთი კაცის მაისურზე არ უნდა იოცნებო.

ნუ ასახიჩრებთ ბავშვების ცნობიერებას, ჟურნალისტები ამაზე პასუხისმგებელი ხართ. ამას მაისურის იმეში აქვს, და ვიღაცა ისევ ჩათვლის რატომაც არ შევარდეს და დაუჩოქოს რონალდუს ან შვაინშტაიგერს.
ვანდა ჯიქია
26 ივნისი 2024 12:08
12
ბატონო ღვთისახვარ, მადლობა თქვენი რეპორტაჟებისთვის.
კუდრაჭა
26 ივნისი 2024 11:54
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული