ვილი სანიოლი: ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს - ფედერაციამ ბევრი გააკეთა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის 2:0 დამარცხების და პლეი-ოფში გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო - ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით; როცა გაქვთ, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!

დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!

როცა საქართველოში ჩავედი, ცოტა სხვა
ფეხბურთი იყო. ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა. ბიჭებს სურთ, არა მხოლოდ მოიგონ, არამედ კარგი თამაშით გაიმარჯვონ.

ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. რაც შეეხება კიტეიშვილს, ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშს იმსახურებს. ჩვენ არც კი გვიცდია მომავალ მეტოქეებზე წინასწარ მსჯელობა. კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!

მსაჯის სასტვენი სანამ არ გავიგეთ, მანამდე შედეგზე ფოკუსირებულები არ ვიყავით".

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" პორტუგალიასთან მატჩში?

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altუზადოდ შეასრულა - მიქაუტაძემ პორტუგალიასთან სხვაობა გაზარდა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
დღეს ყველაფერი სწორად გააკეთა ვილიმ,უკვე 2026წლის მუნდიალზე გასვლაც არ იქნება სასწაული!ფიფას რეიტინგში დავწინაურდებით და ეგება მესამე კალათაშიც ავღმოჩნდეთ წილისყრისას.ისლანდიამ სწორედ 2018წლის მუნდიალზე გასვლაც მიაყოლა ევრო სასწაულის მერე! ჩვენც მათ გზას ვიმეორებთ! ყველაფერი ხდება გადაბერებულ ხორვატიასთან 3-0 არ უნდა შეგვაშინოს! და დონარუმასავით მამარდასაც საოცარი სეივები აქვს! თან ვიცით ესპანეთთან როგორ ვითამაშოთ,გვაქვს გამოცდილება!
მეზღვაური
27 ივნისი 2024 02:56
2
ვილი შენ ხარ უმაგრესი მწვრთნელი!!!! და კიდე უკეთესი ადამიანი!!!!
Pepelu
27 ივნისი 2024 02:43
5
ქართული ზღაპარი ევროზე გრძელდება!
დავიწყეთ მოკრძალებულად, შემდეგ ვიგრძენით საკუთარი ძალები და ბოლოს მოედანზე თვით რონალდუ წავშალეთ.
რაც მთავარია, კვარადონა ათამაშდა, რომელიც პირველ შეხვედრებში შედარებით ჩრდილში იყო.
ახლა როგორც არ უნდა დამტავრდეს მატჩი ესპანეთთან, ეს ბიჭები უკვე გმირები არიან
სსრკ-ს დაშლის შემდეგ პირველად დავბრუნდით დიდ ევროპულ ფეხბურთში.
უკრაინის გავარდნის შედეგ კი ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც აგრძელებს ბრძოლას. როგორ მაგონებს ეს 1980-81 და 1981-82 წლების ევროსეზეონებს, როგორც სტაჟიან გულშემატკივარს.
Так держать ბიჭებო!!!
სტალინი
27 ივნისი 2024 02:33
4
ვილი შენ ყოფილხარ კაცი. სიტყვის კაცი. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს რაც გააკეთე ჩვენთვის. მადლობა ეს ის მცირედია რაც შეილება ვთქვათ.
მადლობა
მადლობა
მადლობა
ლაშა
27 ივნისი 2024 02:22
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული