"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ.

ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები. ახლა მთავარია, ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან
ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება.

ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებული არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერი ვიქნებით.

დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ: ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.

პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

თუკი კვარაცხელიას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს და "ნაპოლის" პატივი უნდა სცეს".

ღვთისავარ ანთაძე კიოლნიდან

მკითხველის კომენტარები / 70 /
სანიოლის მიმართ დიდი მადლიერების მიუხედავად, ის ნაკრებიდან უნდა წავიდეს. თავისი გასაკეთებელი ამ ადამიანმა უკვე გააკეთა და ნაკრების ახალ საფეხურზე ასაყვანად გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი გვჭირდება.

ახალმა მწვრთნელმა, შესაბამისი ტაკტიკური განსწავლულობიდან გამომდინარე, ნაკრებს უნდა ასწავლოს ბურთის ამოტანა და პრესინგის თამაში, რასაც ასევე მაღალი დონის ფიზიკური მომზადების მწვრთნელი სჭირდება.

გარდა ამისა, მიუხედავად გულშემატკივრების დიდი პატივისცემისა, ნაკრებიდან უნდა წავიდნენ კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, რომელთა ადგილებიც ახალგაზრდა ბიჭებმა უნდა დაიკავონ.
მამუკა
01 ივლისი 2024 18:11
26
ყველაფერი კორეკტულად და სწორად თქვი მეგაბარო, 100%-იანი ხარ.
გია
01 ივლისი 2024 22:18
3
კიდევ კარგად გამოვედით,ჭაობებში გაზრდილი ხალხი ესპანეთის მინდვრებში გაზრდილ ხალხს რანაირად მოუგებდა? სად გინახიათ,წყალში და ჭაობში მარადონა ან პელე იზრდებოდეს? ამიტომაც,ბავშვთა ფეხბურთს და სტადიონებს მიხედეთ ან მივხედოთ.

ისე,ყველას ავიწყდება რო ესპანეთში ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი ყავთ და მაინც ბურთი დაგვიმალეს ანუ სისტემურად აკეთებენ საქმეს.იამალი 16 წლის არის,ვილიამსი 21-22 წლის,პედრიც პატარა ბიჭია,ლანორმანიც,ოლმოც,ზუბიმენდიც და ფერმინ ლოპესი.რატო ჩამოვთვალე ეს ხალხი,ესპანეთია და ახალგაზრდებს აძლევს შანს,როცა შედეგს დიდი მნიშვნელი უნდა ქონდეს და ჩვენ რას ვაკეთებ? 37 წლის კაშია,30+დვალი,33 წლის გველესიანი და ამას მომავალს ვუწოდებთ,ხომ არის აშკარა რო სისტემურობა გვაკლია. შედეგი მნიშვნელოვანი არ არის,თუ საქმეს მეთოდურად მიყვები.წარმატება თავისით მოვა. კანკავა მიყავდათ კიდევ,ჯაბას ეყო კაცობა და უარი თვითონ თქვა,სიგუა უბრალოდ 11X11 სათამაშოდ წაიყვანეს. როგორი კარგი ბიჭები არიან და ყურადღება უნდა მიექცეთ ახალგაზრდებს.
გენო შავდია
01 ივლისი 2024 09:45
23
იმიტო რო სიმართლე არავის უყვარს,ურჩევნიათ ლამაზი ტყუილი.ფესბუქსამყაროში ცხოვრობენ და იმის იქეთ არაფერი იციან.თან ზოგმა ახლა გაიგო საფეხბურთო ნაკრები რო გვყავს და ასე გონიათ აწყობილი სისტემით მივედით ევრომდე. არადა მართლა სიმართლე უწერია
გიორგის
01 ივლისი 2024 11:42
9
რატომ აქვს ამ საიტზე მართალ კომენტარ ბევრი დიზლაიქები?
გიორგი
01 ივლისი 2024 11:09
13
ჩვენი მერვედფინალში გასვლა არის სრულიად ფანტასტიური მიღწევა!. თავდადება, ბრძოლა, დისციპლინა, ტექნიკა და იღბალი ერთობლივად დაგვეხმარა. ესპანეთთან მოგების მოთხოვნა პატარა ქვეყნის ნაკრებისთვის არარეალური რამეა. დღევანდელ ფეხბურთში თუ ესპანეთის(და სხვა დიდი ნაკრებების) დონეზე გინდა ითამაშო, მაშინ 26 თანაბრად ძლიერი, მსოფლიო დონის მოთამაშე უნდა გყავდეს. ამის მიღწევა კი 3.5 მლნ ერს შეუძლია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: მთელი რესურსის მიმართვა ფეხბურთზე, ყოველი ბავშვი უნდა ვარჯიშობდეს, სხვა გუნდური სპორტები უნდა გავაუქმოთ და ასე შემდეგ. თუმცა ეს მაინც არ იქნება საბოლოოდ წარმატების გარანტი, ისევ ჩვენი მცირერიცხოვნების გამო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი მოლოდინების მართვა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. ჩემთვის ამ მიღწევის დასტაბილურება იქნება მიღწევა. ანუ ჩვენი სტაბილურად მონაწილეობა დიდ ტურნირებზე და იქ პლეი ოფისთვის ბრძოლა, ზოგჯერ პლეი ოფში გასვლა და რაც შეიძლება შორს. ეს არაა პატარა ამბავი და დიდი ძალისხმევა ჭირდება ამასაც.
გიორგი
01 ივლისი 2024 09:00
13
მასე არაა,უბრალოდ სწორი თამაში უნდა ვისწავლოთ.ხორვატიაში დაახლოებით ჩვენი მოსახლეობის რაოდენობაა და რა წარმატებას აღწევენ ბოლო 20 წელია მსოფლიო და ევრო პირობებზე კი ვხედავთ.შენო ლოგიკით 150 მილიონიანი რუსეთი და 80 მილიონიანი თურქეთი მუდამ ჩემპიონები უნდა ხდებოდნენ.
დათო
01 ივლისი 2024 09:57
5
გიორგი მეგობარო
იქნებ გადაგემოწმებინათ ხორვატიის და ურუგვაის მოსახლეობის რიცხოვნობა.
ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ, მცირერიცხოვანი ქვეყნები გრანდების ტოლსწორად ვერ გააგორენენ ბურთს.
ამის უამრავი მაგალითი არსებობს, თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების წარმატებები რად ღირს.

ზაზა
01 ივლისი 2024 12:27
1
ყველა გამოხმაურება
100% დახარჯვა იმედია შენი თავიც იგულისხმე, არაუშავს რაც იყო, იყო.
ეხლა უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ნაკრები გადაეწყოს.
ესპანეთთან ფაქტობრივად ვითამაშეთ 4 ცენტრალური მცველით. ლოჩოშვილიც ცენტრალური მცველი იყო.
ასე თამაში არის სირცხვილი.
უნდა ვისწავლოთ თანამედროვე ფეხბურთი.
გუნდი 4-1 აგებდა და მეტიქოსი ნახევარზე ვერ გადადიოდა.
ან ვინ უნდა გადასულიყო, როცა 4 ცენტრალური მცველით თამაშOბ.
ფაქტობრივად ნაკრებს არ ყავდა ფლაგები და შუახაზი.
ასე როგორ მოიგებ თამაშს.
დღეს ფლანგის მცველების გარეშე ფეხბურთი არ არსებობს.
აუცილებლად უნდა მიეხედოს ამ საკითხს.
d
01 ივლისი 2024 08:48
6
იასონა
კაი ჩასაფრებული ბოღმა ხარ
ნაკრების და საქართველოს წარმატებას შენისთანები ვერ დაინახავენ
შენ დაგცა ნაც პარტიამ
თენგო
01 ივლისი 2024 09:16
11
რას ერჩი,ტყუილი უწერია?
რას ერჩი
01 ივლისი 2024 11:44
5
სანიოლი უნდა წავიდეს. მადლობა, რომ რაღაც დონეზე აიყვანა გუნდი. მაგრამ სანიოლი არც დიდი ტაქტიკოსია, არც მოტივატორი, არც სწორი ფეხბურთელების შემრჩევი, დატორმუზებული აზროვნებს და გვიან იღებს გადაწყვეტილებებს. მისთვისაც კარგი გამოცდილება იყო, თორე ახლა სადმე საფრანგეთის სოფლის გუნდის მწვრთნელი იქნებოდა. აი ნახავთ, ჩვენგან რომ წავა, მერე რამეს თუ მიაღწიოს. ახლა კვარა - მიქაუტაძე - მამარდაშვილით რაღაც დადებითი იმიჯი შეიქმნა. მომავალში - ვნახოთ.
ქუთაისელი
01 ივლისი 2024 11:08
27
1000%!
გია
01 ივლისი 2024 11:31
9
ნუ გაახურეთ ყველამ საქმე! ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და ამის დასტურია, რო ყველას თავი შეაყვარეს! თუნდაც ის რად ღირს სოცქსელებში, ყველა ჩვენს ნაკრებზე დადებითად რო ალაპარაკდა! ესეც დიდი საქმეა! წინ მსოფლიო ჩემპიოატი გველოდება და ამიტომ შეეშვით სანიოლის ლანძღვას!
აბა წავიდააა, "ვაი კრიტიკოსების" დიდიიი ექსპერტის, ხუხაობანა!
01 ივლისი 2024 12:07
6
წაკითხულიდან აზრი რომ ვერ გამოგაქვს გეტყობა. ბიჭებზეა ეხლა საუბარი ვინც აკრიტიკებს თუ მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე?
გიორგი
01 ივლისი 2024 14:25
2
ბურთი არ დაანახეს და მადლობა ბიჭებსო 30 წელი ესე გვაბოლებენ წაგება იმისაა დასკვნა გამოიტანო და მერე მოიგო
rembo
01 ივლისი 2024 10:43
26
უცხოელი კონსულტანტები გვჭირდება ბავშვთა ფეხბურთში . ფიზ მომზადების და ტაქტიკური სქემების შესწავლის კუთხით . ნიჭიერი , მონდომებული და წარმატებული ბავშვები სახელმწიფომ უნდა გაათავისუფლოს გადასახადებისაგან . ,,კარგი მამიკოების " შვილები მოწიფულ ასაკში , როგორც წესი , უმეტეს შემთხვევაში არ ხასიათდებიან სპორტის მიმართ გულმოდგინე , პროფესიონალური დამოკიდებულებით .

აუცილებელია საჯარო სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეწთილების აღდგენა !!!
zaza
01 ივლისი 2024 16:19
2
ამ კაცს მართლა რა ნამუსით აკრიტიკებთ და ჭკუას ასწავლით, რომელიმე ფეხბურთში უკეთესად ერკვევით ? დავიჯერო, გვარდიოლები და კონტეები წერენ აქ კომენტარებს ? საოცრებაა.
კნოპსი
01 ივლისი 2024 13:29
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული