საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ევროპირველობაზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მან კონკურენტებს დიდი უპირტესობით აჯობა. WhoScored-მა მამარდაშვილი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მოკლედ დაახასიათა:
„ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შედეგად ქართველმა მეკარემ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. 23 წლის კარის დარაჯი ჩეხეთთან შესანიშნავი თამაშით საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მეორე ადგილზე გავიდა“.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.76)
მცველები: იოზუა კიმიხი (გერმანია, 7.45), იაკა ბიოლი (სლოვენია, 7.33), პეპე (პორტუგალია, 7.33), ნუნუ
მენდეში (პორტუგალია, 7.51)
ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (ესპანეთი, 7.56), დანი ოლმო (ესპანეთი, 7.72), ჯამალ მუსიალა (7.51)
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი, 7.61), კოდი გაკპო (ნიდერლანდები, 7.59), ნიკო უილიამსი (ესპანეთი, 7.39)