"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ.

ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები. ახლა მთავარია, ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან
ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება.

ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებული არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერი ვიქნებით.

დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ: ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.

პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

თუკი კვარაცხელიას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს და "ნაპოლის" პატივი უნდა სცეს".

ღვთისავარ ანთაძე კიოლნიდან

მკითხველის კომენტარები / 70 /
ასეთ სტილში თამაში სამარცხვინოა, სლოვაკეთს ვუყურე, 90 წუთი ეთამაშებოდა ინგლისს პრესინგს, მამარდაშვილი რომ არ გვყოლოდა ჩეხეთთანაც და ესპანეთთანაც უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით, ასეთი ტაქტიკით დღეს არავინ თამაშობს,სანიოლს ეშინია, რომ ვერ გაუძლებენ ფეხბურთელები, მაგრამ ცვლილებები ხომ არსებობს/ აი სად არის ჩვენი გასაჭირი, არ გვყავს სრულფასოვანი შემცვლელები, ამაზეც ადრე უნდა გვეზრუნა, აბა ალთუნაშვილი გამოდგება კიტეიშვილის შემცვლელად?
პატრიოტი
01 ივლისი 2024 12:14
16
ბრიყვი უნდა იყო სანიოლს რომ აგინო რომელმაც ამ დონის ფეხბურთელებით ისეთი ფეხბურთ ათამაშა ნაკრებს რომ არა საოცარი,გიჟური ესპანეთი ყველასთან გვექნებოდა გასვლის შანსი.
ვა რა დონეა ტო
01 ივლისი 2024 16:04
3
1. მიქაუტაძე რომ წააქციეს, 100% თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა მსაჯს.
2. იმათი ორი გოლი გასაუქმებელი იყო. მეკარეს რომ ხელს უშლი, პასიური თამაშგარე ხდება აქტიური.
3. ხვიჩამ შორიდან რომ დაარტყა ცარიელ კარში, ასეთებს ათიდან ათს გაიტანს, დაღლილი რომ არ იყოს.
4. კარგი მწვრთნელი ამ ფეხბურთელებით ორი თამაშის შემდეგ გავიდოდა ჯგუფიდან და პორტუგალიაასთან ძირითად ფეხბურთელებს დაასვენებდა.
5. მწვრთნელი უნდა იყოს ქართველი. უცხოელს მიაჩნია, რომ დიდ წარმატებას არ იმსახურებ. თამაშს რომ იგებს ჩვენი გუნდი, უცხოელ მწვრთნელს ეს უკვირს.
რეალობა
01 ივლისი 2024 14:01
35
რეალობა-ს მაგას რეალობა კი არა უმადურობა და დაუნახაობა ჰქვია, ძალიან ცუდი თვისებაა--არ გაახარებს კაცს. ქართველებს არ გვახასითებდა და მოგვიმრავლდა.
გიორგი
01 ივლისი 2024 14:45
4
დისლაიკისტებო! სასაცილოები ხართ. რომ იცოდეთ, რამდენად აშკარაა, რომ ფეხბურთი ახალგაზრდობაშიც არ გითამაშიათ.
რეალობა
01 ივლისი 2024 14:34
5
ყველა გამოხმაურება
ესპანეთი ალბათ ჩვენთან ტანჯვით, მარა მაინც გაგვცდებოდა, მარა გოლი გასაუქმებელი იყო და პირველი ტაიმი მოგვეგო ასევე წითელი უნდა მიეცათ ესპანელი ფეხბურთელისთვის პირველ ტაიმში გაშლილი ფეხით რო ჩაარტყეს, ასევე ძალიან საკამათო იყო მიქაუტაძეზე არ დანიშნული პენალტიც, ესეთი პენლები რამდენი დადებულა? მარა მსაჯები ერიდებიან ტოპ გუნდებზე მსგავს რამეებს. ალბათ არეულობები არ დაიწყოს. 2-0 ესპანეთი ნოკაუტში იქნებოდა დარწმუნებული ვარ.
სიმართლე
01 ივლისი 2024 13:44
3
მამარდააშვილის, ჩაკვეტძის და კვარაცხელიას თაობა არის ოქროს თაობა.
გაცილებით უფრო დიდი მიზნები უნდა დაისახონ.
სანიოლი მათ ამუხრუჭებს. ძალიან კარგია, რომ მას ირლანდიის ფედერაცია წაიყვანს მალე.
რეალობა
01 ივლისი 2024 15:06
18
მერე ვინ დავნიშნოთ, ჭიაბრიშვილი?
მე არ ვარ ბოროტი
01 ივლისი 2024 20:00
2
არ ამბობენ, პირველ ტაიმში ესპანელი ფეხბურთელი გასაგდები რო იყო გაშლილი ფეხით რო ჩაარტყა. დე ბრუინი ლიგაზე პსჟ_სთან მაგის გამო გააგდეს. ან დახმარება რად უნდათ ტოპ გუნდეს?
სიმართლე
01 ივლისი 2024 13:36
2
ვის რად უნდა პსჟ ეს მუქთახორა..
!!
01 ივლისი 2024 11:14
44
ნაკრებს მწვრთნელი ჭირდება და არა პრაქტიკანტი. მაგალითისთვის სლოვაკეთ-ინგლისის მატჩი აიღეთ, რა ტოლ-სწორად ეთამაშა სლოვაკეთი ინგლისს და შეადარეთ ჩვენი თამაში.
გიორგი
01 ივლისი 2024 11:55
9
მერე ინგლისს ეთამშე თუ ესპანეთს? განსხვავებას ვერ ხედავ? თუ ვერა, მით უარესი შენთვის.
გიორგი
01 ივლისი 2024 14:48
2
ნაკრების უბედურება სანიოლია. ამ საკითხის განხილვა თუ არ მოხდა, ისევ ამ ფრანგ ავანტურისტს დანიშნავენ, სამწვრთნელო პრაქტიკას ჩვენს ნაკრებში რომ გადის.
გია
01 ივლისი 2024 11:37
75
ფაქტია სანიოლმა გუნდი აქამდე მოიყვანა, რისთვისაც დიდი მადლობა. თუმცა მაინც მაქვს კითხვები ცვლილებებთან დაკავშირებით - წინა თამაშების შემთხვევაში ძალიან აგვიანებდა შეცვლებს. გუშინ ესპანეთთან 2:1-ზე წიტაიშვილ-დავითაშვილი რატომ გამოყავდა, ვერ გავიგე (სანამ გამოვიდნენ 3:1 გახდა). არც ერთი და არც მეორე არ არის იმ დონის რომ ესპანეთის დონის გუნდთან, სადაც გოლია აუცილებლად გასატანი, ეს გააკეთოს. შეცვლების შემდეგ საერთოდ მოიშალა ნახევარდაცვა და შეტევა, სრულიად
ქაოტური გახდა თამაში, საერთოდ აღარაფერს გავდა, უაზრო უადგილო და უმისამართო გადაგდება მეტოქის ნახევარზე(ჩაწოდებასაც ვერ დაარქმევ) და იქ ეგებ ვინმეს რამე გაეკეთებინა, სულ ეს იყო
გიორგი
01 ივლისი 2024 11:27
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული