"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ.

ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები. ახლა მთავარია, ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან
ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება.

ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებული არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერი ვიქნებით.

დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ: ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.

პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

თუკი კვარაცხელიას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს და "ნაპოლის" პატივი უნდა სცეს".

ღვთისავარ ანთაძე კიოლნიდან

მკითხველის კომენტარები / 70 /
ვარზე სასაყვედურო არაფერი გვაქ ეგრე ჯერ კიდე ლუქსემბურგთან კაკაბაძე გასაგდები იყო და იმ გაუქნებული გოლისას ჯერ ჟორჟი ქაჩავდა მაისურზე და მაგაზე, რომ ყურადღება მიექციათ საერთოდ არ ვიქნებოდით ევროზე.
Yoko Ono
01 ივლისი 2024 02:03
27
რასაც ყვები რეალს 6-7 ლიგა მაგის დამსახურებით აქვს მოგებული.
12345
01 ივლისი 2024 13:34
0
საინტერესოა რა მიგვაჩნია წარმატებად და რა გვიხარია? ყველა კომპონენტში ვართ გამოკვეთილად ყველაზე სუსტი გუნდი, თითქმის ორჯერ აღვემატებით ბოლოდან მეორე ადგილოსანს. ერთადერთი რაშიც ვართ უპირობოდ პირველ ადგილას ეს არის მეკარის სეივები და რასაც მივაღწიეთ მხოლოდ ამის წყალობაა, სხვა არაფრის. უეფას სტატისტიკის მონაცემებით კარში დაგვირტყეს 29-ჯერ, ჩვენზე ნაკლებ უარეს გუნდებს აქვთ: 16, 14, 13 და ასე შემდეგ. არც მინდა დავასახელო სახიფათო შეტევების, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული პასების სიზუსტის და თუ დრიბლინგების სტატისტიკები. ყველაფერში 2ჯერ ვაგებთ, ჩვენს შემდეგ ადგილოსანთან. შევეშვათ ფანტაზიებს, მხოლოდ მეკარის თამაშით მოვედით აქამდე.
სიმენონი
01 ივლისი 2024 17:33
10
ნუ ჩხუბობთ. სანიოლი არ დარჩება. ირლანდიის ფედერაცია დიდ ფულს სთავაზობს.
Merci, Willy, et au revoir.
რეალობა
01 ივლისი 2024 13:40
4
პსჟს ფული აქ და ჭკუა არა როგორი ფორმითაც მბაპე გაყიდა რეალში და ეგეთი უტვინო გუნდი თუ გადაიხდის 80 მილიონს კვარაში სხვა არა მგონია....ტიპი ვერ გაიზარდა და გუნდური თამაში ვერ ისწავლა თორემ უფრო მეტს გოლს გავიტანდით ევროზე
გიო
01 ივლისი 2024 11:38
65
გიოსმართლა ტიპი ბრძანდებით,და არაფერიც არ გესმით ფეხბურთის და არა მარტო ფეხბურთის- ქართულად აზროვნების ამ ცხოვრებაში,ნეტავ როდემდე?კვარაცხელია ხვიჩა კი თავის საქმის პროფესიონალია და ქართველობის გზასაც დამდგარი
წვიმიანი კიოლნიდან
01 ივლისი 2024 12:23
4
გიო ფეხბურთი არაა შენი საქმე, წადი ბიძია სიმინდი გამოთოხნე.
მე არ ვარ ბოროტი
01 ივლისი 2024 19:55
2
საინტერესოა რა მიგვაჩნია წარმატებად და რა გვიხარია? ყველა კომპონენტში ვართ გამოკვეთილად ყველაზე სუსტი გუნდი, თითქმის ორჯერ აღვემატებით ბოლოდან მეორე ადგილოსანს. ერთადერთი რაშიც ვართ უპირობოდ პირველ ადგილას ეს არის მეკარის სეივები და რასაც მივაღწიეთ მხოლოდ ამის წყალობაა, სხვა არაფრის. უეფას სტატისტიკის მონაცემებით კარში დაგვირტყეს 29-ჯერ, ჩვენზე ნაკლებ უარეს გუნდებს აქვთ: 16, 14, 13 და ასე შემდეგ. არც მინდა დავასახელო სახიფათო შეტევების, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული პასების სიზუსტის და თუ დრიბლინგების სტატისტიკები. ყველაფერში 2ჯერ ვაგებთ, ჩვენს შემდეგ ადგილოსანთან. შევეშვათ ფანტაზიებს, მხოლოდ მეკარის თამაშით მოვედით აქამდე.
სიმენონი
01 ივლისი 2024 17:15
3
გვარდიოლას უთქვამს სანიოლის თუ გაუშვებთ მე მოვალ მანდო. თურმე სხვა ტოპ მწვრთნელებსაც უნდათ მოსვლა
ოთო
01 ივლისი 2024 16:18
12
მსგავსი უკბილო, გოიმური ხუმრობების ადგილი აქ არ არის.
მამუკა
01 ივლისი 2024 18:13
2
რატომ ესეთი ირონია? ნაკრებმა რამე დაგიშავა
ოთო-ს
01 ივლისი 2024 16:46
2
გურამ კაშიამ ჯერ არ ვფიქრობ სასვლაზეო... მასე არ შეიძლება 37 წლის ხდება მალე ხო უნდა მიხვდეს რომ წასვლის დრო მოივიდა?! გუნდმა უნდა დაიწყოს მსოფლიოს შესარჩევისთვის მომზადება.

ასევე ჩემი აზრით ნელ-ნელა უნდა დავიწოთ თანამედროვე ფეხბურთის თამაში, გასაგებია რომ შედეგიანია ყველა დაცვაში და კონტრშეტევებზე თამაშის აგება მაგრამ ჩვენ გვაქვს ლამაზი ფეხვურთის თამაშისთვის საჭირო ფეხბურთელები და ეს უნდა გამოვიყენოთ...
რიკი
01 ივლისი 2024 15:25
3
შე ემილა ზოლა
პირველი ბურთია არ უნდა ჩათვლილიყო, კიტეს ტრამვამ დაგვღუპა, თუ არა ეს ორი ფაქტორი, იყო თუ არა ვარიანტი მეორე ტაიმში სხვა რაქტიკა მოგვეძებნა, ცოტაც გამართლება და ესპანეთის დიდი გუნდი დაგბემარცხებინა.
რა არის აქ გაზვიადებული?!
პატივს არ ვცემ პესიმისტებს!
თენგო
05 ივლისი 2024 17:20
1
არანაირი მაგრამ!
სანიოლ
01 ივლისი 2024 13:31
3
დისლაიქს რატო მიწერთ? პსჟ_ში ვილოცოთ წავიდეს. მაგ ბარდაგებში რა უნდა? ან ფეხბურთი გესმით ვაბშე? სოფლის გუნდიდან გრანდში რო მიდიხარ უკან გადადგმული ნაბიჯია?
ika
01 ივლისი 2024 13:47
3
კაკაბაძე ლუქსემბურგთან არ იყო გასაგდები, ისე რომც გაეგდოთ 10 კაცითაც მოვუგებდით იმ ბარდაგებს.
იკა
01 ივლისი 2024 13:38
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული