ისტორიული წარმატება - საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას სტუმრად სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ლიეტუვა 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ბებიას და დანელიას დარტყმული ბურთები მეკარე შეშკუტემ მოიგერია. 86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბაქრაძე მცველმა იონუშაიტემ  წააქცია და ბებიამ პენალტით გოლი გაიტანა. 95-ე წუთზე პირისპირ გასულ მასპინძელთა თავდამსხმელს მეკარე გაბუნიამ არ გაატანინა და გავიმარჯვეთ.

ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.

ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და
C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

დრუსკინინკაი. „სპორტ კომპლექსი“

ლიეტუვა - საქართველო 0:1
გოლი: ბებია (88, პენ)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა, ხაბურძანია (ბუხრიკიძე 46), დანელია, ბებია, ბაქრაძე (ნარსია 90+2)

მკითხველის კომენტარები / 13 /
მადლობა მაიკო ბებია✊))
გიუშა
01:08 17-07-2024
0
ამ საიტზე ხსლხი ყავთ სპევიალურად დისლაიკები რომ დასვან
Dato
23:57 16-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული