"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ.

ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები. ახლა მთავარია, ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან
ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება.

ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებული არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერი ვიქნებით.

დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ: ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.

პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

თუკი კვარაცხელიას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს და "ნაპოლის" პატივი უნდა სცეს".

ღვთისავარ ანთაძე კიოლნიდან

მკითხველის კომენტარები / 70 /
1. მიქაუტაძე რომ წააქციეს, 100% თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა მსაჯს.
2. იმათი ორი გოლი გასაუქმებელი იყო. მეკარეს რომ ხელს უშლი, პასიური თამაშგარე ხდება აქტიური.
3. ხვიჩამ შორიდან რომ დაარტყა ცარიელ კარში, ასეთებს ათიდან ათს გაიტანს, დაღლილი რომ არ იყოს.
4. კარგი მწვრთნელი ამ ფეხბურთელებით ორი თამაშის შემდეგ გავიდოდა ჯგუფიდან და პორტუგალიაასთან ძირითად ფეხბურთელებს დაასვენებდა.
5. მწვრთნელი უნდა იყოს ქართველი. უცხოელს მიაჩნია, რომ დიდ წარმატებას არ იმსახურებ. თამაშს რომ იგებს ჩვენი გუნდი, უცხოელ მწვრთნელს ეს უკვირს.
რეალობა
01 ივლისი 2024 14:01
35
1 , 2 და 4 პუნქტებზე გეთანხმები .
zaza
01 ივლისი 2024 16:18
7
რეალობა-ს მაგას რეალობა კი არა უმადურობა და დაუნახაობა ჰქვია, ძალიან ცუდი თვისებაა--არ გაახარებს კაცს. ქართველებს არ გვახასითებდა და მოგვიმრავლდა.
გიორგი
01 ივლისი 2024 14:45
4
ყველა გამოხმაურება
ესპანეთი ალბათ ჩვენთან ტანჯვით, მარა მაინც გაგვცდებოდა, მარა გოლი გასაუქმებელი იყო და პირველი ტაიმი მოგვეგო ასევე წითელი უნდა მიეცათ ესპანელი ფეხბურთელისთვის პირველ ტაიმში გაშლილი ფეხით რო ჩაარტყეს, ასევე ძალიან საკამათო იყო მიქაუტაძეზე არ დანიშნული პენალტიც, ესეთი პენლები რამდენი დადებულა? მარა მსაჯები ერიდებიან ტოპ გუნდებზე მსგავს რამეებს. ალბათ არეულობები არ დაიწყოს. 2-0 ესპანეთი ნოკაუტში იქნებოდა დარწმუნებული ვარ.
სიმართლე
01 ივლისი 2024 13:44
3
ნუ ჩხუბობთ. სანიოლი არ დარჩება. ირლანდიის ფედერაცია დიდ ფულს სთავაზობს.
Merci, Willy, et au revoir.
რეალობა
01 ივლისი 2024 13:40
4
კაკაბაძე ლუქსემბურგთან არ იყო გასაგდები, ისე რომც გაეგდოთ 10 კაცითაც მოვუგებდით იმ ბარდაგებს.
იკა
01 ივლისი 2024 13:38
3
არ ამბობენ, პირველ ტაიმში ესპანელი ფეხბურთელი გასაგდები რო იყო გაშლილი ფეხით რო ჩაარტყა. დე ბრუინი ლიგაზე პსჟ_სთან მაგის გამო გააგდეს. ან დახმარება რად უნდათ ტოპ გუნდეს?
სიმართლე
01 ივლისი 2024 13:36
2
არანაირი მაგრამ!
სანიოლ
01 ივლისი 2024 13:31
3
დისლაიქს რატო მიწერთ? პსჟ_ში ვილოცოთ წავიდეს. მაგ ბარდაგებში რა უნდა? ან ფეხბურთი გესმით ვაბშე? სოფლის გუნდიდან გრანდში რო მიდიხარ უკან გადადგმული ნაბიჯია?
ika
01 ივლისი 2024 13:47
3
ამ კაცს მართლა რა ნამუსით აკრიტიკებთ და ჭკუას ასწავლით, რომელიმე ფეხბურთში უკეთესად ერკვევით ? დავიჯერო, გვარდიოლები და კონტეები წერენ აქ კომენტარებს ? საოცრებაა.
კნოპსი
01 ივლისი 2024 13:29
6
სად იყავით თქვე საცოდავებო, საიდან გამოძვერით ახლა, ფუჰ თქვენი უსამშობლო ჯიში რა ვთქვა?! ამდენი სიხარული გვაჩუქა ამ კაცმა და როგორ გიბრუნდებათ ენა პირში, რომ სანიოლი ლანძღოთ? თქვე უსახელო ნაბიჭვრებო. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში არაფერს არ წარმოადგენთ და იმენნა არარაობები ხართ.
ვაი თქვენს პატრონს
01 ივლისი 2024 12:26
14
მართალი ხარ ძმაო! ეს იცი რა მასტის ხროვები არიან? რომლებიც ვერ იტანენ ერის სიხარულს, მაშინ არიან კარგად როცა ქვეყანაში უბედურება ხდება. ეხლაც ერთი სიხარული და ყიჯინა აქვთ ნაკრების არ გასვლის შემდეგ ეტაპზე. მაგათ ჯინაზე ჩვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად გაიარეს მთელი ეტაპი და ღირსეულადაც ითამაშეს, რაც ძალიან დასაფასებელია! მადლობა ბიჭებო! სანიოლზე ამ მართლა უსამშობლოებს მოვუწოდებთ პირები გამოირეცხონ! სანიოლი უნდა დარჩეს და განაგრძოს მწვრთნელის რანგში მუშაობა!
ვეხმაურები "ვაი მაგათ პატრონს-ს"
01 ივლისი 2024 13:12
9
ასეთ სტილში თამაში სამარცხვინოა, სლოვაკეთს ვუყურე, 90 წუთი ეთამაშებოდა ინგლისს პრესინგს, მამარდაშვილი რომ არ გვყოლოდა ჩეხეთთანაც და ესპანეთთანაც უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით, ასეთი ტაქტიკით დღეს არავინ თამაშობს,სანიოლს ეშინია, რომ ვერ გაუძლებენ ფეხბურთელები, მაგრამ ცვლილებები ხომ არსებობს/ აი სად არის ჩვენი გასაჭირი, არ გვყავს სრულფასოვანი შემცვლელები, ამაზეც ადრე უნდა გვეზრუნა, აბა ალთუნაშვილი გამოდგება კიტეიშვილის შემცვლელად?
პატრიოტი
01 ივლისი 2024 12:14
16
არ უშვებს ნაპოლი თორე კი
bd
01 ივლისი 2024 12:11
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული