გველესიანს ინდონეზიაში უხმობენ - საქართველოს ნაკრების მცველმა შესაძლოა, ირანი დატოვოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველმა გიორგი გველესიანმა შესაძლოა, კარიერა ინდონეზიის ჩემპიონ "პერსიპ ბანგუნდში" განაგრძოს. ამის შესახებ ადგილობრივი jabar.tribunnews-ი წერს.

კლუბს მომავალი სეზონისთვის გაძლიერება სურს და რამდენიმე უცხოელთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ერთ-ერთი მათგანი კი "ჯვაროსანთა" უკანახაზელია.

მოგეხსენებათ, გველესიანი ახლა ირანული "პერსოპოლისის" ღირსებას იცავს და ახლა ერთი ქვეყნის ჩემპიონიდან მეორეში გადასვლის შანსი აქვს.

ინფორმაციისთვის, გიორგის ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან არ უთამაშია, ჩეხეთთან მოედანზე 9 წუთი გამოჩნდა, პორტუგალიასთან 76, ხოლო ესპანეთთან 78 წუთი ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გიორგი გველესიანი არამარტო კარგი ფეხბურთელი არამედ კარგად აღზრდილი ძალიან თავმდაბალი და ღვთისმოშიში ადამიანია ვუსურვებ მთელი გულით წინსვლას.
გიორგი
02 ივლისი 2024 19:56
0
პერსეპოლისი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე სისტემატურად ასპარეზობს და აზიის ქვეყნებში,გიორგი გველესიანს კარგად იცნობენ.ამიტომაც მიიწვიეს ინდონეზიაში.ძალიან ჭკვიანი ბიჭია გიორგი და დიდი იმედი მაქვს,სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.სადაც გინდა წავიდეს,დიდ წარმატებებს და კარგ კონტრაქტს ვუსურვებ.
სოსო
02 ივლისი 2024 17:02
2
ძაან ქართული შესახედაობა და სიდარბაისლე. რა სამწუხაროა, აქამდე რომ არ გიცნობდით ასე. წარმატებები და ყოჩაღ!
ყოჩაღ
02 ივლისი 2024 16:58
0
33 წლისაა გიორგი ყოვლისმცოდნეებო
ევროპული პერპექტივა ნამდვილად არ აქვს (სკამისთვის არ მემეტება)
იქნებ საუდის არაბეთი გაეჩითოს თუ არადა ირანშიც კარგადაა
პრაქტიკა აქვს და ნაკრებსაც გამოადგება 2-3 წელი
ავლიპ ზურაბიშვილი
02 ივლისი 2024 15:48
0
ავლიპ, ცოცხალი ხარ ტო?
მე არ ვარ ბოროტი
03 ივლისი 2024 01:01
1
სამწუხაროა რო აქამდე კარგად არ ვიცნობდით. არ აკლია ამ მშვენიერ კაცს არც გამოცდილება და არც ინტელექტი (მარტო მტჩისშემდგომი ინტერვიუებით სრულად გამოამჟღავნა), ასე რომ კარიერის ბოლოს თვითონ სწორად გადაწყვეტს დარწმუნებული ვარ.
მადლობა იმისთვის რაც გააკეთა ევროზე და სიამოვნებით ვიხილავთ მომავალშიც.
ID
02 ივლისი 2024 16:21
0
დალაგებული, დავარცხნილი, გაპარსული. ნამდვილი კაცი ხარ გიო გენაცვალე. აბა უმეტესობა არაბივით გამოიყურება და კომენტარებში წავიკითხე ერთხელ ინსტაგრამზე ქართველები არაბებს რატო გვანანო. სირცხვილი
Star lord
02 ივლისი 2024 14:55
8
თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად წავა. საკუთარი ავბავი უკეთ იცის. მე მენანებოდა ირანისთვისაც და ახლა ინდონეზიაო. ჩემის აზრით სჯობდა თუნდაც პოლონეთში გადმოსულიყო. მაგრამ თვითონაც თქვა ინტერვიუში არ მაქვს მოწვევები და იმიტომ არ მივდივარო. ვფიქრობ რომ კარგი აგენტი სჭირდება. ყველა ვარიანტში წარმატებები გიორგის
ვანჩოპე
02 ივლისი 2024 15:38
1
იმედია ისევ ვიხილავთ ნაკრებში, არავინ იცის თურქეთთან რომ გვყოლოდა და ჩეხეთთან უფრო მეტი დროით, იქნებ ესპანეთთან კი არა ავტრიასთან გვეთამაშა ჩვენც მერვედფინალი. კვირკველიაზე უკეთეს ფორმაშია ნამდვილად და მწვრთნელმა ეგ ამბავი ასე გვიან რატომ შეამჩნია არ მესმის ვერ გავიგე.
გოგა
02 ივლისი 2024 22:16
2
კეთილშობილი ადამიანია.წარმატებები!
ირინე
03 ივლისი 2024 20:39
0
რაიო რაი სადაო? შლი ლანკაშიო? მიანმარშიო? ააა კაბოჯაში, ხომ ვიეტნამთან მიმდებარედ? ააა, ახლა გავიგე!
აი მანდ რა უნდა? მაგელანია? კოლუმბი თუ ისა, რა ქვია, კაცო... ხო მიკლუხო მაკლაი?
02 ივლისი 2024 14:49
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული