ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი გველესიანმა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

გიორგი გველესიანმა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

გიორგი გველესიანის Geo Team-თან ჩაწერილმა ვიდეომ, სადაც ქართველი მცველი გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს, გულშემატკივარს შორის დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კერძოდ, საკითხზე, სადაც ის ქალთა ფეხბურთზე საუბრობდა. ბოლო დღეების მოვლენებთან დაკავშირებით, გიორგი გველესიანი, Geo Team-ის საშუალებით, ვრცელ წერილს აქვეყნებს.

"მოგესალმებით. საბედნიეროდ, სოციალურ ქსელ Facebook-ს ნაკლებად ვხმარობ. მეგობრები აფორიაქებული მირეკავენ, რაღაც სტატიებს მიგზავნიან, სადაც ჩემი ნათქვამი აზრიდან ფრაზები დანაწევრებულია და კონტექსტს მოგლეჯილია. ასევე, გამომიგზავნეს ქალბატონ ხატია დეკანოიძის სტატუსი და საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ქალბატონ ნინო სუთიძის სტატუსი. პირველი მათგანი ბოროტებასა და “სექსიზმში” მადანაშაულებს. სამწუხაროდ, მოსმენილის გააზრების პრობლემაც სახეზეა. მირჩევნია, არ გადავაბიჯო პატივისცემის და კორექტულობის საზღვრებს, თუმცა ქალბატონი ხატიასგან ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვა “ბოროტება” ცოტა კომიკურადაც ჟღერს. ჩვენ ორს შორის მე არც ღვარძლის თესვით ვარ დაკავებული და არც მოსახლეობის ცნობიერების ძირგამომთხრელ საქმეს ვეწევი. რაც შეეხება ქალბატონ ნინო სუთიძეს, მან საჯაროდ მომმართა, ჩემი საერთო აზრისგან აიღო ფრაზა “ქალებს ნაკლებად გამოსდით” და ამაზე ააწყო დიდი სტატუსი. ჩვენ კოლეგები ვართ და ალბათ, შეეძლო, ჯერ პირადად მოეწერა. მას ნამდვილად გულწრფელად მოვუსმენდი და გაუგებრობას აღმოვფხვრიდი. და თუ მაინც ნაწყენი დარჩებოდა, შემდეგ "საჯარო სამსჯავროში (სივრცეში)" ჩივილი ბევრად მისაღები იქნებოდა.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მთავარი მოტივაცია ამ ამბის რეზონანსულობა იყო და, პრინციპში, სადღაც გასაგებია, რატომაც...

გადავიდეთ მთავარ თემაზე, თუ რა ვთქვი მე და რა გახდა განხეთქილების მიზეზი. კითხვა დამისვეს, ისევ ვფიქრობ თუ არა, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არაა და უნდა თამაშობდნენ თუ არა...

მე არ მახსოვდა, რომ მსგავსი რამ 10-12 წლის წინ მითქვამს, უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად ბრიყვული მიდგომა და არაკოლეგიალური განცხადებაა, პატარა ასაკის მიუხედავად. განსხვავებით ქალბატონ ხატია დეკანოიძისგან, ვალდებული ვარ, ყველა ჩემს სიტყვაზე პასუხისმგებელი ვიყო. გავიდა წლები და დღეს დასმულ ამ კითხვაზე ვპასუხობ, რომ უნდა თამაშობდნენ, ვისაც სურვილი აქვს, უნდა თამაშობდეს, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ეს მათი საქმე ნაკლებადაა (ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი საქმე არაა), ნაკლებად გამოსდით. რომ საქართველოს ქალთა ნაკრების პროგრესით აღფრთოვანებული ვარ და თუ ასე გააგრძელებენ, არაა გამორიცხული, ეს აზრი მალე შემეცვალოს.

ანალოგიურად ვფიქრობ მკლავჭიდზეც, ძალოსნობაზე, კრივზე და სპორტის ყველა იმ სახეობაზე, სადაც ქალბატონებს დიდი ფიზიკური ტკივილი ადგებათ. იქ არ ყოფილა საუბარი და გარჩევა ამის გამომწვევ მიზეზებზე, თუ რა დაბრკოლებები აქვთ და ჰქონდათ გოგონებს ამ პროფესიის არჩევისას, თუ რა ბიოლოგიური განსხვავებები არსებობს და არსებობს თუ არა. ასევე, არ გვიმსჯელია იმაზე, თუ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ გოგონებს 6 წლიდან ვავარჯიშებთ, იგივე დატვირთვებით, რასაც ბიჭი ფეხბურთელები გადიან კარიერის მანძილზე, ან რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ყველანაირი ფინანსური და მენტალური ხელშეწყობა ექნებოდათ, ან რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ "ფიფა" სავალდებულო კვოტირებას შემოიტანს ფეხბურთში, გენდერული ნიშნით. არ გვიმსჯელია იმაზე, თუ რატომ დაყო გენდერის ნიშნით ფეხბურთი და არა მხოლოდ ფეხბურთი, თითქმის სპორტის ყველა სახეობა… ვერ ვიმსჯელებ იმაზე, რაც არ ვიცი.

ვფიქრობ, ყველა სპორტსმენი იმსახურებს პატივისცემას, განურჩევლად სქესისა. მე არავის შევხებივარ უპატივცემულოდ და მიწევს, ვითმინო დაუმსახურებელი ლანძღვა, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემი პირადი შეხედულება არ ემთხვევა ხალხის გარკვეული ნაწილის აზრს, რომელიც, პრინციპში, ჩემი აზრი კი არა, ობიექტური რეალობაა…

არსებობს მრავალი პროფესია, სადაც პირიქით, ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით, ქალბატონები ლიდერობენ. მეტსაც გეტყვით, არის დარგები, რომლებშიც, მე პირადად, გაცილებით მეტი სანდოობის შეგრძნება მაქვს ქალებთან მიმართებით. რა შუაშია აქ სექსიზმი?! ვისაც რა უნდა, ის აკეთოს. ჩემს სპორტში ათასობით მამაკაცი ფეხბურთელი თამაშობს ჩემზე უკეთ, უფრო მაღალი დონის გუნდებში და უფრო დახვეწილ ფეხბურთს. შესაძლოა, ქალთა ფეხბურთშიც მოინახონ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უკეთ გაიქცევიან, უფრო მაღლაც ახტებიან და ჩემზე უკეთ მისცემენ პასს... და რა ვქნა, ვაღიარო სხვაობა, თუ შეურაცხყოფილად ვიგრძნო თავი?! შეიძლება განზოგადებული ნათქვამის ასე ბრიყვულად გაგება?!

ჩემს გაგებაში, ქალთან ყველაზე ახლო მდგომი ეპითეტი არის სინაზე, მაგრამ ფეხბურთისგან ყველაზე შორს მდგომ სიტყვადაც სინაზე მახსენდება. თავად გოგონები მეზრდებიან. თუ მსგავსი სურვილი ექნებათ, მე ხელს ვერ შევუშლი, მაგრამ ძალიან დამენანებიან იმ ფიზიკური ტკივილისთვის, რაც ამ სპორტს მოაქვს და რაც მე პირადად გამომიცდია. თუმცა მე ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ და მაქვს განსხვავებული აზრის მიმღებლობაც.

ზოგიერთმა “გამჭრიახმა” ჩემი შეხედულება ირანის გავლენას მიაწერა. სხვათა შორის, ცნობისთვის, ირანში თითქმის ყველა კლუბს ჰყავს როგორც ვაჟთა ასაკობრივი, ასევე ქალთა საფეხბურთო გუნდები, რომელთა დაფინანსების ვალდებულება არსებობს და შეყვანილია კლუბის საერთო წლიურ ბიუჯეტში. დაბოლოს, თუ ვსაუბრობთ თანამედროვე თანასწორი გარემოს შექმნაზე, პირველ რიგში, სასწავლია წაკითხული/მოსმენილის გააზრება, შემდგომ განსხვავებული აზრის პატივისცემა და დისკუსიაში კორექტულად შესვლა. მადლობა!

პ.ს. კიდევ ერთი გადაცემა გავიდა "იმედზე", სადაც ძველი თაობის ვეტერანებზე ვსაუბრობ. სიუჟეტი ისე დაკორექტირდა, რომ დავით ყიფიანი დაუმსახურებლად მოჰყვა კონტექსტში. იმის მიუხედავად, რომ არასდროს მქონია ბედნიერება, გავცნობოდი მას, დავით ყიფიანი მაგ თაობის ნათელ წერტილად მიმაჩნია, როგორც საფეხბურთო, ისე სამწვრთნელო ასპარეზზე, ვიცი, რომ ჰქონდა დიდი სამწვრთნელო პოტენციალიც. სამწუხაროდ, არ დასცალდა. ამ გადაცემის ჩაწერაზეც, რომელიც ვერ მოხვდა საბოლოო ვერსიაში, შეგნებულად მხოლოდ მისი სახელი გამოვყავი, რათა არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. სხვებს რაც შეეხება, გამგები გაიგებს და ვისაც ეკუთვნის, ის ხალხი თავად მიხვდება. დრო ყველაფერს შეაფასებს. ვწუხვარ, რომ მიწევს იმის ახსნა, რისი ახსნაც, წესით, არ უნდა მიწევდეს. რომ აღარ მოხდეს კონტექსტის დამახინჯება, ამ წერილს, უცვლელად, Geo Team თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებს. ვიმედოვნებ, მედიის მხრიდან, ჩემზე ინტერესი ამით დასრულდება და მომეცემა საშუალება, მშვიდად ვაკეთო ჩემი საქმე", - აღნიშნავს გველესიანი.

• გიორგი

ქართველო სპორტსმენებო!ზედმეტი ნუ მოგივათ და ნუ მოაბეზრებთ ხალხს თავს!!

• Gvanca

ვერ ვხვდები ასე დიდ ყურადღებას რატომ აქცევთ ამ კაცის განცხადებებს? ვონც მართლა ნიჭიერი ფეხბურთელია და მცირე ასაკის მიუხედავად რაღაცას მიაღწია უკვე(კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე,ჩაკვეტაძე ქოჩორაშვილი...) იმათ 2 წუთს არ უთმობთ ტელევიზიები და პრესა. თუმცა რა გასაკვირია თქვენგან, პოლიტიკოსები ხართ და პოლიტიკოსები გაინტერესებთ მარტო...

• ვახო

ვინ არის ეს გველესიანი რა გახადეთ ვარსკვლავი ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელია საქართველოში რომელსაც ხალხი არ იცნობს ყოველდღე გველესიანზე წერთ საერთოდ არ მაინტერესებს როგორც ფეხბურთელი და არც იცნობდა არავინ ევროპამდე ყველაფერში პროპაგანდა როგორ შეიძლება იყოს სხვებზე დაწერეთ ფეხბურთის გვამებზე წერას დაანებეთ თავი გველესიანი ერთხელ გამოჩნდა და მადლობა რაც გააკეთა მეტი აღარ გამოჩნდება და იმიტომ გამოიძახეს რომ მეტი არ გვყავს არავინ თორემ მაგნაირებს ნაკრებში რა უნდა ეს არის რეალობა

• როზა ლუქსემბურგი ტირეს

წარმოდგენაც არ მაქვს რაც დაწერეთ. ეტყობა თქვენ უყურებთ ეგეთ რაღაცეებს. ოცდამეერატე საუკუნეა, არაა პრობლემა. რასავ გინდა იმას უყურეთ და სექსითაც იმ სქესთან დაკავდით ვინც მოგესურვოთ :D

აი ქალთმოძულე ჭორიკანა გველესიანი რომელიც ნაკრებში გამოძახებამდე წერილს წერილზე აქვეყნებდა იხვეწებოდა და ყველაფრისთვის მზად იყი..აი ეს არსება ახლა ქალთა ეროვნულ ნაკრებს დამამცირებლად მოიხსენიებს..ეს არის უმდაბლესი საქციელი მაგრამ ასეთი უბადრუკებისგან არ უნდა გეწყინოს…

• - ს

როგორიც ნიკი გაქვს, იმხელა კაციც ხარ. შე ქოცების ტროლ-ბოტო შენა. ცახცახებ? ჯერ სადა ხარ. კანკალი და ცახცახი ოქტომბერში ნახე.)))))

• Irakli

100%

• სვანსკი

პოლიტიკოსები ყველაზე სამარცხვინო კასტა თუ სექტა რა შეიძლება ეწოდოს ამათ,თქვენ ყველაზე დაბლა დგახართ და გველესიანზე კი არა ნებისმიერ რიგით მოქალაქეზე ლაპარაკის უფლებაც არ გაქვთ,ფულზე გაყიდული მონები,ნაც-ქოცთა ბანდა და ენჯეოშნიკები. როგორც გველესიანი შრომობს,თქვენს ისე უნდა იშრომოთ,თქვენი ოფლით უნდა იშოვოთ.გეყოთ სხვის ჯიბეში ხელის ფათური ვინ ხართ თქვენ, ვინ მოქცათ "სისინის" უფლება

• ვასასი-ს

მეხი ცარიელ ადგილზე არ ეცემა

• bebe

ბიჭო შეეშვით ამ კაცს, აგორებს ბურთ ისე როგორც იცის, საქართველოს ნაკრების დონის მაინც არის, მაგრამ ეს პოლიტიკოსობას ნუ აწებებთ არაფერ შუაშია. მაგრამ ერტი რამ მინდა ვთქვა, ბუდუ ზივზივაძე ხალხმა გააღმერთა რუსული კანონის წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარის გამო, ოპოზიციამ კი ბუდუ გამოიყენა თითქოს მის მხარდამჭერი იყოს, ეს ხელისუფლებამ მიიღო როგორც მისი წინააღმდეგი წასული პერსონა რომლის რეიტინგი დღითიდღე იმატებდა, ამიტომ საფეხბურთო წრეში მოძებნეს გველესიანი (სხვა არცერთი არ გამოადგებოდა ნაკრებიდან, იმიტომ რომ ბუდუს მეგობრები არიან), მიიწვიეს ყველგან, უნივერისტეტებში, ტელევიზიებში, ინტერვიუები, სოციალური გვერდებით პიარი და გააკეთებინეს ოცნების მხარდამწერი განცხადებები, ფაქტიურად მისი ჭკუით შექმნეს ბუდუს კონკურენტი ,,ძალიან გონიერი ფეხბურთელი" რომელიც მას მხარს უჭერს. ეს იყო ხელისუფლების ამოცანა ეს ბიჭი კი წამოეგო, მიხვდება გვიან რომ გამოიყენა ოცნებამ :(

• იასონას უდარი

რუსეთის მონა რატომ ვარ,სიმართლე რო გითხარი,აგეწვა ერთი ადგილი ხო და შემომივარდი? რაც შეეხება ჩემს კომენტარს ბათუმელებზე,არც რელიგიური ნიშნით ყოფილა და არც კუთხურობის ნიშნით. ასე რო ყოფილიყო,მთლიანად აჭარას ვახსენებდი ან ხულოს რაიონს,მარა ბათუმელებზე დავწერე. იმ კონკრეტულ თამაშზე რაც იკადრეს,ეგრე იქცევიან თურქი ფანები და ამიტომაც შევადარე. რაც შეეხება კონფლიქტს,ეგ მე არ დამიწყია,დიდი ხანია ეგ ამბავი მიდის და ეხლა გაიგე შე ცალფაზიანო იდიოტო? რატომ არის საქართველოს ძირძველი კუთხე ავტონომიური ოლქი? თუ იქ ჯიგრიანი ქართველები ცხოვრობენ და ქართველობენ,რატომ არ აუქმებენ მაგ სტატუსს? მაგალითისთვის,კახეთში ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს,თუმცა გინახიათ მოთხოვნა ავტონომიურობის? მაგას თავი რო დავანებოთ,სამეფო-სამთავროებად დაშილილ ქვეყანას და მის მეფეს მარტო კახელებმა უერთგულეს,ესეც არ იცით ხო? რელიგია საერთოდ არ მაინტერესებს,ავტონომიურობა არ მომდის თვლაში რატომღაც და არც თურქების გულავი მაგ რეგიონში. თუმცა ბათუმელები მაგრად გკიდია,ამერიკის ფედერალურ სარეზერვო ბანკის ხსენებაზე ავარდი,თითქოს ეს დაწესებულება მარტო ქართველებს უქმნიდეს პრობლემას. კენედი მაგის გამო მოკლეს,მას სურდა ამ კონკრეტული ბანკის ნაციონალიზაცია,თუმცა მოკლეს. ისევე ვნებს ამერიკას ეგ ბანკი,როგორც საქართველოს. რაც შეეხება რუსეთს,მონა არანაირად არ ვარ,მონა რო ვიყო ენა მაინც მეცოდინებოდა ბატონის,არ ვიცი და საინტერესოა,რა ენაზე დამიმონეს რუსებმა? სამაგიეროდ,ჩინური მინდა ვისწავლო,რათა ჩინელებს დავეხმარო ამერიკელების გაპანღურებაში,რაც ჩვენს განვითარებასაც გამოიწვევს.

• რეზო

ეს ნაკრებში არ უნდა გამოეძახათ.მაგ პოზიციაზე საზონოვი უკეთესია.

• Dato

შენ საერთოდ,როგორ იღებ ხმას შე რუსეთის მონავ, შენ არ იყავი ბათუმელებს თურქები რო უწოდე და შუღლს აღვივებ კუთხურობის ნიშნით და რელიგიურად

• ციციკორე

ფაქტიურად, თავი გაწირა. ვ.თ.პ-ს

• Რაგბის ფანი

ხატია დეკანოიძის ხსენებაზე ნაცების ბოტები აფორიაქებულან.

• - ს

აბა, საწყლები. ბიძინას რომ არ ეჩუქებინა, ისე ვერ იგულავებდნენ? )) სულ რომ მთელი ქონება დაუმტკიცონ, ამ ბიჭებს საარჩევნოდ ვერავინ იყიდის. უბრალოდ სუფთა თაობაა და იციან პატიოსანი შრომის ფასი. ისტორიას ბარდებიან საბჭოთა კორუმპირებული გადმონაშთები!

• კარეკა

შენ გადაწყვიტე რომ გაგვილანძღა?! "მეტი რაღა გინდა"-თ ანუ შენი ადალჟენიით ჩვენ ვიმოქმედოთ?!.. მოდი........ (((

• უსაქმურ, ამაშია საქმეს.

გატყობთ, მაგ საქმეში მაგარი გამოცდილება გექნება! "ბროჭეულს" ვგულისხმობ! გიორგიზე აქოთებული პირები გამოირეცხეთ კაცთმოძულეებო!

• ამაშია საქმე

ამას და მის დამცველებს მარტო ბროჭეულის .... თუ უშველის.

შენ იონესკოს სპექტაკლის" მელოტი მომღერალი ქალის 'გავლენის ქვეშ ხარ აშკარად. საბოდიშო არაფერი გაუკეთებია გველესიანს და რატომ უნდა მოიხადოს. .

დიდი ხანია დაეცათ და იმ მეხს ბიძინა ერქვა . პერმანენტულად ისევ ეცემათ ხოლმე.

ბუდუს და ქოჩორას არ სცალიათ. ბიძინას ნაჩუქარი ფულით გულაობენ. გველესიანის რა ბრალია, თუკი ინტრიგანმა ნოემ ასე დაუმონტაჟა.

• იასონას უდარი

მეტი რა განმარტება უნდა გააკეთოს? თუმცა ეს არავის აინტერესებს,ასეთი დღის წესრიგი აქვთ და უნდა აკრიტიკონ. ნაცები და ვითომ ფემინისტები აკრიტიკებენ,ხოლო ქოცები იცავენ და მერე გვიკვირს,რატომ არის ეს ქვეყანა ქაქში. გიორგიმ თავისი აზრი თქვა და ამხელა ამბავი ატეხეთ,ხოლო 30 წელი ვინც მართლა გვნებთ და გძარცვავთ,იმ ხალხს ტაშს უკრავთ და ასველებთ მათზე. გადით და ეროვნულ ბანკს მოსთხოვეთ,იყოს მართლა ეროვნული ბანკი და დაწიოს პროცენტები,ჩამოეხსნას ამერიკული ფედერალური სარეზერვო ბანკის გავლენას,რათა ამ ქვეყანაში ადამიანებმა ამოისუნთქონ და ფული გაუჩდეთ,მარა არა,გიორგი გველესიანია პრობლემა და მას აკრიტიკებთ,თან რაზე,თავისი აზრის გამოთქმისთვის. ფული თუ გაგიჩნდებათ,მერე ფეხბურთზეც ივლით და ბავშვებსაც ნორმალურ პირობებს შეუქმნით,შეიძლება ვიღაცამ თავისი კლუბი ააშენოს ან იყიდოს. იმდენად გაზომბებულები ხართ ტვ იმედების და ტვ მთავარის ყურებით რო ბატონების ინტერესებს ემსახურებით და აგინებთ თქვენაირ ადამიანს. ამიტომაც ხართ მონები.როცა იმას აკეთებთ რაც თქვენს ინტერესებს არ ემსახურება და გვნებთ,ეს არის სწორედ მონობა.მონას არ გააჩნია თავისი აზრი და ინტერესი,სხვისი ანუ ბატონის აზრია და ინტერესი მისი. გიორგი გველესიანი არის კარგი პიროვნება,თავისი აზრი თქვა სიალალით და თქვენ ეს განხილვის საგნად აქციეთ,თითქოს ეს იყოს მხოლოდ პრობლემა ამ ქვეყანაში. იმის არ იყოს,გამჭვრვალობის კანონზე რაც ხდებოდა,ნორმალური ხალხი ამას გააპროტესტებდა? ნათქვამია,ფულს ვინც კარგავს,იმან უნდა იდარდოს და მოძებნოს,თქვენ რა შუაში ხართ? თქვენ რაშიც ხართ შუაში და გეხებათ,უკვე გითხარით და ამაზე იყვირეთ იგივე მონდმებით. ხომ არ გინდათ რო თქვენი შვილებიც თქვენაირი ბეცები და მონები იყვნენ? დიდი იმედი არ მაქვს რო ამას გაიგებთ,მარა როგორც იტყვიან,მონამ თუ იცის რო მონაა,მაშინ მონა აღარ იქნება. აგერ გეუბნებით რო მონები ხართ,ზოგი ნაცების,ზოგიც ქოცები,ზოგიც ამერიკის და ზოგიც რუსეთის. თუ მაინც მონა უნდა იყოთ,საქართველოს მონები მაინც იყავით თქვედალოცვილისშვილებო

• ვასასი

ნაცებს, მეხი დაეცეთ.

• როზა ლუქსემბურგი

გველესიანი არის კლდე. ჩემი აზრით, გველესიანი არის კლდე. ამით შინაარსი შეიცვალა? ჩემი აზრით, ფეხბურთი ( რაგბი, მკლავჭიდი... ) არ არის ქალების საქმე. ჩემი აზრით, ფეხბურთი ( რაგბი, მკლავჭიდი... ) ნაკლებად არის ქალების საქმე. ამით შეიცვალა რამე? შე კაი კაცო, მოგივიდა შეცდომა. რა მოხდა მერე, რომელი ქრისტე ღმერთი შენ მყავხარ, ბოდიში მოიხადე და მორჩა. მარა არა. ეს ტექსტი ისევეა შენი დაწერილი, როგორი როზა ლუქსემბურგიც მე ვარ. რა ვქნა, მგონია რო ქოცნების საარჩევნო სიაში მოსახვედრად ემზადები. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. მარა მაგ აზროვნებით ირანს დასავლეთით გაგიჭირდებათ, თურქეთშიც კი არ გაგიფორმებენ კონტრაქტს

• შ ე ე შ ვ ი თ!

გლახაკებო! გიორგის შეეშვით, თქვენ ხომ გაქვთ "ლანძღვის უფლება", გიორგისაც აქვს უფლება სთქვას ის რაც მართებულად მიაჩნია! მითუმეტეს თქვენგან განსხვავებით დიორგი არავის ლანძღავს, უბრალოდ იძახის სიმართლეს!

• გია

რანაირი სისულეებიც არ უნდა ილაპარაკონ გველესიანი, არაფერი გამოუვათ. ალბათ თვითონ გველესიანსაც ვერ წარმოედგინა რა უბედურება ხდება საქართველოში. კაცი თავგადადებული იბრძოდა მინდორზე, რომ ქვეყანა ესახელებინა და ეს სამარცხვინო ,,პოლიტიკოსები" ამასაც მიწვდნენ. ძაან მაგარი კაცია. წარმატებებს ვისურვებ.

• დალი

ზუსტად რომ ქალი ვარ და მე ვიცი რომ კაცები ბევრს არ უნდა ლაპარაკობდნენ შენ თუ არ იცი მაგდენი გეყოლება ჭკვიანი ხალხი ირგვლივ და კითხე

• fani

შე საცოდავო, ლანძღვა და კრიტიკა ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან?! ვინ იყო შენი ქართულის მასწავლებელი?

• სიმართლე

იმდენი შენ თავი გაგისკდა, რამდენიც თავად ხატია დეკანოიძემ გალანძღა გიორგი და არა პირიქით

• რეალობა-ს

მე უფრო ნარცისიზმი მგონია. ეგრე მეც ყველაზე ნაკითხი, ბევრისმნახველი, ლამაზი და ჭკვიანი მგონია ჩემი თავი, მაგრამ რეალობა ხომ სულ სხვაა. ვიღაცის ნალაპარაკევს იმეორებს, ტყუილად არ გადაწვდებოდა ჩივაძეს და ყიფიანს. ჩორტია ჩაგდებული, ან ვიღაც იყენებს. ირანში ნაცხოვრები ასე არ მოხსნიდა გუდას თავს. საარჩევნოდ იყენებენ როგორც ტელეგენურს და ბოლო დროს რეიტინგიანს. აბა, არა მგონია იმედზე სხვა ვინმე მივიდეს ნაკრებიდან.

• ამაშია საქმე

მეტი სიგლახე რაღა გინდათ როდესაც ისეთ საამაყო ქართველებს ლანძღავს რომლებსაც დიდი სიყვარული და დამსახურება აქვთ ერის წინაშე.ვინც ამას ვერ ხვდებით მაგისნაირები ხართ.

• Master

ამ ადამიანზე წარმოდგენა დამეკარგა. ორღობის დედაკაცივით დამდგარა და ხან რა სისულელეს იტყვის ხან რას.დადგება მერე და თავს იმართლებს. წადი რა მოგვეშვი და დაგვასვენე. არ მოურჩა შვებულება?

• "დალის'

დალი! ერთი შენი ნამდვილი სახელი გვიბოძე რა? ვითომ დალი არა? კაცი ხარ და ქალის სახელსა ხარ ამოფარებული, ფუი შეგირცხვა ეგ ცხვიპირი?

• Რაგბის ფანი

ჩემი წინა კომენტარის like-dislike-დან ირკვევა, რომ ამ საიტის კომენტარების მკითხველთა 50% არის ნაც-ქოცი, დანარჩენი 50% კი - ადამიანები.

• ნიკა

გიორგი ეტყობა ზედმეტად ალალი კაცია, გასაგებია მისი ნდგომარეობაც,იმის გათვალისწინებით რომ რამდენი წლის შემდეგ, თანაც რა ფასად დაუჯდა ნაკრებში თანაც ასე წარმატებით თამაში, გამომდინარე აქედან კაცი ცოტა ზედმეტ ემოციებშია და უნდა გავუგოთ, მაგრამ ისევ მისთვის აჯობებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ინტერვიუები და საერთოდ მოსაზრებების გაზიარებები. აჯობებს თავი შეიკავოს, დამშვიდდეს და ჩვეულებრივ გააგრძელოს თავისი ცხოვრება. თუ იქნება საჭირო კონსულტაციებიც გაიაროს. ასე აჯობებს, თორემ ჩაითრევენ და იქნება მერე გვიან.

• რეალობა

არ არის ცუდი პიროვნება. კარგი ბიჭია. მქგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები დაუგროვდა. ამდენი აღელვებული ინტერვიუ რამოდენიმე პირადი და ოჯახური პრობლემით არის გამოწვეული. ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ისეთი მაგარი არ არის, როგორც მას მიაჩნია. სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ბევრი წიგნები აქვს წაკითხული, მაგრამ ისეთი ჭკვიანი და განათლებული არ არის, როგორც მას წარმოუდგენია. მთელი ცხოვრება ელოდა, რომ ყველას დაუმტკიცებდა, თუ რა კარგი ფეხბურთელია, და მერე ჟურნალისტებთან საუბრების დროს საზოგადოებას გააკვირვებდა ინტელექტის დონით. მაგრამ არც ისეთი მაგარი ფეხბურთელია, და არც გენიალური ფილოსოფოსია. ვინმემ უნდა დაამშვიდოს. ეს ნევროზი კარგად არ დამთავრდება. სიმართლე ვისაც გიყვართ, ეს ჩემი სიმართლე რატომ არ მოგეწონათ? დააყარეთ დისლაიკები. დაამტკიცეთ ის რასაც მე გეუბნებით: ზოგჯერ შენი სიმართლე შენთვის უნდა შეინახო.

• დალი

ეს მალე ფედერაციის პრეზიდენტი გახდება ისე ლაპარაკობს, ნახავთ თუ არა, ფეხბურთი რომ ითამაშო ჯობია ამდენ ლაპარაკს და მერე თავის მართლებას, აზრების გამოთქმის დრო ბევრი გექნება ეხლა თამაშს მიხედე ჯობია...

• გიუშა

კაი მთქმელს კაი გამგონი უნდა! გიო დაიკიდე

• ფრთხილად, გიორგი.

გულდასაწყვეტია, თუ გიორგის გულუბრყვილობას და სიალალეს გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისათვის. უბრალოდ არავითარ ლოგიკაში არ ჯდება, როცა ეს ბიჭი აკრიტიკებს ისეთ მწვრთნელებს, რომლებთანაც არც უთამაშია და არც უვარჯიშია. ძალიან იოლი გასაშიფრია, რომ ან ვინმეს წისქვილზე ასხამს წყალს, ან კიდევ რაღაც საოჯახო და პირადულია, რომელიც დიდი ხანი იყო დაგროვილი. ყველა შემთხვევაში გიორგი დარჩება წაგებული. წინასწარ მომზადებულ ტექსტებს გაქვს ამხელა მონოლოგები. მითუმეტეს, როდესაც თვითონ აღიარებს, რომ უჭირს ხალხთან (თანაგუნდელებთან) კონტაქტში შესვლა. რაღა ეხლა მოხსნა გუდას პირი და ვეღარ ჩერდება? ან მიზანმიმართულად ლაპარაკობს, ან უბრალოდ ბრმა იარაღია მედიის ხელში.

• ქართველი ვაჟკაცი

გიორგი,არც კაცის საქმე არ არის ამდენი ყბედობა,მიბაძე სხვა ფეხბურთელებს და ითამაშე ფეხბურთი რაა!

• გიორგი მაგარი ხარ!

გიორგი! აქ ვინც შენ გაკრიტიკებს, არ გავკარით მაგათ? მაგარი ქარრთველი ხარ და მაგარი ბიჭი! ამ "კრიტიკოსებს" ვატყობ ევასებათ: ტატუებიანი, სიგარეტ გაჩრილი, მაგინებლები და მოძველბიჭო ტიპშები, რომლებიც ასეთ ქალაჩუნებს უბარტყუნებენ თავებში და ყველანაირად აჩმორებენ ამ საცოდავ კაცუნებს! ახია თქვენზე ასეთი ქალაკაცების მუშტები თქვენაირ ჩმორიკებზე!

• მგონი მივხვდი))))

ბუდუს და ქოჩორას საპირწონედ გამოაგორეს ჩმოშნიკი ნოეს დახმარებით. მართლა მაგრად უჭირთ საარჩევნოდ, ეტყობათ.)))))))))))

• როკო-ს

ვახ რა თავსატეხი გამიჩინე. ნეტა ვინ იქნება ის ბედნიერი, მამულიშვილობით დიდ ექვთიმეს რომ შეადარებს? გავრისკავ და ვიტყვი: ფრიდონი ხომ არაა ინჯია?))))))

• გაიგე ანზორი?

ზოგი ერთ კილო ხახვზე იყიდება საარჩევნოდ, ზოგსაც სიცოცხლის ბოლომდე უნიშნავენ მომხიბლავ პენსიას. ამიტომაც დუმან ყოფილი დინამოელები, თორემ მშვენივრად ხედავენ რაც ხდება ქვეყანაში. ზოგის შვილები ფედერაციაში არიან მოკალათებული, ზოგი მთელი საბიძაშვილო და სანათესაოთიც კი. ტყუილად გაქვთ იმედი, რომ ჩივაძე და ძმანი მისნი ამოიღებენ ხმას. ასეთი საქციელით მთელ განვლილ სპორტულ მოღვაწეობას და მიღწევებს უსვამენ ხაზს, მაგრამ ეგ მათი არჩევანია და აქვთ უფლება როგორც უნდათ ისე იცხოვრონ, მთავარია მომავალ თაობას არ გაუფუჭონ ფსიქიკა. მე პირადად, როგორც ვაფანატებდი მაგათზე როცა თამაშობდნენ, რადიკალურად საწინააღმდეგო დამოკიდებულება და შეხედულება მაქვს დღეს მათზე. მაგალითები ბევრი გვყავს დღევანდელი პარლამენტარი სპორტსმენების სახით.

• ვაჰ ცხოვრებავ რაშიგან ხარ...

ზანგს თუ ზანგი არ ვუწოდო, თეთრს სახელად რა დავარქვა? )))

• როკო

თამაშნახევრი ითამაშა და ხო გახდა ქართული ფეხბურთის "ბეკენბაუერი"...ეხლა ერთ კაცს ილიას ან ექვრთიმეს დაუძახებს და ქოცების საპარლამენტო სიაში ადგილი გარანტირებული აქ....

• mamuka09ze

ეეეე, ძმაო, შენ ზღვარს გადადიხარ. ნუ პოლიტიკოსობ, სპორტზე იფიქრე და ილაპარაკე.

• Რაგბის ფანი

ჰა ჰა ჰა... კომენტარებში და დისლაიქებში ნაცები "მოიხოდნენ", დეკანოიძეს რა უფლებით შეეხოო. ნაცებმა ჯობია ქოცებთან იჟღურტულოთ და შეეშვათ ფეხბურთელებს.

• გენა

ჯამბული, ჯუბერი, ჯემალი.. ჩვენი საზოგადოების მაღალი შეგნება და ცივილურობა.

• toti

ღადაობა რა.. რატომ ანიჭებენ ამ ბიჭის ნათქვამებს ამდენ ყურადრებას? ტიპს თამაშნახევარი აქვს ნაკრებში ჩატარებული და უკვე ხიბლში შეიყვანეს

• d

ცუდი ისაა რომ. მაგით კლავენ ქალობას თავის თავში. და არცარავინ მოიყვანს ცოლად. ფეხბურთი დიდ დატვირთვას მოითხოვს. რასაც ქალის ორგანიზმი ვერ უძლებს ანუ უნდა მიიღოს დამატებითი პრეპარატები ძალის და კუნთის მომატებისთვის. მიიღოს კაცური ჰორმონები. 100% მართალია გველესიანი. ამიოტმ არაა ქალის საქმე ფეხბურთი.

• პატრიოტი

შენ რომ მოგატყუა უილიამსმა და გოლი გაგვიტანა-აქ გამოჩნდა შენი სისწრაფე და გონივრულობა მოედანზე, ჩივაძე ასე ითამაშებდა? მოედანზე უნდა იყო ჭკვიანი, ახლა კი აფრქვევ ცოდნას და ქალ პოლიტიკოსსაც კი ლანძღავ, იქნებ ისიც გეთქვა პოლიტიკა ქალის საქმე არ არისო, ასეა ხომ შენთან ირანში?

• ციციკორე

არა, მაინც რა დააფარა კრიშტიანუს ამისთანა?! ჯერ ქალებს განუსაზღვრა რა არის მათი "საქმე", მერე ჩივაძეს და ყიფიანს მწვრთნელობა დაუწუნე, თურმე გერმანია, იტალია და ინგლისი უნდა ჩაეტოვებიათ შესარჩევში :) მეტი რაღა უნდა ექნა იმ ნაკრებს?! გარემო პირობების გათვალისწინებით, შესარჩევებში მე-3 ან მე-4 ზე გადიოდნენ. სხვათაშორის, 1-7 არ წაუგიათ არც ინგლისთან, არც გერმანიასთან და იტალიას ფრე გაუგორეს, ბულგარეთს 2-1 მოუგეს. ვიღაც-ვიღაცეებს თავში ნუ აუვარდება. არ იყო მაშინ არც 24 გუნდიანი ევრო და არც ერთა ლიგა.

• 100%

ზანგს, რომ ზანგი დაუძახო, შეიძლება სასამართლოში გიჩივლონ.

• Irakli

ველოდი, რომ დაწერდა არასწორად გამიგეთ და ბოდიშს ვიხდიო, ამან კიდევ, ჯერ პირდაპირ მე რატომ არ მომ წერეო და მერე იქით შეტევაზე გადავიდა, ამას მგონი თავდი აუვარდა, თავი მართლა მაგარი ფეხბუღთელი გონოა, რის ვამოც ყველაფერი ეპატიება!

მოიცა, დაუშვათ და თქვა ისე, როგორც გაიგეს...რა, არ შეიძლება ადამიანი ასე ფიქრობდეს, თუ რამე ისეთი თქვა,რაც ჯერ არ გაგიგიათ...რაიო,სექსიზმიო??...მასე თუ დავარქმევთ სახელებს, მაშინ ამ დეკანოიძის პარტიას რაც ქვია, ის ქალების ყურშიც არ გაიგონება!!!

• bejo

ანუ ჯერ ვთხოვთ , ფეხბურთელებს და ზოგადად სპორტსმენებს , რომ გულწრფელად უპასხონ კითხვებს , ხოლო შემდეგ გამოვეკიდებით და სახეს ვაძრობთ ... რაც არ უნდა თქვას ეგ არის მისი აზრი და თუ ვთხოვთ რო გულწრფელი იყოს მერე აღარ უნდა გავუტრაკოთ , პირადად ძალიან მომწონს ამ ბოლო დროს რომ უფრო გახსნილად საუბრობენ ... ყველასთვის მორგებული შეხედულება ვერ ექნება მთავარია რასაც ფიქრობს ის თქვას ადრე რომ ყველაფერს მალავდნენ ხელს აფარებდნენ და ა.შ ეგ იყო კარგი ??

• კევინი

გველესიანის ამ განცხადების მერე გამიჩნდა ვარაუდი, რომელსაც ვერ გამოვრიცხავ, რომ მარაზმატიკების მიერ არ მოხდეს მცდელობა. მალე ვერა, მაგრამ სადაა გარანტია, რომ წლების მერე, ,,გენდერული თანასწორობის" ლოზუნგით, არ შემოვიდეს კვოტირება, როგორც პარლამენტშია, რომ ქალებიც იყვნენ წარმოდგენილი კაცების გუნდში. ვთქვათ, მოედანზე გასული 11 მოთამაშიდან, 3 ქალი უნდა იყოს. :) ფეხბურთი კი მაგ დღეს მოკვდება, მაგრამ სამაგიეროდ, gender balance დაცული იქნება.

ეს მაგარი ჭორიკანა გამოდგა.წავიდეს ირანში და იქ აიქაფოს პირი..ჭორიკანა კაცი ყველაფრის მკადრებელია

• azri-ს

ყველას ააქვს აყრის გამოთქმის საშუალება, როგოეც გიორგის ასევე იმათ ვინც მას არ ეთანხმებიან. ნებისმიერი მხარე ვალდებულია დარცეს კორექტული. რაც შეეხება ბრაზილიის ქალთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონი არასოდეს გამხდარა. მაგრამ ბიოლოგიური ფაქტორებიდან რომ ქალთა საფეხბურთო გუნდი ისეთი ძლიერი ვერაა როგორიც კაცთა ცხადია და არა მგონია სადავო იყოს

• ტიჯანი პაპა

ეს ის შემთხვევაა როცა ენა წინ უსწრებს გონებას, გამოცდილებას და ინტელექტს. შე კაი კაცო, აღარც პატარა ბიჭი ხარ, რომ ვერ ერკვეოდე სად მიდიხარ, ვის გადაცემაში ხარ და რაზე უნდა ისაუბრო. ნოესნაირი გამოსირებული, რომ თავისი გადაცემის რეიტინგისთვის გამოგიყენებს, ამის მერე რაღა უნდა გელაპარაკო? ხალხს თუ ვერ ცნობ, გაიკითხე მაინც ვინ რას წარმოადგენს. მეც არ მომწონს ქალი ფეხბურთელი, მაგრამ ქუჩაში მობოდიალე ტატუებიან და პირში ელექტროსიგარეტებით გარჭობილ გოგოებს ნამდვილად მირჩევნია. ყველამ საკუთარ ოჯახებს რომ მივხედოთ ის ჯობია მგონი. ან ამდენი რა თავისუფალი დრო გაქვს, რომ ყველა ვარჯიშობს თავიანთ გუნდებში და შენ ინტერვიუებს არიგებ აქეთ-იქეთ? გეტობა ირანში მაინცდამაინც ვერ გრძნობ თავს თავისუფლად და აქ ამოხეთქა დაგროვილმა. ყველამ კარგად ვიცით ვინ იყვნენ საშა ჩივაძე და მისი თაობა და რას წარმოადგენენ დღეს. რომ მოსწრებოდი, კი ბატონო, რამდენიც გინდა გესაუბრა, მაგრამ რაც არ გინახავს და არ მოსწრებიხარ, რა გალაპარაკებს. ყველა აგებს თავიანთ შეცდომებზე და მიქარულზე პასუხს, ისინიც, შენც და მეც. ფეხბურთს მიხედე, უშენოდაც იპოვნიან გადაცემების წამყვანები საკბილოდ საჭირო ცნობად სახეებს.

• ვახსიმონტო

გალიმატია ტოოო !

• რეალობა

სულ არ მაინტერესებს ბირთვის ტყორცნა ან ისრების სროლა, მაგრამ თუ რომელიმე ქართველი ქალი წარმატებას მიაღწევს, ბედნიერი ვიქნები. ითამაშონ ფეხბურთი, თუ უნდათ. მერე დაოჯახდება ფეხბურთელი ქალი და შვილებსაც შეაყვარებს ფეხბურთს. რა არის ამაში ცუდი?

• გია_544

გველესიანს ჩემი სრული მხარდაჭერა! მოაზროვნე ადამიანის მოსმენა არა მოაზროვნეებისთვის ყველგან/ ყველა დროს დიდ ტანჯვას იწვევს და დაცვითი რეაქცია აქვთ, როგორსაც ვხედავთ )) პოლიტიკოსი თავის საქმის მაგივრად (ამომრჩეველს შეხვდეს), რომ ჰგონია "ქულებს იწერს" გველესიანის ხარჯზე, პირიქით კარგავს ქულებს ) ფეხბურთელი ქალი დაგროვილ ნეგატივს რომ გიორგის მიაწერს არაა გასაკვირი და არც დასაძრახია. იმიტომაც, რომ ქალებს მეტი გაგებით უნდა ვექცეოდეთ. ქართველები ვართ არაფრისგან ემოციების კოცონი დავანთეთ )) ღმერთი ჩვენსკენ იყვეს - ჩვენ კი ერთმანეთისკენ !

• ვახო

გიორგი,არ არის კაცის საქმე ამდენი ყბედობა და ჭორაობა,შეეშვი ამ უგემოვნო გადაცემებში სიარულს!

• სხვა

მე მომწომს ქალთა ჩოგბურთი და არ მიყვარა ქალთა რაგბი, არ მიყვარს ჭიდაობა არც ერთი, ძიუდოს არ ვგულისხმობ, ბერძნულ რომაულს და ეგეთებს, ქალთა ფეხბურთი დაბალი დონისაა მაგრამ ყურება შეიძლება, ძალოსნობა გოგონებისთვის საშიშია, ანუ იმას ვამბობ რომ რაც არ უნდა ვიმეოროთ ეს კარგია ის ცუდიაო ფაქტი ამითი არ იცვლება, ქალთა ფინალს მსოფლიოში უყურებს 100000 ადამიანი, კაცთა ფინალს კი მილიარდობით, ესაა ფაქტი, დანარჩენად აზრის არსებობის უფლება ყბელას აქვს მთავარია გახმოვანებისას სხვას შეურაცხჰყოფა არ მიაყენის

• რეალობა

სატელევიზიო გსდაცემების რედაქტორებო! არ დამიძახოთ. არ მივიღებ მონაწილეობას სატელევიზიო გადაცემებში. არ მინდა ხალხს თავი შევაძულო.

როგორ შეიძლება, რო მოგწონდეს ნორმალურ ადამიანს, კუნთმაგარი ქალები? "შტანგისტა ქალებს" შეხედეთ გული გაგისკდება და ნურავინ ნუ დამარწმუნებს, რო ეგენი ქალები არიან! იგივე სხვა სახეობებშიც, რა ქალის საქმეა კრივი წესების გარეშე? ანდა რაგბი? ჭიდაობაც და ბევრი მამაკაცური სახეობებიც, სადაც ნაღდად ქალს არაფერი ესაქმება, იმიტომაც მომრავლდნენ ლესბიანკები.

• რეალობა

აი უკვე მომწერა კომენტარი.

• ვაჟა მასწავლებელი

სიტუაციის ზოგადი ანალიზიდან გამომდინარე, ვფიქრობ უპრიანია აღდგეს საშუალო სკოლებში ქართულ ენაში საკონტროლო წერები მიზნით: "წაკითხულის შინაარსის გადმოცემა", სადაც ყურადღება მიექცევა წაკითხულის რეალურ შინაარს და არა იმას რაც წამკითხველს უნდა!

• დავით

არ წაირეს ტვინი ამ საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ფეხბურთელით?! სხვა ყველაფერსაც ტავი რომ დავანებოთ, ისე ლაპარაკობს სხვებზე და განსაკუთრებით დიდ ფეხბურთელებზე, გეგონება ნაკრებში თამაშობდეს მთელი ცხოვრება და 3-ჯერ პირადად მაგას მოეგოს მსოფლიო ჩემპიონატი! :) ))))))))) ვისაც უნდა დავენიძლავები, ქოცები მაგის პოლიტიკაში გამოყენებას აპირებენ და იმიტომაცაა ახლა ამხელა ჰაიჰუი ატეხილი!

• რეალობა-ს

მეტი საქმე არ აქვს გიორგი გველესიანს, აქ იბორიალოს დღე-ღამე და კომენტარები იკითხოს ან იზეპიროს. ჩემი შენ გითხარიო, მგონი მასე გამოგივიდა. განმარტებისთვის, არც კი ვიცნობ გიორგის - უბრალოდ ჩემი აზრი დავწერე

• რეალობა

ალბათ, აქ შემოდის, ყველაფერს კითხულობს და კომენტარებსაც წერს.

• იფფფ

მე მომწონს მაგალითად UFС-ის მებრძოლი გოგოები, ბალახის ჰოკეისიც და წყალბურთელებიც.

• Ziz

მოდი რა ვისაც რა უნდა ის ითამაშოს! მეც არ მომწონს არც ქალების ნათამაშები ფეხბურთი და არც მაგათი ძიუდო, ისე როგირც ვერ ვუყურებდი მამაკაცების მხატვრულ ცურვას, მაგრამ ვისაც უნდა მაგ სპორტით დაკავდეს წარმატებები! მე თუ რაღაც სპორტს არ უყურებ ეს იმას არ ნიშნავ რო ან ეგ სპორტია ცუდი და ან მე… გველესიანი კი რეალურად რო ვთქვათ უკვე პროვოკაციებზე მიდის! არ ვიცი რა მიზნით მაგრამ ყოველი მისი ინტერვიუ შეიცავს პროვოკაციულ შინაარს!

• რეალობა

ამ კაცის პრობლემას ინგლისურად ეწოდება "mental breakdown". მალე დეპრესია დაეწყება. ალბათ უნდა დავანებოთ თავი. ცოდვაა.

• დიდი ბრიტანეთი

ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს თუნდაც ხვადია ეს სიბრძნე ქართველთა ითქვა და საქმითაც დამტკიცდა,ჩვენი წინაპრების მიერ და ეხლაც,მთავარია ჩვენთვის:ენა,მამული,სარწმუნოება,ყველაფერი რომ ავატრიალეთ ყირამალა სარწმონოების,მამულის,ენის კარგვით,ჩვენივე უვიცობით,როდისღა შევიგნებთ,რომ ქართველის დამმარცხებელი,მხოლოდ ქართველია,ჩვენდა საუბედუროდ,ამ მრუდე გზას დაქცევისკენ შეგვაყენეს,ჩვენზე,ჭკვიანებმა?უშიშრებმა?ალლებმა? მაგრამ სხვებმა,ქართველთა ნაკლებად კეთილის მსურველებმა!

• suxumchanin

საკმაოდ განათლებული ყოფილხარ გველეს და სწორად მსჯელობ!

• Zviads

არაფერი ისეთი არ უთქვამს ესეთი ამბები რომ მოყოლოდა. მართლაც არაა ქალის საქმე ისეთი სპორტი სადაც დიდი დატვირთვებია (ცნობისთვის, სპორტში ქალების ჩართვის ხელშეწყობა, გავიხსენოთ მაგ:ძიუდო, ხდება სპეციალურად შობადობის შესამცირებლად), ასევე შობადობის შემცირებას ემსახურება ძაღლების ყოლის პოპულარიზაცია და ასე შემდეგ, "ეგ ყველაფერი ერთმანეთს გავს, ერთი კაცის გაკეთებულია ეგ ყველაფერი"))

• მამუკა

გიორგი, უკვე აშკარად ჩანს, რომ ტელევიზიაში, სხვადასხვა პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში იმ სიხშირით გამოჩენა, როგორც ეს შენს შემთხვევაში ხდება, შენთვის დამაზიანებელია. შეიძლება ამას ახლა ვერ ხვდები, მაგრამ შენი პერსონის წამდაუწუმ აფიშირებამ უკვე შენს წინააღმდეგ დაიწყო მუშაობა. ამიტომ აჯობებს, რომ შენი დრო შენსავე პროფესიულ საქმიანობას მიუძღვნა, რადგან საჯარო პოლემიკას არავისთვის მოუტანია შედეგი და ვერც შენ ვერ მოგიტანს. მე არ ვიცი, ჩვენი ნაკრების ფსიქოლოგთან რა დოზით გაქვს კომუნიკაცია, ან თუ გაქვს საერთოდ, იქნებ დაელაპარაკო. ის ალბათ კარგად აგიხსნიდა, რომ ფეხბურთელმა კონცენტრაცია უნდა მოახდინოს საფეხბურთო ამოცანების შესრულებაზე და არა ვინმესთან კინკლაობაზე. ის, რაც ახლა შენს გარშემო ხდება, შენი ფეხბურთის ხარისხსა და ნაკრებში არსებულ ჯანსაღ ატმოსფეროს არანაირად არ წაადგება. აქედან გამომდინარე, სანიოლმა სკამზე რომ დაგსვას, არ გაგიკვირდეს. ყველას პასუხს ვერ გასცემ და ყოველთვის გექნება უკმარობის განცდა. შენთან ინტერვიუს მსურველ ჟურნალისტებს უმეტეს შემთხვევაში ლოკალური, საკუთარი „ეგოს“ დაკმაყოფილების ამოცანები აქვთ, რაც შენს წისქვილზე წყალს არ ასხამს. ამის დრო აუცილებად გექნება, როცა საფეხბურთო კარიერას დაასრულებ.

• d

აქ სხვა რამეშია საქმე. რატომ ირჩევს ქალი იმ პროფესიას რაც ერთი სეხედვით ქალობასთან არ ასოცირდება :) ეს გაღიზიანება და ისტერიკა სწორედ ამან განაპირობა. ანუ რა ხდება ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში სადაც მიდის კაცების გაქალების და ქალების გაკაცების პროცესი. ქალი ბუნებით არის ისეთი არსება რომელიც აღფრთოვენბული უნდა იყოს წარმატებული მამაკაცით, ამ შემთხვევაში ფეხბურთელით. კიდევ ვუსმევ ხაზს ასეთი შქემნა ქალი ღმერთმა. ხოლო დღეს რას ვხედავთ? ქალი ცდილობს მიბაძოს კაცს, ანუ ფეხბურთელით კი არ აღმფროთოვანდეს, არამედ უნდა თვითონ გახდეს ფეხბურთელი კაცი. აი ამან გააფსიხათ ეს ქალები :) საბედნიეროდ ბევრი არაა ასეთი საქართველოში. ქართველი ქალი მაინც რჩება ქალობის ეტალონად.

• ბექა

გიორგი შეუბერე და ითამაშე მაგრად. ძნელია მაგრამ დაიკიდე ხალხის კომენტარები კარგიც და ცუდიც და ახალ სეზონს მთელი ძალით და კონცენტრაციით შეუდექი. წინ ბევრი წარმატება გველოდება შენთან ერთად. არ არის აუცილებელი ყველა ერთ აზრზე ვიყოთ. მთავარია მოედანზე არ დაზოგო თავი, რაშიც დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება

• ავთო

ხალხმა შეგიყვარა ფეხბურთით და ითამაშე ფეხბურთი! ყველა გადაცემაში სირბილი არაა საჭირო და ყველა თემაზე საუბარი, არაა შენი საქმე და თუ შეაყვარე ხალხს თავი და ნუ გააძულებ, ერთი ნაბიჯია სიყვარულიდან სიძულვილამდე !! პროფესორსავით არაა საჭირო ნოესთან მისვლა და ჩივაძის და ყიფიანის კრიტიკა, არაა შენი საქმე და მიხედე ფეხბურთს !!

• რონი

სიმართლე მწარეა... იგივე ჩივაძე და სხვები ხმას როარ იღებდნენ რაც ხდებოდა ფედერაციაში გინდ ჟორდანიას დროს გინდ არველაძის დროს გინდ ეხლა გინდ ახალკაცის დროს ძუძუს გოჭებივით რომ იყვნენ ჩუმად და თავის წილს რომ იჯიბავდნენ.. ნემსაძეს რომ არ დაუდგნენ მხარში რა უმსგავსობაც მოხდა.. მაინც კაი კაცები არიან ხო??? კარგი ფეხბურთელები იყვნენ თავის დროზე აი კაი კაცობის და კაი მწვრთნელობის რა გითხრათ... გველესიანს კიდევ ვურჩევ დაასრულოს მედიასთან საუბრები და მართლა მიხედოს თავის საქმეს.... ჩვენი ბრალია ხალხის რომ არც ჩივაძემ და არც სხვებმა სიმართლე რაც სათქმელი იყო პირში არ გვაქვს მიხალული......

• სციპიონ აფრიკელი

გიორგი, ქალთა ფეხბურთზე რაც თქვი ნაწილობრივ დაგეთანხმე, იმიტომ რომ მოზომილად გამოთქვი შენი აზრი და არავისთვის შეურაცხყოფა არ მიგიყენებია... თუმცა ეხლა უკვე მაგრად შეგეშალა, შეიძლება არ მოგწონდეს რომელიმე პოლიტიკოსი ან პარტია, მაგრამ ღვარძლზე და ძირგამომთხრელ საქმიანობაზე რომ დაიწყე საუბარი ეგ უკვე პოლიტიკას შეეხე და მხარე გამოხვედი, როცა შენთვის ეს არავის მოუთხოვია... ყველას აქვს უფლება შეაფასოს შენი ნათქვამი, გინდა ნაცი იყოს, გინდა ქოცი, გინდა ლეიბორისტი და გინდა კომუნისტი, იმიტომ რომ ცნობილი პიროვნება ხარ და საჯაროდ გამოთქვამ აზრს... შენ არ უნდა ავარდე და ღრენა არ უნდა დაიწყო როცა რამე არ მოგეწონება, იმედია მომავალში გაითვალისწინებ...

• გივი

ვატყობ კიდევ ერთი სპორცმენი უმიზნებს პოლიტიკოსობას... :( რომ ჩაუღრმავდე თითოეულ აბზაცს, მიხვდები რო მაგარი არეული ტიპია

• გიგა

გიორგი! კარგი ალალი ბიჭი ხარ და აქაურ დაცენტრილ ნაც მეცოცხეებს, არ მიაქციო ყურადღება!

• azri

მოკლედ გადააყოლეს ეს კაცი რა, ადამიანმა გამოთქვა თავისი აზრი და ამის გამო დევნა მოუწყეს. ჯერ ერთი ქალთა და კაცთა ფეხბურთის შედარება არა მგონია სწორი იყოს. ძალიან დიდი განსხავავებებია. ბრაზილიის ქალთა ნაკრები როცა მსოფლიო ჩემპიონი გახდა ამხანაგურ თამაშში ერთ-ერთი აკადემიის (თუ არ ვცდები ფლამენგოს) 16 წლამდელთა გუნდს შეხვდენენ და დიდი ანგარიშით წააგეს. ქალებს სრული უფლება აქვს რომ ითამაშონ და განვითარდნენ ამაზო ორი აზრი არაა. უბრალოდ მაშინ მოდი დავაწესოთ ტაბუები რომ არავის აქვს უფლება ილაპარაკოს რაღაც თემებზე და ეგრე აჯობებს ხო?

• ილია

გველესიანის ზოგიერთი აზრი,რა თქმა უნდა მიუღებელია,მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადება,რომ გამოსასწორებელია,ორი აზრი არ უნდა იყოს.მაგ.თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ,რომ ზოგმა სწორი სუნთქვაც არ იცის,რაღა გამძლეობაზეა საუიბარი.

• სერგო

ვავა ციციკორე, ვავა

• მწვრთნელი

ვინ გაძალებდა მაგდენის ლაპარაკს!? ნოე!? შეხედე სხვა ფეხბურთელებს! ყველა თავის საქმეს აკეთებს და მაგდენს არ ლაპარაკობს! მაგრეთ საკითხებზე გამოცდილ და ცხოვრებაგანვლილ ფეხბურთელს გაუჭირდებოდა ლაპარაკი! ნაკლები გაგეცა პასუხები და აღარ მოგიწევდა ამ წერილის გამოქვეყნება! მიდი ახლა და ნოემ გიქვეყნოს წერილები! ფეხბურთელი ხარ თუ პოლიტიკოსი ვეღარ გავიგე!

• გიორგი 11

ჩემი დიდი პატივისცემა გიორგი გველესიანს! ყოჩაღ!

• ბაბუ

ეგ იცის ბევრმა ლაპარაკმა

• ციციკორეს!

ციც! ნუ გავიწყდებათ, რო გიორგი სულით ხორცით ქართველია და მისთვის მიუღებელია ქალების აქტიურობა, ისეთი სპორტის სახეობებში, რომელიც ქალურობას უკარგავს ქალს! მერე შენი მოკლე ჭკუით, რა შუაშია "ირანული სტანდარტები"? რა გიორგი კატეგორიულად მოითხოვს ქართველმა ქალებმა ჩადრები დაიხურონო? ეგება ევროპული და ამერიკული "გენდერული სტანდარტებია" შემოგდებული, რო კაცები და ქალები ყველაფერში თანასწორუფლებებიანები იყვნენ? აი ზუსტადაც აქ არის დაშვებული დიდი შეცდომცა დანაშაულიც, რო აღარც ქალი ქალობს და აღარც კაცი კაცობს!

• წიწაკა

აღარ გიშველის ეგ ჩემო გიორგუნა, მაგას ჯობდა მოგეხადა პირდაპირ ბოდიში ქალი ფეხბურთელების მიმართ და მოწოდებასაც თუ გააკეთებდი მეტი გოგონა დაინტერესებულიყო ფეხბურთით უკეთესი იქნებოდა, მე ვიცი კიდევ ბევრ განცხადებებს გააკეთებ შენ და ბევრ სხვადასხვა ადამიანზე, საპარლამენტო სიაშიც ალბათ გნახავთ სამომავლოდ და მერე იცოდე ჩვენც გეტყვით ფეხბურთელებს ნაკლებად გამოსდით პოლიტიკა და ნაკლებადაა მათი საქმეთქო. ყველამ ვიცით შენი სათამაშო დონეც და გაქანებაც, დინამოდამვე გგულშემატკოვრობდი და სულ ვამბობდი რომ ნაკრებში იმსახურებდი შანსს, პორტუგალიადთან ყოჩაღ მაგრად ითამაშე, ესპანეთთან ჩავარდი შენც და გუნდიც, უბრალოდ დღეს მალდინისა და ბეკენბაუერის დონის მცველივით ნუ გვესაუბრები ძაან გთხოვ, არც შენი გამცხადება მომეწონა ყიფიანსა და ჩივაძეზე, 90-იანის თაობა თუ უწონებს მწვრთვნელობას მათ აქვთ კიდევაც 2 ლეგენდასთან მუშაობის გამოცდილება, მაინც არასწორია დღევანდელი დღიდან ასე უხეშად ფასდებოდეს ეს ორი კაცი, ნუ ივიწყებთ იმ პერიოდის საქართველოს, არაფერი რომ არ არსებობდა და ბორჯომი მიგვაჩნდა ერის გადარჩენად, არც სისტემა, არც არაფერი, ვინ ჩამოგყავდათ უკეთესი ან ვინ ჩამოდიოდა? როცა ჩამოვიდნენ უცხოელები მერე რა ქნეს? ახლა მარტივია ხელის გაშვერა ამ მწვრთვნელებზე, ფეხბურთელებმა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა კლანებად რომ იყვნენ დაყოფილი ნაკრებში, ზოგი კაიფს რომ გადაყვა და ზოგი ქალებს და რესტორნებს! შენ კი ჩემო გიო ხალხს თავი 1 კვირაში შეაყვარე, აქუბარდიას გარდა მგონი ყველა გადაცემა მოიარე და რაც სალაპარაკო არ არის იმასაც კი ლაპარაკობ, არამგონია მასე ძაანაც მოგყვებოდეს ინტელექტი, შებერე ისევ ფეხბურთი და ფეხბურთით გაგვახარე. ბევრი კარგიც თქვი, მაგრამ ბევრი არასწორიც და ამ სიყვარულს ხალხისგან ნუ დაკარგავ!

• Guja Kakhadze

გიორგი, არ გიცნობ, მაგრამ გეტყვი: ჯიგარი ხარ! ფეხბურთი ქალბატონების საქმე ნამდვილად ნაკლებად არის! პირველად ქალთა ბეხბურთი, 45 წლის წინ, ეროვნულ სტადიონზე ვნხე და ახლაც მწარედ მახსოვს... მაშინ კინოოპერატორად ვმუშაობდი და კამერა ყველაფერს გადიდებულად აჩვენებდა... კარგად მახსოვს ჩემი "გაკვირვება"... ან სად აარჩიეს იმდენი 5 ნომერი მკერდის მქონე გოგონა? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მამაკაცები იქ ფეხბურთს რამდენად დაინახავდნენ... დღეს ქალთა ფეხბურთის კლასმა საგრძნობლად მოიმატა და ყურებაც სასიამოვნო გახდა, მაგრამ თუ ვინმე თვლის, რომ ეს ქალების საქმე ნაკლებად არის - არ ნიშნავს ქალბატონების შეურაცხყოფას და უნდა მივიღოთ როგორც განსხვავებული აზრი!

• Pepelu

ვინ ხატია დეკანოიძე და ვინ ნინო სუთიძე?!!!! არ მომწონს, არ ვუყურებ დ არც არასოდეს არ შევხედავ ქალთა ფეხბურთს. სასაცილო საყურებელია!!! აი ნაცმოძრაობის დეკაოიძეს რაც შეეხება კომენტარის ღირსიც არ არის!!!! გველესიანი გიორგი შენ ხარ შემდეგარი პიროვნება და ადამიანი!!

გველესიანი არის გაუფასურებული კლოუნი რომელიც რამეს წამოროშავს და მერე მაგაზე ბოდიშებს იხდის

• რეალობა

ნორჩი ფეხბურთელების საყურადღებოდ! ბავშვებო! თუ გსურთ კარიერის განვითარება ირანში ან კამბოჯაში გააგრძელოთ, ყურადღებით შეისწავლეთ გველესიანის გამოცდილება და გამოიყენეთ ის როგორც მისაბაძი მაგალითი.

• ციციკორე

ამ კაცს "ნაყოფიერად" უცხოვრია ირანში :) როგორც არ უნდა ატრიალო ეგ ფრაზა, მაინც არ გამოდის ლამაზი. რათქმა უნდა გაქვს შენი აზრი, მაგრამ სხვებსაც აქვთ აზრი და ზოგიერთის კრიტიკის მოსმენა მოგიწევს. აბა როგორ გინდა?! ის, რომ ქალთა ფეხბურთი ძან შორსაა კაცთა ფეხბურთისგან, არ ნიშნავს იმას, რომ ქალების "საქმე" არ არის. ქალების კალათბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და წარმოიდგინე, ძიუდოც კი, ოლიმპიური სახეობებია. ასე რომ, ირანული "სტანდარტები" რას ითვალისწინებს, ნაკლებად საინტერესოა.

მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა

სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება

"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა

[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - "პერსეპოლისი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა [VIDEO]

შეხვედრა ქართველებთან - რა გააკეთა გველესიანმა ირანში, მას შემდეგ რაც კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა [PHOTO]

ასეთი პატივისცემით მიულოცა ყოფილმა მწვრთნელმა გველესიანს დაბადების დღე - რა დაწერა გარიდომ სოციალურ ქსელში [PHOTO]

გველესიანის გოლი 90+13-ე წუთზე - ქართველმა "პერსეპოლისს" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

გველესიანის ირანული კარიერა სრულდება? - ქართველი "პერსეპოლისს" ტოვებს

"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა