უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს

AutoSharing Option
AS-თან ინტერვიუში უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპირველობაზე მონაწილეთა რაოდენობის 16-დან 24 გუნდამდე გაზრდის მართებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველი ფორმატის მიხედვით შეიძლება ტურნირზე საქართველოს და სლოვენიის ნაკრებებს ვერ ეასპარეზათ:

"24-გუნდიანი ჩემპიონატი? ეს უფრო საინტერესოა. თქვენ ნახეთ საქართველო და სლოვენია, რომლებიც შეიძლება საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავდნენ, ევრო 2024 რომ 16-გუნდიანი ყოფილიყო. ისინი აქ ყოფნას იმსახურებდნენ. ხედავთ, რომ ნებისმიერს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. 24 ფანტასტიკური ნაკრები გვყავს და კიდევ ორი ან სამის დამატების შემთხვევაში, ევრო უდავოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო ძლიერი იქნებოდა.

რომელმა მოთამაშემ
მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება? ბევრმა. ფინალისტებით დაწყებული. მუდამ მხიბლავს ბელინგემის ხარისხი. რა თქმა უნდა - კეინი. ვფიქრობ, ყველაზე მეტად აღფრთოვანებული როდრით ვარ, ის ესპანეთის ტვინია. არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ არასოდეს არ კარგავს ბურთს. აგრეთვე კვარაცხელია და ერთ-ერთი სლოვენიელი ფეხბურთელი კარნიჩნიკი. დარწმუნებული ვარ, მის შესახებ არაფერი გსმენიათ. ის სლოვენიის ლიგაში თამაშობს და ჩინებული ტურნირი ჩაატარა. კიდევ ასეთი ბევრი ფეხბურთელია.

მსაჯს მხოლოდ კაპიტანმა უნდა მიმართოს? არაა სწორი, როდესაც არბიტრს ათი ფეხბურთელი შემოეხვევა და მასზე ზეწოლას ახორციელებს. მომავალი სეზონიდან ევროტურნირებზეც ეს წესი იმუშავებს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
მახსოვს, 90-ბში გერმანია რომ პირველად ესტუმრა თბილისს, სპორტულ პრესაში ვიყავი და გერმანელ ფოტორეპორტიორს კითხვა დავუსვი: "ჩვენთან ამერიკელები რამის ღმერთებად არიან მიჩნეული და თქვენთან როგორაა თქო". "ამერიკა დიდი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გერმანია გვიყვარს, რაც შეეხება ფეხბურთს, მოგიგებთ"-ო - იყო პასუხი. სწორედ ასეთივე დამოკიდებულება იყო ყოფილი სოც.ბანაკის ქვეყნებშიც დასავლეთის და მათი ჰეგემონის მიმართ იმ წლებში და აგერ შედეგიც. "და კიდევ VAR-ი, რომელიც მე პირადად არ მომწონს, ის ფეხბურთს თავდაპირვანდელ სილაღეს უკარგავს, რაც ბავშვობიდან მახსოვს. სიტუაცია კომიკურიც ხდება, გუნდს გოლი გააქვს, ათასობით გულშემატკივართან ერთად ზეიმობს და მერე VAR-ი ჩაუშხამებს სიხარულს. VAR-ი რომ ყოფილიყო მარადონა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონი ვერც გამხდარიყო(ინგლისთან მეოთხედფინალში ხელით გაიტანა) და ვერც ინგლისი გამხდარიყო ერთადერთხელ, ფინალის დამატებით დროში ბაქოელმა მსაჯმა კარის ხაზს არ გადაკვეთილი გოლი ჩაუთვალა ძელიდან ასხლეტილი და ბოლოს იმავე 1986 წელს სსრკ-ს მსაჯმა ბელგიასთან 2 თამაშგარედან გატანილი გოლი ჩაუთვალა. VAR-ი რომ მაშინ ყოფილიყო, ნახევარფინალში მარადონა უსახური ბელგიის წინააღმდეგ კი არ ითამაშებდა, არამედ სსრკ-ს დაუპირისპირდებოდა და არც იქნებოდა უპირობო ფავორიტი, რაც ერთი წლის მერე გამართულმა ამხანაგურმა მატჩმაც დაადასტურა. სსრკ-მ 4:2 მოიგო და სულაქველიძემ მარადონას ფეხი არ გაანძრევინა
სტალინი
11:31 16-07-2024
1
იყო დრო, ევროპის ჩემპიონატებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც იყვნენ მოწინავე პოზიციებზე: სსრკ, ჩეხოსლოვააკია ევროპის ჩემპიონებიც იყვნენ და იუგოსლავიასთან ერთად ფინალშიც არაერთხელ გასულან. ბოლოს ევრო ფინალში ჩეხეთი იყო 1996 წელს, 2004 და 2008 წლებში კი იმავე ჩეხეთის და რუსეთის ნახევარფინალში გასვლა უფრო ინერცია იყო. საბერძნეთის და თურქეთის წარმატებები პირობითად შეიძლება მივაწეროთ აღმოსავლეთ ევროპას. ისინი ყოველთვის კაპიტალისტურ საფეხბურთო მეურნეობას მიეკუთვნებოდნენ და თავიდან მათი მაჩანჩალებიც იყვნენ. ყველაფერი მომდინარეობს ბოსმანის (არაფრით გამორჩეული ფეხბურთელის) ავადნახსენები შემთხვევიდან, რომელმაც საქმე მოიგო 90-იან წლებში და ეს პირდაპირ კავშირში იყო ევროკავშირის შექმნასთან. ამ სასამართლო პროცესის შემდეგ ფეხბურთელებმა მიიღეს უფლება თავისუფლად გადასულიყვნენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში და ამას მოჰყვა ძლიერი ფეხბურთელების გადინება აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთის უმდიდრეს კლუბებში. ამ საქმემ დასავლეთ ევროპის პატარა ქვეყნებიც და ზოგადად სამხრეთ ამერიკის ფეხბურთიც კი დააზიანა. ევროკავშირის შექმნის შემდეგ ამსტერდამის აიაქსი და ბრიუსელის ანდერლეხტი აღარ არიან სუპერკლუბები. ბოლო დროს ცოტას თუ ახსოვს ტყავის ბურთის ოსტატების გამარჯვებები ბრაზილიიდან და არგენტინიდან ევროპულ გიგანტებზე(განსაკუთრებით კლუბების). ეს უფრო მეტად ეხება ყოფილი სოციალისტური ბანაკის კლუბებს, ფეხბურთი პრაქტიკულად მხოლოდ 5 ძირითად ევროპულ ქვეყანაშია მაღალ დონეზე: ესპანეთი, იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ისინი ევროკავშირის შექმნის შემდეგ მონოპოლისტებად იქცნენ და დანარჩენები მათ წარმატებებს ხელს უწყობენ. ამიტომ, აღმოსავლელებისთვის შეუძლებელია იმ წარმატებების მიღწევა, რაც იყო წარსულში.
სტალინი
11:30 16-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული