აღიარება - მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ევროპირველობაზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მან კონკურენტებს დიდი უპირტესობით აჯობა. WhoScored-მა მამარდაშვილი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მოკლედ დაახასიათა:

„ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შედეგად ქართველმა მეკარემ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. 23 წლის კარის დარაჯი ჩეხეთთან შესანიშნავი თამაშით საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მეორე ადგილზე გავიდა“.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.76)

მცველები: იოზუა კიმიხი (გერმანია, 7.45), იაკა ბიოლი (სლოვენია, 7.33), პეპე (პორტუგალია, 7.33), ნუნუ
მენდეში (პორტუგალია, 7.51)

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (ესპანეთი, 7.56), დანი ოლმო (ესპანეთი, 7.72), ჯამალ მუსიალა (7.51)

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი, 7.61), კოდი გაკპო (ნიდერლანდები, 7.59), ნიკო უილიამსი (ესპანეთი, 7.39)

მკითხველის კომენტარები / 25 /
ყველაზე დიდი საშუალო შეფასება მამარდას აქვს! :* :*
Irakli Apkhaidze
16 ივლისი 2024 10:40
0
როდრი არ შეიყვანეს?
ტაგუ
15 ივლისი 2024 23:42
1
Არც არავის არ მობრუნებია და შენ რატო დაგებადა ეგ აზრი?
გეგი-ს
15 ივლისი 2024 19:47
1
იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრი ღრძო და შურიანია და ახლა გაიგე ასე რომ არის?
გეგი
15 ივლისი 2024 23:28
0
და შენ კიდევ აშკარად შარზე ხარ ამ უაზრო კომენტარით.
გეგი
15 ივლისი 2024 23:30
0
წარმატებები გიორგის მომავალში, როგორც სანაკრებო ისე საკლუბო კარიერაში, მაგრამ ვერ გავიგე ამ სიმბოლურის შედგენის პრინციპი, როდრი საუკეთესო გახდა და სიმბოლურში ვერ მოხვდა? ცოტა უცნაურია
ზაკო
15 ივლისი 2024 19:43
3
ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს გიორგის. და პირველ ადგილზე რომელი მეკარეღა გავიდა, საინტერესოა. რა მაჩვენებლით აჯობა გიორგის?
ეს როგორ?
15 ივლისი 2024 18:56
5
ანუ, რაც ტურნირზე სარეიტინგო ქულები დაიწერა, ერთი თამაშის მიხედვით, გიორგის შედეგი - 9.25 ქულა, მეორე იყოო.
ფორინერი
15 ივლისი 2024 20:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული