აღიარება - მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ევროპირველობაზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მან კონკურენტებს დიდი უპირტესობით აჯობა. WhoScored-მა მამარდაშვილი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მოკლედ დაახასიათა:

„ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შედეგად ქართველმა მეკარემ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. 23 წლის კარის დარაჯი ჩეხეთთან შესანიშნავი თამაშით საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მეორე ადგილზე გავიდა“.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.76)

მცველები: იოზუა კიმიხი (გერმანია, 7.45), იაკა ბიოლი (სლოვენია, 7.33), პეპე (პორტუგალია, 7.33), ნუნუ
მენდეში (პორტუგალია, 7.51)

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (ესპანეთი, 7.56), დანი ოლმო (ესპანეთი, 7.72), ჯამალ მუსიალა (7.51)

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი, 7.61), კოდი გაკპო (ნიდერლანდები, 7.59), ნიკო უილიამსი (ესპანეთი, 7.39)

მკითხველის კომენტარები / 26 /
მამარდა პირველია სიმბოლურშიც 7.76. ამდენი არავის არ აქვს!
ირაკლი
15 ივლისი 2024 19:26
1
ზოგადათ ფეხბურთელებში იყო მეორე, მეკარეებში პირველია რა თქმა უნდა.
ეს როგორ?-s
15 ივლისი 2024 19:10
1

ეს როგორ? - გარკვევით უწერიათ: საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. ანუ არა მხოლოდ მეკარეებს, არამედ ყველა ფეხბურთელს შორის.
ვიქტორი
15 ივლისი 2024 19:01
1
ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს გიორგის. და პირველ ადგილზე რომელი მეკარეღა გავიდა, საინტერესოა. რა მაჩვენებლით აჯობა გიორგის?
ეს როგორ?
15 ივლისი 2024 18:56
5
ანუ, რაც ტურნირზე სარეიტინგო ქულები დაიწერა, ერთი თამაშის მიხედვით, გიორგის შედეგი - 9.25 ქულა, მეორე იყოო.
ფორინერი
15 ივლისი 2024 20:37
0
ვინმეს პირი როგორ უნდა მოუბრუნდეს და როგორ უნდა თქვას რომ ჩვენი ნაკრებისთვის ეს ევროპის ჩემპიონატი წარუმატებელი იყო.
გეგი
15 ივლისი 2024 18:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული