ვილი სანიოლი: წარმატების შემდეგ მადა გეხსნება - შეიძლება ახლა მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. აქედან გამომდინარე, დააახლოებით იმავე თამაშს ველით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია. ახლა წარმატებისთვის იქნებ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა.

გოგლიჩიძეს დიდი ხანია ვაკვირდებით როგორც იტალიაში, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში. ის ეროვნულ ნაკრებს შეეჩვევა და მომავალში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

მოთამაშებმა იციან, როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა, ვიცოდეთ, რისი გაკეთება მოგვიწევს.
ფეხბურთელებისთვის ევროს შემდეგ პირველი შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს. ვეცდებით, კიდევ მივაღწიოთ ამას! ამ შემადგენლობიდან ოცმა ფეხბურთელმა ჩემპიონატზე ითამაშა. იციან, მათგან ისეთივე მონდომებასა და პროფესიონალიზმს მოვითხოვთ. ფსიქოლოგია სამწვრთნელო პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანია. მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, რაც მთავარია.

ერთა ლიგა ზოგიერთი გუნდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს. უნდა ვისწავლოთ და გავაცნობიეროთ, მაღალი მიზნებისთვის რამდენად ვიბრძოლებთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ურთულესი თამაში გველის... მაქსიმალური სიფრთხილით და ყურადღებით პირველიდან ბოლო წამამდე!!!
tngh
17:14 06-09-2024
1
ვნახოთ,იყო თუ არა სწორი ამ კაცის დატოვება და თუ აუწყობს ფეხს ნაკრების პროგრესს. ერთი რამე უნდა ითქვას,ევროპის ჩემპიონატი იყო სხვა და ეს ახალი ტურნირია,ახალი სეზონი,ხოდა რაც შეილება ნაკლები წნეხი უნდა იყოს. ადვილი მეტოქე არ იქნება ჩეხეთი,თუმცა მოგება შესაძლებელია და დაველოდოთ,რაც იქნება გამოჩნდება.შეიძლება დადგა კიდეც დრო რო პირველ ნომრად ვითამაშოთ,მეტი ბურთის ფლობა და აწეული ხაზით თამაში უნდა ვცადოთ. თუმცა მე არ ვიცი რა კონდიციებში არიან ფეხბურთელები,თუ შეუძლიათ 4-3-3 ან 4-2-3-1,რატომ არ უნდა ვცადოთ? წაგება და მოგება ძმები არიან ნათქვამია,ჩვენი სტილი უნდა ჩამოვიყალიბოთ და ასე ვითამაშოთ. შეიძლება წააგო,თუმცა უნდა გაგრძელო ცდა და დადგება დღე,როცა ეს სტილი შედეგს მოგვცემს. მე პირადად ამის მომხრე ვარ,თუმცა შედეგს უყურებენ და მნიშვნელი არ აქვს რას თამაშობენ. შედეგი კარგია,თუმცა ფეხბურთი არის სანახაობა უპირველესად.
იასონას უდარი
17:06 06-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული