კვარაცხელიამ ზუსტად იცის, რა მიზანი აქვს და ამისკენ როგორ უნდა წავიდეს. მოტივირება
თუკი შეგვეძლება "მოწოდებად" და "ხელობად" ნებისმიერი პროფესია დავყოთ, იმას ვიტყვით, რომ კვარაცხელია შინაგანად დიდი სპორტსმენია, ეს მასში ზის; ამავდროულად კი, მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშს არ აპირებს, ბუნებისგან ბოძებული ნიჭით თვითკმაყოფილებას არ ეძლევა. ვაღიაროთ, რომ ქართულ სინამდვილეში ეს იშვიათიც კია.
ახალი თავგადასავალი ლუკაკუსთან ერთად...
ხვიჩას შინაგანი წონასწორობა დაბალანსებული აქვს. ქართველ გარემარბს შთაგონების წყარო სულ გააჩნდა და ეს მას დამატებით ძალას ისე აძლევს, არ თრგუნავს და დაძაბულობაში არ გადადის. ოცნებებს, რომლებსაც შორიდან უყურებდა, ახლა ხელით ეხება. მას დიდებთან შედარებები თავბრუს არ ახვევს.
კვარაცხელიამ თავისი ცხოვრების წესით დაიმსახურა, ასეთ გუნდში და ამ დროს მოხვედრილიყო. შემდეგ თავისი დიდი რესურსი ჩადო და ყველაფერი იდეალურთან მიახლოებულად წარემართა. სპორტს რთული პერიოდებიც აქვს. როცა უმაღლეს მიზნებს ესწრაფვი, სხვანაირად შეუძლებელია. ვგრძნობთ, "კვარა" ყველა მიმართულებით გაზრდილია, ემოციების სასარგებლოდ წარმართვაც ისწავლა და სხვადასხვა სიტუაციიდან სწორად გამოვა, არც კრიტიკის გამო ექნება სასოწარკვეთის განცდა და არც ქების გამო შემოჰკრავს ბედნიერების ზარებს.
ხვიჩა კვარაცხელია ახლა სეზონის სტარტზეა. ის ასეთივე მონდომებული, მარცხთან შეუგუებელი და პოზიტიური ენერგიით გაბრაზებული დარჩება!..
"პარმას" გაძევებული მეკარე, ლუკაკუს დებიუტი და გოლი და "ნაპოლის" შემოტრიალებული მატჩი [VIDEO]
როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "პარმასთან" მატჩში?