ua-football: კვარაცხელია და კომპანია A დივიზიონში აპირებენ გადასვლას?

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში, B ლიგის 1 ჯგუფში, საქართველომ ჩეხეთი 4:1, ალბანეთმა კი უკრაინა 2:1 დაამარცხა. ჩვენი გუნდის გამარჯვებას უკრაინული ua-football-ი გამოეხმაურა.

კვარაცხელია და კომპანია A დივიზიონში აპირებენ გადასვლას?

არაორდინალური ფეხბურთი "ჯვაროსნების" შესრულებით

"სანიოლის შეგირდებმა В ლიგაში სადებიუტო სეზონი დამაჯერებლად დაიწყეს. მასპინძლებმა ანგარიში შესვენებამდე გახსნეს, ხოლო მატჩის მეორე ნახევარში ოპონენტი გაანადგურეს - საქართველომ 13 წუთში 3 გოლი გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი+პასი გაიფორმეს. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს. 75-ე წუთზე შეცვლაზე უკრაინული კლუბების წარმომადგენლები შევიდნენ - შოთა
ნონიკაშვილი "ჩერკასიდან" და გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც "შახტარიდან" იჯარით "კოპენჰაგენში" ასპარეზობს. ირაკლი აზაროვმა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

გუნდებმა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის მომენტები შექმნეს (კარისკენ დარტყმები 12:10, კარში დარტყმები 6:5), მაგრამ მეკარეთა მუშაობა არსებითად განსხვავებული იყო. გიორგი მამარდაშვილმა 4 სეივი განახორციელა".

alt"მისი ეს უნარი ლივერპულში ტრანსფერისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილზე?

alt"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა"- იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

altასეთი საქართველოს ნაკრების ხილვა სასიამოვნოა - გავა დრო და იქნებ ის ნაკლებად გაიხსენონ...

altთემურ ქეცბაია: ვულოცავ ნაკრებს - დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული