ხვიჩა კვარაცხელიამ მიმართვა გაავრცელა: ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ სიხარულს იმსახურებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე წარმატებულ მატჩებს თავის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და გულშემატკივრებს მიმართა:

"სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში".

მკითხველის კომენტარები / 10 /
საინტერესოა, ხვიჩამ რომ უარი თქვას ნაკრებში თამაშზე იმ დრომდე, სანამ ნაც-ქოცები ქვეყნის გახლეჩას თავს არ დაანებებენ, რა მოხდება?!...
ვოოტ
01:25 13-09-2024
2
ოქროს სიტყვებია.გაიხარე,ძმაო ხვიჩა!
საქართველოს,მის წინსვლა-აღმასვლას გაუმარჯოს!!!
ხოლო ვისაც ეს ეწყინოს "დანამა,დანამა,დანამა,გული გაუპოს დანამა"
ბრაზი
01:05 13-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული