ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები ალბანეთს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში დაიწყო და მალევე გაიყიდა.
ტირანაში "ჯვაროსნებმა" ალბანეთი 1:0 დაამარცხეს, მეოთხე ტურის შეხვედრა კი 14 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.
27 ათასამდე მაყურებელი, აქედან: ერთი ტრიბუნა (2 ათასი ბილეთი) ეკუთვნის
სტუმართა გუნდის ფანებს, ხოლო დაახლოებით 7-8 ათასი ბილეთი (დასავლეთ ტრიბუნის ცენტრალური სექტორები და ვიპ-ზონა) ხელში უჭირავს ფედერაციას და ურიგებს პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს, ფედერაციის თანამშრომლებს და ჩამოთვლილი კატეგორიების ნათესავებს, ახლობლებსა თუ ოჯახის წევრებს. ფაქტიურად, თიქეთ.ჯი-ს გასაყიდად გამოაქვს 15-16 ათასამდე ბილეთი (შესაძლოა ნაკლებიც). ჰოდა, თუ გაგიმართლა და რიგში მოხვდი პირველ 7 ათასში, მაშინ გაქვს შანსი იყიდო ბილეთი - სხვა შემთხვევაში უბრალოდ განწირული ხარ!