რას გადაეჩვია საქართველოს ნაკრები და რა "გადააბარა" მეტოქეს - ცვლილებები იქნება, შესაძლოა, ტაქტიკაშიც...

AutoSharing Option
...ყოველთვის შეგვიძლია ვთავათ, რომ აღმვლობის გზაზე მყოფი საქართველოს ნაკრებისთვის ერთი მარცხი ტრაგედია ვერ იქნება; ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, ისეთი მძიმე მოედანი, როგორიც პოზნანში ვიხილეთ, ხელს უფრო ტექნიკურ და სწრაფ გუნდს უშლის, როგორიც ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები იყო... მაგრამ წარმატებისა თუ მითუმეტეს, წარუმატებლობის შემთხვევაში, მეტი თვითრეფლექსია(მოტივების, ემოციების, საქციელის ცოდნა და კონტროლი), კრიტიკა და მომავლის შესაბამისად დაგეგმვაა საჭირო.

საქართველოს ნაკრები გადაეჩვია ვითარებას, როცა გოლს პირველად უშვებს და თამაშის სცენარის შეცვლა უწევს. მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლზე ისედაც მუდამ ვწერთ, რომ მას ე.წ გეგმა ბ-ს
ამუშავება უჭირს, წარმატების მიღწევა კი უფრო კონტრშეტევებზე წარმოუდგენია. რა მოხდა მაშინ, როცა მოწინააღმდეგემ გაგვიტანა? ჩვენი მთავარი პლუსები მათ "გადავაბარეთ" და პოზიციური იერიშების დაგეგმვა თავად გვიწევდა, რაც უკრაინაზე სუსტ გუნდებთანაც გაგვჭირვებია.

შეხვედრის შემდეგ სანიოლმა აღნიშნა, თამაშში გვიან შევდივართ და ეს ჩეხეთთანაც ასე იყოო. მაშინ საქმე ხომ არ გვაქვს იმასთან, ჩვენი გუნდი უბრალოდ შეჩვეულია, უპირატესობა უნდა დათმოს, საკუთარი შანსი სწრაფ შეტევებში სცადოს და თუ ეგ არ გამოდის, ან მთლად უარესი, გოლს ვუშვებთ, შეტევაზე შემდეგ ფიქრობს.

Sportall.Ge

ფაქტია, რაღაც შესაცვლელი გახდა, შესაძლოა, ტაქტიკაც. აქამდე რამდენიმე შეხვედრას ერთნაირი შემადგენლობით ვიწყებდით. მაგალითად, ლოჩოშვილის ფლანგზე გამოყენება პროდუქტიული გამოდგა, მაგრამ ის არაა ამ ამპლუის ფეხბურთელი და იქნება მატჩები, სადაც თუნდაც დაცვაში უფრო სუსტი, შეტევაში კი აქტიური ფრთის მოთამაშე გახდება საჭირო.

თბილისში ჩატარებულ ბოლო პრესკონფერენციაზე სანიოლს ნახევარდაცვაში არსებულ კონკურენციაზე ვკითხეთ. გასაგებია, ის იქნებ ამისთვის მაქსიმუმს აკეთებს, ფაქტი კი ისაა, რომ სათადარიგოთა შორის ვერ მოიაზრებს ისეთს, ვისაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელსაც იმ დღეს უბრალოდ თამაში სათანადოდ არ გამოსდის(ახლა დისკვალიფიკაციაც გვაქვს. აქვე, "ქოჩორას" განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ის ძალიან განიცდიდა და უკრაინასთან ბათუმში ველით!), ჩაანაცვლოს. ამპლუის ცვლილებებს ხშირად ვხედავთ და ეს იქნებ შუა ხაზშიც გვეცადა. ასეთ მძიმე მოედანზე და არსებულ ვითარებაში ყველა (ხუთივე) შეცვლა რომ არ გამოვიყენეთ, ეს ძალიან გვაფიქრებს. ასეთ დროს ეს მოწინააღმდეგისთვის გაკეთებული ერთგვარი საჩუქარიცაა.

აქვე, ხსენებულ პრესკონფერენციაზე წამოჭრილ კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ. კარგად ჩანს და მხოლოდ გუშინ არ დაგვინახავს, ჩვენი დაცვის ხაზს სისწრაფე რომ დაკარგული აქვს და საბა გოგლიჩიძის გუნდთან მალე ადაპტირება მნიშვნელოვანია. ამავდროულად, იკვეთებოდა, რომ "ემპოლის" მცველის უკრაინასთან თამაშის შანსი ნაკლები იყო. ვინც 21-წლამდელთა გადამწყვეტ შეხვედრას უყურეთ, დაგვეთანხმებით, ცენტრალურ დაცვაში რამხელა პრობლემები იყო. ახლა კიდევ უფრო გაუგებარია, 20 წლის მცველმა იქ რატომ არ ითამაშა...

...ხვიჩა კვარაცხელია იმხელა პერსონაა, მასზე ყოველთვის დიდი მოლოდინებია. არ ვიცით, რა ხდებოდა სავარჯიშო პროცესში, მაგრამ გარედან ისე გამოჩნდა, ის დაზიანება, რითაც "კვარა" ნაკრებში ჩამოვიდა, მასზე გავლენას თუნდაც იმ კუთხით ახდენდა, 90 წუთით ერთნაირად სათამაშოდ მზად არ იყო. როცა მარცხდები, ხვიჩას მინდვრიდან გაყვანა კაპიტულაცია და მეტოქისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობის გადაბარებააცაა, ამიტომ იქნებ უკეთესი იყო, კვარაცხელიას მეორე ტაიმიდან ეთამაშა. ეს მხოლოდ ვარაუდია. "ნაპოლის" ფეხბურთელის როლი, ტრადიციულად, ძალიან დიდია, მოწინააღმდეგეები მასზე განსაკუთრებით "მუშაობენ", რაც სივრცეებს სხვებს უხსნის, თავად კი მაღალ კლასს მუდამ ავლენს. აქვე, მიხაილო მუდრიკზე ვთქვათ. სამწუხაროდ, მის მაღალ კლასს ბევრი ვერაფერი დავუპირისპირეთ - ერთხელ გაიტანა, მეორედ "მამარდამ" გვიხსნა.

Sportall.Ge

ახლა მთავარია, გუნდმა ძალების აღდგენა და ემოციურად ამ მარცხიდან გამოსვლა უსწრაფესად შეძლოს. ამ ბიჭებს საკუთარ თავზე მუშაობა ნამდვილად არ ეშლებათ და თავადაც იციან, განვლილ მატჩში ინდივიდუალურად უკეთ რა შეეძლოთ. იქნება სიახლეებიც, იქნებ ტაქტიკურიც და მასთან ადაპტირება არ უნდა გაგვიჭირდეს. ალბანელებიც განსაკუთრებულად მოტივირებულები ჩამოვლენ, მათი მწვრთნელი სილვინიოც ეცდება, უკრაინელთა თავკაც რებროვიდან თუ ჩვენი მათთან პირველი დაპირისპირებიდან მნიშვნელოვანი ისწავლოს, თანაც, ორი მარცხის შემდეგ, შემართებას არ დააკლებენ.

უკრაინაისთან სტატიატიკა ვერ გავაუმჯობესეთ, მომავალში კი მაგ სტილის გუნდებსაც მოვუძებნით შესაბამისს გასაღებს, ამის გვჯერა!..

altპირველი წაგება ერთა ლიგაზე - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა [VIDEO]

altვილი სანიოლი: პირველ 30 წუთში ჩვენი თამაში კატასტროფა იყო - გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე

მკითხველის კომენტარები / 45 /
სანიოლი არის მთავარი პრობლემა:
1. სანიოლი არის ერთ სქემაზე ჩაციკლული. როცა ერთი და იგივე გუნდი გამოგყავს, იგივე ტაქტიკით, იგივე განლაგებით, არანაირი სიახლით, თავიდანვე გაშიფრული ხარ.
2. სანიოლმა არ იცის ენერგიის გადანაწილება თამაშებზე. როცა იგებ, დაასვენე ლიდერები. გამოცადე ახლები.
3. კრიტიკულ სიტუაციებში ვერ აზროვნებს, ფიზ მომზადების მწვრთნელი არიგებს ჭკუას. ამიტომაა რომ შეცვლებს აგვიანებს. ან ახლა რა საჭირო იყო ვაბანკზე წასვლა, როცა ბურთების შეფარდებაც შეიძლება დაგვჭირდეს.
4. სანიოლმა ვერ მოთოკა ზოგიერთი ეგოისტი ფეხბურთელი. ღორობა მოგებულ თამაშებში არ ჩანს, მაგრამ როცა ცოტა მომენტი გაქვს და აფუჭებ, უკვე მაგრად ტეხავს.
5. სანიოლი ჩაიციკლება ერთ ფეხბურთელზე და რეზერვს არ აძლევს განვითარების საშუალებას. არც ამხანაგურებში, არც მოგებულ თამაშებში. ამიტომაა, როცა დაგვჭირდება ახლა რეზერვი, ძალიან შეუთამაშებელი იქნება გუნდი.

გავუშვათ ეს კაცი სენტ-ეტიენში. მასზე უკეთესს მაინც ვერ ეღირსება.
ქუთაისელი
23:43 12-10-2024
2
სულ გავიძახით ტექნიკური გუნდი გვყავსო, ამიხსენით ერთი ბურტი რომ ვერ ამოაქვს ყველა ჩვენს ნაკრებს დაცვიდან როგორ უნდა შეასდეს? ახალგაზრდულმაც მაგიტომ წააგო, ეროვნულში მეგონა დაძლევისკენ იყო ეგ საკითხი და შემცდარვარ, უძალიანესად უჭირს ჩვენ ბიჭებს იოტისოდენა პრესინგის დროსაც კი ბურთის ამოტანა, ამას ემატება აპრიორად არასწორი, უაზრო მოგერიებები და უაზრო ჩაწოდებები იოღონდ ბურთი მოიცილონ.... იმედია ბიჭები ტაქტიკური -აზროვნებითი კუთხითაც გაიზრდებიან თანდათანობით, ახალგაზრდულის დონე კი მაგრად მაფიქრებს....
გუსანი
22:06 12-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული