"შავმა ლომმა" პორტუგალიურ "ლუზიტანუშს" განმეორებით მატჩში უშანსოდ (36:0) სძლია და რაგბი ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

წელს ტურნირი განსხვავებული სისტემით ჩატარდა. თასისთვის სულ სამი გუნდი იბრძოდა, რომლებმაც ორ წრედ (შინ და გარეთ) ითამაშეს. "შავმა ლომმა" ოთხივე შეხვედრა ბონუს-ქულით მოიგო და ჯამში 20 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ამას თან ახლდა რეკორდები. პირველ ტურში ესპანურ "იბერიანსს" ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით ვძლიეთ (54:3, შინ 47:21); მესამე ტურში "ლუზიტანუში" ლისაბონში დავამარცხეთ (38:14), თუმცა სამიოდე კვირაში მასთან სარეკორდო მაჩვენებელი გავაუმჯობესეთ – 36:0.

რაგბი ევროპის სუპერთასი მეოთხედ ჩატარდა და ის ოთხივეჯერ "შავმა ლომმა" მოიგო. თასი წელს პირველად შემართა რიჩარდ ქოქრილმა და გუნდის 11-მა დებიუტანტმა.

"ლუზიტანუში" პირველად ჩამოვიდა თბილისში და თავიდანვე წნეხში მოექცა. დებიუტში ჯარიმები კარში არ დავარტყით, მეტოქეს ფორვარდებით მივეძალეთ, საიდანაც ბურთი ხაზზე გავიდა, ლუკა მატკავამ სივრცე შენიშნა, მცველს შემოურბინა და ლელო-გარდასახვით ანგარიში გახსნა. ასეთი დასაწყისის მიუხედავად ტემპი დაეცა და მასპინძლები ეპიზოდურად ახერხებდნენ გულშემატკივრის ლამაზი შეტევებით გახარებას.

მე-18 წუთზე მეორე ლელო უნდა გასულიყო. თენგიზ პერანიძემ თავისი ნახევრიდან შერკინების შემდეგ შეუტია და მარცხენა ფრთაზე ბურთი სანდრო თოდუას გააყოლა, რომელმაც პირველი მბოჭავი მძლავრი კონტაქტით ჩამოიშორა და ბურთი პერანიძეს დაუბრუნა, თუმცა მან მისი შემაგრება ვერ მოახერხა.

24-ე წუთზე დერეფნიდან მძლავრი მოლი დავაყენეთ, რომელმაც სწრაფად დაფარა 7-8 მეტრი და ლელო გიორგი სინაურიძემ გაიტანა. მომდევნო ეპიზოდში მოლის შემდეგ ბურთი მოკლე ფრთაზე პერანიძეზე გავიდა და მან თავისი პირველი ლელო გაიტანა, ხოლო 35-ე წუთზე მოლი უკვე მარცხენა ფრთაზე ავაგორეთ და მისი განზრახ ჩაქცევისთვის "ლუზიტანუში" საჯარიმო ლელოთი დაისაჯა – 24:0.

მეორე ტაიმში ტემპი კიდევ უფრო დაეცა და მხოლოდ ორი ლელო გავიდა. 59-ე წუთზე მეტოქეს მისსავე ლელოს სიახლოვეს წნეხი დავადეთ, რასაც ფეხით მოგერიებისას შეცდომა მოყვა. ოვალს პერანიძე დაეუფლა, სუფთად გაჭრა ხაზი და გუნდის მეხუთე ლელო მიითვალა. 64-ე წუთზე შეტევაში ტემპს ვუმატეთ და უმალ გაჩნდა სივრცეები, ხელდახელ ბურთაობით მარჯვენა ფრთაზე მეტობა გავითამაშეთ და აკა ტაბუცაძის კარგი პასის შემდეგ ამირან შვანგირაძემ შეხვედრის ბოლო ლელო გაიტანა – 36:0.

ახლა "შავი ლომის" ბირთვი ნოემბრის სანაკრებო ტესტ-მატჩებზე გადაერთვება, დანარჩენები კი დიდი 10-ის კლუბებს გააძლიერებენ. ნომბრის ბოლოს გუნდი ისევ შეიკრიბება და ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონისთვის გააგრძელებს მზადებას, რომელიც დეკემბერში იწყება.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2024

A ჯგუფი. V ტური

12 ოქტომბერი. შაბათი.

თბილისი. ავჭალა.

შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუში (პორტუგალია) 36:0 (24:0)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. მიხეილ ბაბუნაშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ამირან შვანგირაძე.

6 ლელო: მატკავა, სინაურიძე, პერანიძე (3, 5), საჯარიმო, შვანგირაძე

2 გარდასახვა: მატკავა

1 სინბინი: ტაბუცაძე

Rugby.ge

Rezo
ამ ტურნირის დედაც , რაგბი ევროპისაც და ვორლდ რაგბუსაც. რავა ნატო და ევროკავშირივით გვახვეწნინებენ ეს მათხოვრები.
mitro
ვულოცავ ბიჭებს ... ფედერაციამ იქნება და იმუშაოს გაცილებით ძლიერ ტურნირში გუნდის ჩასმაზე. როგორც ჩანს საკმაოდ ძლიერები ვართ ამ ტურნირისთვის ...
სოსო
რა თქმა უნდა ვულოცავ ბიჭებს,მაგრამ კლასში იმხელა სხვაობაა,მგონი ბიჭებს მოტივაცია მთლიანად გაუქრათ.არც ჩელენჯ ქაფი იქნება საკმარისი.ზრდისთვის,სისტემატური თამაში გვჭირდება ძლიერ მეტოქეებთან
კობა
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ყოველთვის ჩვენო ვაჟკაცებო!!!...
ქორ-პარიკმახერი
გილოცავთ ბიჭებო! ახლა ბობოლებს შევურიოთ ჩალენჯ თასზე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ჩემთვის უმთავრესი სწორედ ესაა" - რა თქვა "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ დეზირე დუემ
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | გადამწყვეტი ჯახი "ლუზიტანუშთან" - პირველად თბილისში
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავი ლომი" | როტაციით "ლუზიტანუშთან"
"შავმა ლომმა" სუპერთასზე "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში უშანსოდ სლია
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"