ვილი სანიოლი: პირველ 30 წუთში ჩვენი თამაში კატასტროფა იყო - გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

„პირველ 30 წუთში ჩვენი მხრიდან თამაში კატასტროფა იყო. არ გვქონდა ინტენსივობა, აგრესიულობა. ასეთი მოქმედებისთვის უკრაინა დაწინაურებას იმსახურებდა. შემდგომში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ მატჩის შემოსატრიალებლად საკმარისი მომენტები და შანსები არ გვქონდა. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შეხვედრების მოსაგებად მუდმივად ჩვენს დონეზე თამაში გვმართებს, რაც დღეს ვერ გავაკეთეთ. მატჩის ორი მესამედის მანძილზე მოედანზე უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ წავაგეთ.

ადვილი დაპირისპირებები არ არსებობს, მოტივაციის ნაკლებობა არ გვქონდა, იმედგაცრუებულები ვართ.
იმისათვის, რათა გაუმჯობესდე, გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე. მატჩების დასაწყისში პრობლემები გვაქვს. იგივე იყო ჩეხეთთანაც. სამუშაო ბევრი გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 25 /
როგორ უნდა თქვა მარცხი კარგიაო,მაგრამ იქნებ დასკვნების ახალი მიდგომების გადაფასების დრო დადგა,მუსიე ვილიც იპოვის ახალ გზას,წარმატებები!
რაჟდენ მოსულიშვილი
13:11 12-10-2024
2
წაიკითხავ კომენტარებს და ადამიანს ბრაზი მოგივა
ზოგ ვაიქართველს უკრაინის მოგება საქართველოს გამარჯვება ჰგონია,
ზოგი შეგნებულად თამაშის დათმობაზე საუბრობს რაც სრული აბსურდია იმ ფონზე რა დამოკიდებულებაც ხელისუფლებას გააჩნია-ფედერაციაც ხო მათი ნაწილია,ეს ერთი და მეორე: ამ ბიჭებს ამით რამხელა შეურაწყოფას ვაყენებთ ვინც ფეხბურთი დააბრუნა საქართველოში და სულ ცოტა ხნის წინ გმირებად შევრაცხეთ.არ გრცხვენიათ?!
სადღაც ხო უნდა წაგვეგო?!მოგება ნამდვილად არ დაგვიმსახურებია და გულდასაწყვეტი ის არის რომ არც წაგებას ვიმსახურებდით....
ქოჩორას რო მისდექით,ხდება რა ასეთები...ბიჭმა ისე განიცადა,რო არ გაეყვანა წითელს აიკიდებდა....კვარას გაყვანა რო კაპიტულაციაა ესეთ თამაშში ახალია?!
ვილის კი მოუგროვდა შეცდომები,მაგრამ ნუ გვავიწყდება სად ვიყავით და რას მივაღწიეთ მის ხელში....ლოჩოშვილის ფლანგზე თამაში წაკითხვადია და ამას უნდა მოეშვას,გოგლიჩიძე სწრაფად უნდა ადაპტირდეს,კაშიას დრო წავიდა,ქოჩორას შემცვლელი სასწრაფო წესით მოსაძებნია,შიშით არ უნდა ველოდეთ ალაბანეთთან თამაშს არიქა ქოჩორა არ იქნებაო...უნდა ვითამაშოთ შემტევი სტილი,კარგი და ბევრი შემტევები გვყავს მაგრამ ამისთვის სწრაფი დაცვა გინდა და ამ სიზანტიდან 35 წელია ვერ გამოვდივართ,ვილი ხო არ ირბენს...
მოკლედ ეს იყო გამოსაფხიზლებელი წაგება,მიწაზე უნდა დავეშვათ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ...მე მჯერა ამ უმაგრესი ბიჭების და თქვენი არ ვიცი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული