ისევ წავაგეთ - საქართველოს ნაკრები სახლში ალბანეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ალბანეთთან 0:1 დამარცხდა

ჩვენი გუნდის მწვრთნელს სანიოლს ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაციის გამო ცვლილებების განხორციელება მოუწია, შემტევი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე შეუტიეს და კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ზივზივაძემ სტრაკოშას კარს ააცილა ბურთი. შემდეგ დავითაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც კუჩის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. "ჯვაროსნები" ისევ გადავიდნენ იერიშებზე, თუმცა ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ალბანელები ასლანიმ დააწინაურა. ცოტა ხანში კი ბაირამიმ ვერ გამოიყენა კარგი შანსი. მეტოქე უნარიანად იცავდა თავს, თავისუფალ
ზონებს არ ტოვებდა და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდა. საქართველოს ნაკრებმა ზეწოლა გაზარდა: მიქაუტაძეს სტრაკოშამ არ გაატანინა, ზივზივაძის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია, კვარაცხელიას საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა და ზედიზედ მეორე მარცხი განვიცადეთ.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს სახლში უკრაინასთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ალბანეთი 0:1
გოლი: ასლანი (48)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 81), დავითაშვილი (შენგელია 90+5), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 184 /
მე არ ვამბობ, რომ სანიოლი კატეგორიულად უნდა წავიდეს... მაგრამ კატეგორიულად და ხაზგასმულად ჯიუტი და არაპროგნოზირებადი მწვრთნელია... ასევე კატეგორიულად არ სურს პასუხისმგებლობის აღება ( ანუ მისი შემდგომი ზრდა-განვითარების პერსპექტივა აშკარად ბევრ ეჭვს აჩენს), კიდევ უფრო საეჭვო დასკვნას გვაჩეჩებს, რომ ქოჩორას შემცვლელი არ გვყავს და განაჩენიც, ფაქტობრივად სასიკვდილო გამოაქვს - თურმე ამას უნდა შევეგუოთ ( ესეც მისი სიტყვებია თამაშის შემდეგ)... მაშინ აგვიხსნას, რისთვის გამოიძახა ალთუნაშვილი, მექვაბიშვილი ან თუნდაც ნონიკაშვილი ავსტრიიდან, რუმინეთიდან თუ უკრაინიდან?!... მაგათ მამარდაშვილი უნდა შეეცვალათ?!... როდისღა უნდა გამოსცადო ეგ ბიჭები თუ არა ქოჩორას არყოფნაში?!... თუ ესპანეთთან აბურჯანიას დაყენება შეიძლებოდა, ბევრად უფრო სუსტ მეტოქესთან ამ ბიჭებიდან არც ერთის ნდობა არ შეიძლებოდა?!... აგვიხსნას, რისთვის ჩამოიყვანა, ტურისტები გვაკლია ჩვენ?!... ეს, იცით, რას გავს?!... მამარდას რომ გამოეტოვებინა მატჩი და თამაშის დაწყების წინ გაგვეგო, თურმე მეკარის გარეშე, 11 მინდვრის მოთამაშით გავდივართ, რადგან მამარდაშვილის დონის მეკარე არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ!!! ან რა აუცილებლობა იყო ამ განწირული ექსპერიმენტის პირველივე წუთიდან შემოგდება - ალბანეთი ფორით იწყებდა თამაშს და ცაიტნოტში ვიყავით?!... მე არ ვამბობ, რომ წავიდეს... გასაგებია, რომ გარკვეულწილად სიურპრიზის გაკეთება სურდა, მაგრამ სიურპრიზი ჩვენთვის გამოვიდა და ალბანელებისთვის კი - მშვენიერი საჩუქარი, რადგან გოლამდე ბევრად ადრევე ჩანდა უზარმაზარი ხვრელები ჩვენს საყრდენ ზონაში და მხოლოდ დროის ამბავი იყო ამ საჩუქრის შერგება... ისიც მშვენივრად მესმის, რომ ვინც არ რისკავს ( გასარისკი რა გვჭირდა, თორემ კი), ის ვერც შამპანურს სვამს, მაგრამ ყოველთვის შამპანურს ვერ დალევ... როცა რისკი არ ამართლებს, უნდა იცოდე, რომ იმ თასში სხვა რამეს ჩაგისხამენ და იმის დასალევდაც მზად უნდა იყო... სანიოლის მატჩისშემდგომ თავისმართლებებში პასუხისმგებლობა არ ჩანს და ამიტომ მისი საქციელი შიშველი ავანტურიზმია მხოლოდ... არ ვამბობ, რომ წავიდეს - ახლა წასვლა გამოსავალი ვერ იქნება, მაგრამ პასუხები კი უნდა გაგვცეს... და იქნებ, ჩვენო ძვირფასო ფედერაციავ, პატივი დაგვდოთ და როგორმე ლაივში აგვიხდინოთ ეს ოცნება - ამოვიდა ყელში რუსული პრესიდან გუგლის თრანსლეითით ნათარგმნი მოყვითალო სტატიები...
ვოოტ
02:04 15-10-2024
0
ასე სურდა მის უდიდებულესობა GODBET-ს
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული