ისევ წავაგეთ - საქართველოს ნაკრები სახლში ალბანეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ალბანეთთან 0:1 დამარცხდა

ჩვენი გუნდის მწვრთნელს სანიოლს ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაციის გამო ცვლილებების განხორციელება მოუწია, შემტევი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე შეუტიეს და კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ზივზივაძემ სტრაკოშას კარს ააცილა ბურთი. შემდეგ დავითაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც კუჩის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. "ჯვაროსნები" ისევ გადავიდნენ იერიშებზე, თუმცა ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ალბანელები ასლანიმ დააწინაურა. ცოტა ხანში კი ბაირამიმ ვერ გამოიყენა კ
არგი შანსი. მეტოქე უნარიანად იცავდა თავს, თავისუფალ ზონებს არ ტოვებდა და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდა. საქართველოს ნაკრებმა ზეწოლა გაზარდა: მიქაუტაძეს სტრაკოშამ არ გაატანინა, ზივზივაძის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია, კვარაცხელიას საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა და ზედიზედ მეორე მარცხი განვიცადეთ.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს სახლში უკრაინასთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ალბანეთი 0:1
გოლი: ასლანი (48)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 81), დავითაშვილი (შენგელია 90+5), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 181 /
არ არის ეს კაცი კვალიფიციური მწვრთნელი. პრაქტიკაზეა აქ და საქართველოს ნაკრებს ტრენაჟორის როლში იყენებს. მერე ისწავლის და წავა. ამას ვაისიც კი ჯობდა, რაღაც კვალიფიკაცია მაინც ქონდა- დაბალი მაგრამ მაინც. მეცოდებიან ბიჭები არ იმსახურებენ ამ სტაჟიორს. თან ყველაფერი სწორად გავაკეთეო და ირიბად როგორც ყოველთვის ფეხბურთელებს დააბრალა.
არტ
00:42 15-10-2024
5
წავაგეთ, ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ ამ კუთხურებს რისთვის ვაწვდით, ხიფათი ნული. ბოლო კუთხურიდან გატანილი გოლი მახსენდება ცხადაძემ გაუტანა პოლონეთს ალბათ 90იანების ბოლოს. მას მერე ალბათ ნაკრება მოწოდებული აქვს ათასი და გოლი არ გაგვიტანია, რამე სხვა მოვიფიქროთ, ან გავათამაშოთ ან რამე არ ვიცი, ვინმე მცოდნემ დაგეგმოს როგორ უნდა მოვიქცეთ. წარმატება ჩვენს ნაკრებს მომდევნო თამაშებში.
DAVE
00:24 15-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული